"თეატრში დედიკოს მეძახიან"
რატომ ემდურის გლდანელებს ახმეტელის თეატრის დასის ხელმძღვანელი
ახმეტელის თეატრში ამ ბოლო დროს სიტუაცია გამოსწორდა. მსახიობებს ის ელემენტალური კომფორტი შეუქმნეს, რომელიც უკიდურესად სჭირდებოდათ. თეატრის არსებობის მანძილზე ყველა გაჭირვებამ თუ დალხინებამ დანარჩენებთან ერთად დასის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნათელა კაკულიას კისერზეც გადაიარა. თეატრი 5 წლის დაარსებული იყო, როცა ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა. ეს იყო 1986 წელი. შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონმა ნათელამ ამ შენობის კედლებში გალია ახალგაზრდობა. თავისი საქმე უსაზღვროდ უყვარს, მაგრამ ამავე დროს ჩვენთან საუბრისას აღიარა, არც ისე ლმობიერი უფროსი ვარო.
– ქალბატონო ნათელა, რა ევალება დასის ხელმძღვანელს და რა არის მისი უფლებები?
– თეატრს თავისი შინაგანაწესი აქვს. დაუწერელი კანონია, რომ თეატრი მსახიობისთვის არსებობს. შინაგანაწესის დაცვა დასის მმართველს ევალება. დასზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე მე ვარ.
სამუშაო გეგმას რეჟისორებთან ერთად ვადგენთ. რეპეტიციების განრიგს კვირის დასაწყისში გამოვაკრავ ხოლმე, რომ მსახიობებმა ნახონ, როდის უნდა იყვნენ თეატრში. მე ტექნიკურ რეჟისორთან და რეჟისორის ასისტენტთან ერთად ვზრუნავ იმაზე, რომ რეჟისორს რეპეტიციისთვის გარემო მოვუმზადო. თეატრში სპექტაკლამდე სამი–ოთხი საათით ადრე მივდივარ.
– მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?
– კი, მაგრამ სამართლიანად მკაცრი ვარ. სიამაყით გეტყვით და დარწმუნებული ვარ, სხვებიც დაგიდასტურებენ, რომ ამ წლების განმავლობაში თეატრში პატარა ინციდენტიც კი არ მქონია. ყველა მსახიობმა იცის, რომ თუ საყვედური ვუთხარი, ესე იგი იმსახურებდა და მათ ეს უნდა გაითვალისწინონ. გოგი ქავთარაძეს (მსახიობი და რეჟისორი. ავტ. შენ.) ხშირად უთქვამს ჩემთვის, ამას რას ვხედავ, თეატრებში შენი თანამდებობის ხალხს ყველა მტრად ჰყავს მოკიდებული, აქ რასაც ვხედავ, საოცრებააო. თეატრში დედას მეძახიან. უფროსი თაობის მსახიობებიც კი დედიკოთი მომმართავენ. მეც ჩემი მხრიდან ყველას შვილებად აღვიქვამ.
– გვიამბეთ თქვენი თეატრის რეჟისორებზე. ყველას თავისი სტილი და ხასიათი ექნება.
– გოგი ქავთარაძე უნიჭიერესი, უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანია. ის რომ სცენაზე დადგებოდა, სპექტაკლს სულ სხვა ელფერი ჰქონდა. ძალიან საინტერესო, ბევრი რამის მნახველი ადამიანია. საოცარი მთხრობელია. გიგა ლორთქიფანიძეც ასეთივე საინტერესო ადამიანი გახლავთ. ის ჩვენს თეატრში 2005 წელს მოვიდა. პირველი სპექტაკლი "ლამანჩელი" დადგა. ყველასთან საოცარი ურთიერთობა აქვს. მისი რეჟისორული შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის და ჩემი ხოტბა ალბათ უადგილო იქნება. კაბინეტში რომ შემოდის, ჩემს ადგილზე ჯდება. თან მეკითხება, რომ დავჯდე, არა უშავსო. ამ ადამიანზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი მამულიშვილია. ერთხელ ჩემს კაბინეტში ისხდნენ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეები, რეზო ჩხეიძე და თენგიზ სუხიშვილი. ამ დროს ჩემი შვილი შემოვიდა და გაოცდა. მერე მეუბნებოდა, შენს კაბინეტში მეოცე საუკუნე იყოო.
ნუკრი ქანთარიასთანაც ასევე ძალიან საინტერესო ურთიერთობა მქონდა. ის ახმეტელის თეატრის სათავეში 9 წლის განმავლობაში იდგა. უნიჭიერესი რეჟისორი და თავის საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანია.
– როგორია ახმეტელის თეატრში კულისების მიღმა ცხოვრება?
– ძალიან საინტერესოა. მაყურებლისთვის ეს ყველაფერი შეუცნობელია. მათ არც უნდა იცოდნენ, რა ხდება კულისებმიღმა. დღემდე, როცა სხვა თეატრში ვარ და ჩვეულებრივი მაყურებელივით ვუყურებ სპექტაკლს, სულ მაინტერესებს, ფარდის იქით რა ხდება. მაინტერესებს, სხვაგანაც ისეთივე საოცარი ფუსფუსი თუა, როგორიც ჩვენთან. ყოველთვის სადარაჯოზე ვდგავარ და ვაკონტროლებ, ვინ რა დროს შემოდის. ყველას ნაბიჯებით ვცნობ. ზეპირად ვიცი, რომელი მსახიობი რომელ საათზე მოდის. 5 წუთიც რომ აგვიანდებოდეთ, მირეკავენ და მეუბნებიან. სხვანაირად არც შეიძლება.
– თუ არ დაგირეკათ და მეტიც, საერთოდ არ მოვიდა?
– ყოფილა შემთხვევა, როცა მსახიობს დავიწყებია, რომ სპექტაკლი გვქონდა და არ მოსულა. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მსახიობი ნუგზარ ხიდურელი სპექტაკლზე "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი" არ მოვიდა. არადა ყოველთვის ისე ადრე მოდიოდა, სულ ვეკითხებოდი, ჩემი ყურება როგორ არ გბეზრდება–მეთქი. მაშინვე დავურეკე და ვკითხე, სად ხარ–მეთქი. ოჰ, ნათელა, შენი ჭირიმე, ახლა მე ისეთ ადგილზე ვარ, ვქეიფობ, დროს ვატარებ, გაგიმარჯოსო – მითხრა. ვუთხარი, სპექტაკლი გაქვს, სასწრაფოდ თეატრში მოდი, ცოტა ხანში ვიწყებთ–მეთქი. ძალიან მცირე დროში გულამოვარდნილი მოვარდა. მოქეიფე კაცი იყო, დროსტარება უყვარდა და რა ექნა?!
ერთხელ გია ჯაფარიძე ჩარჩა სვანეთში. მაშინაც სპექტაკლი უნდა გვქონოდა. დიდთოვლობის გამო გია ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ვუთხარი, სპექტაკლი გაქვს, არ მაინტერესებს, როგორმე უნდა გადმოფრინდე, სპექტაკლს ვერ მოვხსნით–მეთქი. მაინც ვერ ჩამოვიდა, ამიტომ სპექტაკლი ჩავშალეთ.
ჩვენ გვაქვს ახალი სპექტაკლი "ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია", სადაც ეკა კაპანაძე თამაშობს. ერთ დღეს, როცა ეს სპექტაკლი უნდა გვეთამაშა, დამირეკა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ და ვერ მოვალო. მსახიობს ფიზიკურად არ შეეძლო და რა მექნა? 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე. მსახიობი ანა მატუაშვილი გამოვიძახეთ. მას ეს სპექტაკლი სამჯერ ჰქონდა ნანახი. რომ დავურეკეთ, არც კი შედრკა, გვითხრა, მოვალო. ამ გოგომ შეუძლებელი შეძლო, ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი. კომუნისტების დროს სპექტაკლის მოხსნა წარმოუდგენელი იყო. ახლა ხშირი არაა, მაგრამ მაინც არის შემთხვევები.
– ალბათ იმ პერიოდიდან, როცა სპექტაკლების მოხსნა წარმოუდგენელი იყო, უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა მსახიობს დედა, მამა, ოჯახის წევრი ჰყავდა გარდაცვლილი, მაგრამ სცენაზე იდგა და თამაშობდა.
– ძველი და ახალი თაობის მსახიობებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ახალგაზრდებიც ძალიან კარგები არიან, მაგრამ ისინი სჯობდნენ. მსახიობი ხელის მოწერით აფიქსირებს, რომ თეატრში ნამდვილად მოვიდა, მაგრამ მე მაინც ავდივარ საგრიმიოროში, რომ ჩემი თვალით ვნახო, მოსულია თუ არა და მის ნაცვლად სხვამ ხომ არ მოაწერა ხელი.
– ხშირად აწერენ ერთმანეთის ნაცვლად ხელს?
– არა, მაგრამ თვითონ ვარ ასეთი. ყოველთვის მირჩევნია, საკუთარი თვალით ვნახო. ძველი თაობის მსახიობები შენობაში რომ შემოდიან, მაშინვე ხელს აწერენ. იქვე ახლოს, დაფაზე ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს გამოკრული, რაც კი თეატრში ხდება და იმას ნახულობენ. მათ ყველაფერი აინტერესებთ. ახალგაზრდები კი ამას ვერ მიეჩვივნენ. იქვე ვზივარ ხოლმე და ვაკვირდები, ვინ როგორ იქცევა. მოაწერენ ხელს და პირდაპირ მიდიან, არ აინტერესებთ, დაფაზე რა წერია. მე ვახსენებ, რომ წაიკითხონ. ძველ თაობას ჩემი შეხსენება არ სჭირდება. ეს მცირე მაგალითი მოვიყვანე, თორემ განსხვავება ბევრ რამეშია.
– თუ მსახიობი დანიშნულ დროს ვერ მოვიდა, ამ დროს რა ხდება?
– მოხსენებითი ბარათი იწერება. შემდეგ მმართველი რეზოლუციას ადებს და მსახიობს საყვედურს უცხადებენ. მესამე საყვედურზე ის იძულებულია, თეატრიდან წავიდეს.
– ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობი ამის გამო წასულა თეატრიდან?
– ახლა ასეთი რამ არ მახსენდება. ახალგაზრდა მსახიობები ძალიან არიან დატვირთული. ერთი თეატრიდან მეორეში გარბიან, იქიდან ფილმის გადაღებაზე და ა.შ. მახსოვს, დიდი მოლაპარაკებები მიდიოდა, რომ ქალბატონი ლენა ყიფშიძე ჩვენთან მოსულიყო და "კურაჟი" ეთამაშა. ეს როლი ყველა მსახიობი ქალის ოცნებაა. ქალბატონი ლენა ვერ წყვეტდა, რა ექნა, მოსულიყო თუ არა. მას თავისი თეატრის კედლების დატოვება არ უნდოდა. ახლა კი ზოგი ხუთ თეატრში მუშაობს. ნანა ფაჩუაშვილსა და ნინო ბურდულზეც ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა. ძველი თაობის მსახიობებს სცენის მიმართ სულ სხვანაირი რიდი აქვთ. როცა მსახიობი სხვადასხვა თეატრში დარბის, მშობლიურად არც ერთს თვლის და არც მეორეს.
ჩვენს თეატრს ახმეტელის თეატრი 1990 წელს უწოდეს, მანამდე სახელმწიფო თეატრად მოიხსენიებდნენ. თეატრი არ არის სამსახური, ეს არის სახლი. ომების, გაჭირვების პერიოდი ყველამ ერთად გადავიტანეთ. ცეცხლი ქაღალდით დაგვინთია და ყავა ისე აგვიდუღებია. იმ ყავის ჭიქაზე ხელები გაგვითბია და რეპეტიციები ისე დაგვიწყია. თეატრმა საოცარი ურთიერთობები, სიყვარული იცის. როცა სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ოვაციას ვხედავთ, ძალიან ბედნიერები ვართ. მართალია, მე არ ვდგავარ სცენაზე, მაგრამ მაინც...
მაგრამ დღევანდელ მაყურებელს სპექტაკლის ყურების კულტურა არ აქვს. ფარდა როგორც კი ჩამოეშვება, მაყურებელი მაშინვე ზურგს აქცევს სცენას და გარეთ გადის. რომ დგები და მიდიხარ, განა სად ჯანდაბაში გეჩქარება ისე, რომ ორი წუთი ვეღარ იცდი?! შვიდჯერ აცხადებენ, გამორთეთ მობილურებიო, მაგრამ რად გინდა? სპექტაკლის დამთავრებამდე მობილურით ერთობიან. როგორ შეიძლება, თეატრში მობილურით ითამაშო და მეტიც, ჭამო! ადამიანმა თეატრში მოქცევის კულტურა ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს. ჯერ თოჯინების თეატრში უნდა იაროს, მერე მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადაინაცვლოს, ბოლოს – აკადემიურ თეატრში. როგორ შეიძლება, რომ მაყურებელი თეატრში ქუდით მოვიდეს?! ძველი თაობის მსახიობები თეატრთან რომ გაივლიდნენ, ქუდებს იხდიდნენ. ახლა ქუდებით დარბაზებში სხედან. ამას კიდევ რა უჭირს, ყველაზე უარესს გეტყვით: პირველ რიგში მჯდომი მაყურებელი ფეხებს სცენაზე ალაგებს. ამის შემხედვარე, გაოგნებული ვრჩები! ეს თეატრი გლდანის ერთადერთი კულტურული ცენტრია. გლდანის მცხოვრებლებს კიდეც რომ ეწყინოთ, მაინც ვიტყვი, რომ მათ თეატრი არ უნდათ! ქალაქის სხვა რაიონებიდან მოდიან და აქაურები თეატრისკენ არ იხედებიან.
– გული არ გწყდებათ, რომ კულისებს მიღმა დგახართ და მაყურებელი არ გიცნობთ?
– არა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კედელზე როლების განაწილების სიას ვაკრავთ. გიგა ლორთქიფანიძემ ამ ადგილს გოდების კედელი დაარქვა. ყველას უნდა, სპექტაკლში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს შეუძლებელია. როცა მათ დაღონებულ სახეებს უყურებ, არ შეიძლება, არ თქვა, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, რადგან მათნაირ მდგომარეობაში არასოდეს იქნები. თეატრში მამაკაცების როლები მეტია, ვიდრე ქალების. სპექტაკლში მანდილოსნებისთვის სულ რაღაც 1–2 საუკეთესო როლი შეიძლება მოიძებნოს. ქალები ყოველთვის იჩაგრებიან. თეატრს ტკივილი ყოველთვის თან ახლავს. პრემიერის წინ თქვენ რომ მსახიობების განცდები დაინახოთ, შეგეცოდებიან! ამ დროს ადეკვატურები არ არიან.
– როგორც ყველა თეატრში ალბათ თქვენს სპექტაკლებშიც იპარება ხარვეზები, რომლებიც უმეტესწილად მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩება.
– უმეტესად მართლაც ვერაფერს ხვდება მაყურებელი, მაგრამ ხანდახან რაღაცას ვერ ვმალავთ. გვქონდა სპექტაკლი "ქვრივთა ნუგეშისმცემელი". ამ სპექტაკლში თამრიკო ბეჟუაშვილს გამოჰქონდა ზეწარი და შლიდა. არ ვიცი, რა დაემართა რეკვიზიტორს, მაგრამ თამრიკომ რომ ზეწარი გაშალა, ერთი გვერდი ჩამოხეული ჰქონდა. სახტად დარჩა... რა თქმა უნდა, რეკვიზიტორს მოსთხოვეს პასუხი. თქვა, არ ვიცი, რა მოხდაო. დაბნეული ქალი იყო, მერე გაათავისუფლეს. არაფრით გვითხრა, ზეწარს რატომ ჰქონდა ჩამოხეული ერთი კუთხე. ეტყობა, ვიღაცას ნაჭერი დასჭირდა და რეკვიზიტორმა ჩამოუხია. ყველა ხარვეზი სპექტაკლის დასრულების შემდეგ განიხილება. მტყუანს საყვედური გამოუცხადდება. ჩვენთან დიდი ხელფასები არაა, თორემ სხვა თეატრებში პერსონალს ხელფასებსაც უკავებენ.
– მსახიობებს შორის კონკურენცია თქვენთან რამდენად შესამჩნევია?
– სხვა თეატრებთან შედარებით ჩვენი თეატრი იმდენად პატარაა, რომ ოჯახური სიტუაცია უფროა, ვიდრე კონკურენცია. გასაჭირში ყველა ერთმანეთის გულშემატკივარია. როცა მეუღლე გარდამეცვალა, მთელი თეატრი გვერდით დამიდგა. ყოველდღე უკლებლივ ყველა მოდიოდა. იმ დღეებში რეპეტიციები მოხსნეს.
– ახლა რა მდგომარეობაშია თეატრი? როგორც ვიცი, ხელმძღვანელობა შეიცვალა. მათ რა რეფორმები გაატარეს?
– ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი თამაზ გორაძეა. ის რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი გახლავთ. თეატრს რემონტი ჩაუტარდა. ახლა კომფორტში ვართ. სხვა თეატრებს ის მეცენატი კაცი ეხმარება, რომლის სახელსა და გვარს არ დავაკონკრეტებ. ჩვენს თეატრს ყველაზე მეტად უჭირდა და ბატონი თამაზი მხსნელად მოევლინა.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში