"მარიონეტებთან თავს კარგად ვგრძნობ"
ბახვა წერედიანი: "მარიონეტებთან თავს კარგად ვგრძნობ"
პროექტ "ნიჭიერის" ერთ–ერთი მონაწილე ბახვა წერედიანი, პროფესიით მსახიობია. თოთხმეტი წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად გაგრიდან თბილისში ჩამოვიდა. იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყო მარიონეტების კეთება, ვინ იყო მის კოლექციაში პირველი, როგორ მოხვდა "ნიჭიერში", რა ნომრის შეთავაზებას აპირებდა საზოგადოებისთვის იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ტურში გადავიდოდა, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გახსოვთ აფხაზეთი?
– როცა აფხაზეთიდან წამოვედით, 14 წლის ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მახსოვს. წარმოშობით, გაგრიდან ვარ. ჩემი ეზო, სკოლა, ბაღი კარგად მახსოვს. ეს გარემო ჩემში სილაღესთან ასოცირდება, რადგან იქედან იმ ასაკში წამოვედით, როცა ადამიანები სერიოზულ ცხოვრებას იწყებენ და მეტად უკვირდებიან რაღაც–რაღაცებს. ჩემმა თაობამ ამ პერიოდის აფხაზეთში გავლა ვერ მოასწრო.
ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტებიც, როცა მქონდა შანსი, გაგრაში შევსულიყავი და თვალი მაინც მომევლო იქაურობისთვის, გამეგო, როგორ გამოიყურება ჩემი სკოლა, ეზო, ვინ ცხოვრობს ჩემს სახლში, მაგრამ ეს ოცნებად დამრჩა.
– თეატრალურის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მუშაობდით?
– ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ დაუგეგმავად, სპონტანურად მოხდა. გამიმართლა, რომ ჩავაბარე და ძალიან კარგი პედაგოგი შემხვდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ, როგორც მსახიობი ისე ვერ გავიხსენი, როგორც საჭირო იყო. რაღაცნაირად ჩავიკეტე. სიმართლე რომ ვთქვა, თეატრში ყოფნის სურვილს თავად არ ვიჩენდი. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთო, რაც გიყვარს და რაშიც ცდილობ, რომ განვითარდე და რაც შენი მოწოდებაა. მე ყოველთვის ვგრძნობდი და ვაღიარებდი კიდეც, რომ ამ პროფესიით მწვერვალებზე ვერ ავიდოდი.
– და რა იყო თქვენი მოწოდება?
– ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდი. ის იყო, რასაც დღეს ვაკეთებ – მარიონეტები. არ მინდა ცუდად გამომივიდეს და გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ცუდი მსახიობი ვარ. ბევრი მსახიობი იმ დონეზე არაა, რა წარმოდგენაც თავის თავზე აქვს. ბევრის შეფასებით, მე კარგ მსახიობად ვითვლები და, შესაძლოა, ბევრზე კარგადაც ვთამაშობ. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს მსახიობობა ჩემი საქმე არ იყოს, არა, უბრალოდ, მარიონეტებთან უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ის საქმეა, რომელშიც მინდა განვვითარდე და ერთ დონეზე არ ვჩერდები.
– როგორც ვიცით, წერთ კიდეც.
– დიახ, ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა "15 წელი", რომელიც გიორგი გურჯის ფსევდონიმით დავწერე. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ სახელის წმინდანიც არსებობს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მოთხრობა ე.წ. დაკარგულ თაობასა და იმ პერიოდზეა, რომლის გადატანაც მოგვიხდა. ჩემი თაობის ძალიან ბევრი კარგი წარმომადგენელი დაიკარგა, რაც ნამდვილად იგრძნობა. ეს ქვეყანა ამ თაობისაც იყო, მათი საშენებელიც იყო, მაგრამ ბევრს არ დასცალდა საქმის კეთება. ეს თემა ძალიან მტკივნეულად იყო ჩარჩენილი ჩემში, მაგიჟებდა. მეც ამოვიგლიჯე გულიდან და ვცადე ფურცელზე გადამეტანა გულის ნადები. იდეები ახლაც ბევრი მაქვს და კვლავ ვფიქრობ ახალ ნაწარმოებზე.
– მარიონეტების კეთება როდის დაიწყეთ?
– რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში ვმუშაობდი მსახიობ–ანიმატორად. თავიდან, რაღაც დეტალების გაკეთებაში ვეხმარებოდი მათ, ვისაც თოჯინების აწყობა ებარათ, მერე დამოუკიდებლად დავიწყე მათი შექმნა.
– პირველი თქვენს მარიონეტებში რომელი იყო?
– პირველი იყო მევიოლინე ნიკოლო. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც დამოუკიდებლად შევქმენი. მე მალევე მომიწია თეატრიდან წამოსვლა, რადგან კონტრაქტის ვადა ამოიწურა. "ნიჭიერის" დახმარებით, ახლა, სულ ხუთი მარიონეტი მაქვს. მევიოლინე ნიკოლოს, პიანისტი სებასტიანის, სტიუ ვანდერის, მაიკლ ჯექსონისა და ბოჩელის სახით.
– თქვენი თოჯინებით ბედი სხვა თეატრში არ სცადეთ?
– იცით, მე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე ამ საქმისთვის, საკმაოდ ბევრი დრო დავკარგე და ვთვლი რომ, შემიძლია დამოუკიდებლად ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავისთვის ვაკეთო იგი.
– ბახვა, გასაგებია, რომ მაიკლ ჯექსონისა და ბოჩელის მარიონეტები პროექტის გამო შექმენით. დანარჩენ თოჯინებზე რას გვეტყვით?
– სალვადორ დალის ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "მაშინ, როცა ყველა ჩემს ულვაშებზე იცინის, მე მათ უკან ვიმალები და ამ ყველაფერს ვაკვირდებიო". ჩემთვისაც ეს მისია აქვთ მარიონეტებს, მათით ვამბობ იმას, რასაც მათ გარეშე ვერ ვიტყვი. საზღვარგარეთ ძალიან კარგი მარიონეტების თეატრები აქვთ და ხალხს ესმის მათი დანიშნულება, მაგრამ ჩვენში მარიონეტებს, რატომღაც ისე აღიქვამს საზოგადოება, როგორც "სამი გოჭის ამბავს". მათი აზრით, მარიონეტები აუცილებლად საბავშვო და სასაცილო უნდა იყოს, სინამდვილეში ასე არ არის.
– "ნიჭიერში" რატომ მიხვედით?
– "რუსთავი 2"–დან ნახეს ჩემი საქმიანობა და მკითხეს, ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე. როგორ გითხრათ, სხვადასხვა საქმიანობაა ის, რასაც მე ვაკეთებ და ის, რასაც "ნიჭიერი" მოითხოვს – მე ვგულისხმობ ფორმატს. თუმცა ისევ კითხვამდე მივდივართ, რამდენად დიდი შანსი აქვს თეატრალურ ჟანრს და, მით უმეტეს, მარიონეტებს ასეთ შოუში მიაღწიოს წარმატებას. ისევ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გეტყვით, ჩემს თოჯინებს ხალხი უყურებდა ქუჩაში და ჩემი თოჯინები ხალხმა იხილა შოუში. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა ჩემი შესაძლებლობები, თეატრამდე ჯერ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, ჯერჯერობით, ისეთი ნომრების შექმნა და შესრულება მოგვიწევს, რაც თანხებს მოიზიდავს, ეს თანხები კი, შოუს საშუალებით, შედარებით უფრო ადვილი მოსაზიდია. დღეს, საზოგადოებას შოუ მეტად აინტერესებს. "ნიჭიერშიც" იმიტომ წავედი, რომ შოუ მეჩვენებინა და გამეყიდა აზერბაიჯანში, თურქეთში თუ სადმე სხვაგან. სერიოზული შემოთავაზებები ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ზაფხულში ვაპირებ თავად წავიღო სხვადასხვა დახვეწილი და ჩამოყალიბებული ნომერი საზღვარგარეთ ან აქ, საქართველოში – რა, არ მოუხდება თეთრი ბოჩელი ბათუმს?
– მეორე ტურში ჟიური და ხალხი ე.წ. ბექვოკალით გელოდებოდათ...
– კი, მეც ვფიქრობდი ბექვოკალის გაკეთებას და ვფიქრობდი არასტანდარტული სახით. სტიუ ვანდერს ეყოლებოდა ბექვოკალი, მაგალითად, ბიონსეს ან თინა ტერნერის სახით, მაგრამ ისევ მაიკლ ჯექსონსა და ბოჩელზე შევაჩერე არჩევანი. მაიკლი იმიტომ, რომ ურთულესი გმირია, როგორც შესაქმნელად, ისე შოუს მოსაწყობად, ბოჩელის შემთხვევაში კი, ჟიურის ერთ–ერთი წევრის, სოფო ნიჟარაძის ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი და ამით საკუთარი თავიც გამოვცადე, რა თქმა უნდა.
– შემდეგ ტურში რომ გადასულიყავით, მაყურებელს ვის წარუდგენდით?
– შემდეგ ტურში რომ გადავსულიყავი, მაყურებელს შაკირას მარიონეტს წარვუდგენდი, ცნობილი სიმღერით "ვაკა, ვაკა". ისე, ამ პერსონაჟის შექმნა არ გადამიფიქრებია, აუცილებლად გავაკეთებ.
თეონა მჭედლიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში