თბილისის მეტროს სადგურებს სახელებს უცვლიან

თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურს დასახელება შეეცვლება. ასეთი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ასე რომ, მალე ასეთ სურათს მივიღებთ: სახელწოდება "ელექტროდეპო" შეიცვლება "გოცირიძე"–თი, "ვაგზლის მოედან 1"–ს და "ვაგზლის მოედან 2"–ს "სადგურის მოედანი 1" და "სადგურის მოედანი 2" დაერქმევა, "წერეთლის გამზირს" – "წერეთელი", "პოლიტექნიკურს" – "ტექნიკური უნივერსიტეტი", "სამედიცინო ინსტიტუტს" – "სამედიცინო უნივერსიტეტი", "გოცირიძეს" – "დელისი".
პროექტი უკვე ძალაშია და ტექნიკური სამუშაოების გამო ცვლილება რეალურად დაახლოებით ერთ თვეში, მაისის ბოლოს განხორციელდება. მგზავრები ამ დროის განმავლობაში ცვლილების შესახებ ქართული და ინგლისურენოვანი სპეციალური ბანერების მეშვეობით შეიტყობენ.
გარდა ამისა, გაიხსნება ახალი მეტროს სადგური, სახელწოდებით, "სახელმწიფო უნივერსიტეტი", რომლის შესახებ საპროექტო წინადადებების განხილვა 2012 წელს დასრულდება. შემდეგ გამოცხადდება ტენდერი, თუ ვინ განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. თავად ახალი მეტროს სადგური კი ექსპლუატაციაში 2014 წელს შევა.
"სარკე" დეტალების შესატყობად თბილისის საკრებულოს წევრს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილს დაუკავშირდა.
– ბატონო ლაშა, რატომ გახდა საჭირო მეტროს სადგურების სახელების შეცვლა?
– ეს იდეა თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურს გაუჩნდა, რადგან ძალიან ძნელი გახდა იმ ძველი დადგენილებების მოძიება, რომლის მიხედვითაც სადგურებს სახელები დაერქვათ. სწორედ ამიტომ წარმოადგინა მერიამ ეს პროექტი და საკრებულოს თანხმობა იყო საჭირო. თითქმის იგივე სახელწოდებები დარჩა, მხოლოდ რამდენიმე სადგურს გადაერქმევა სახელი. "ელექტროდეპოს" შეეცვლება სახელი, "ვაგზლის მოედანი" "სადგურის მოედანი" გახდება, რადგანაც ვაგზალი რუსული სიტყვაა. ასევე, სამედიცინო ინსტიტუტი უკვე ინსტიტუტი აღარ არის, უნივერსიტეტია და შესაბამისად ამ სადგურსაც გადაერქმევა სახელი. ასევე აღარ გვაქვს ტექნიკური ინსტიტუტი, უნივერსიტეტია და "პოლიტექნიკურსაც" სახელი შეეცველება.
– როდიდან შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში?
– ეს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, ალბათ ერთ თვეში დასრულდება.
– დანარჩენი მეტროს სადგურების სახელის შეცვლა გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რის საფუძველზე დაარქვით "ელექტროდეპოს" "გიცირიძე", როდესაც ასეთი სადგური უკვე არსებობდა?
– "გოცირიძე" არსებოდა, მაგრამ მას "დელისს" ეძახდნენ. ეს ტოპონიმია, ხალხი ამ სახელსაა მიჩვეული და ამიტომ ეს სახელი დავუტოვეთ ამ სადგურს. სხვათა შორის, მეტროს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვიქტორ გოცირიძეს და ამის გამო მივანიჭეთ მისი სახელი "ელექტროდეპოს". "ელექტროდეპო" იქ აღარ იქნება, რადგან, მოგეხსენებათ, რომ რკინიგზა თბილისის ცენტრში აღარ იქნება. ეს კომუნისტების დროინდელი სახელია, როდესაც იქ დეპოები იყო და მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ეძახდნენ "ელექტროდეპოს". ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ უსახურ სახელს ადამიანის სახელი ნამდვილად ჯობია, მით უმეტეს, ისეთის, რომელსაც მეტროს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
– როგორც ვიცი, ახალი სადგური იხსნება.
– დიახ, ეს სადგური ჯერ არ არსებობს. ვაჟა–ფშაველას ბოლოში დაწყებულ და დაუმთავრებელ სადგურზე მოგახსენებთ, რომელიც მაღლივ კორპუსთან უნდა ამოვიდეს. თავის დროზე ეს სამუშაოები დაწყებული იყო. ახლა დაკონსერვებულია. ეს სადგური გაკეთდება, უბრალოდ სახელი ახლავე მივუთითეთ, რომ შემდეგ არ გახდეს დასარქმევი.
ეკა ლემონჯავა

კავშირი ტეგთან: მეტრო

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში