ეკა ამირეჯიბი თავისი უიღბლო ქორწინების კაბას ინახავს

"რუსთავი 2"–ის დილის სახე, ეკა ამირეჯიბი, მრავალსაათიან შოპინგს იწყობს ხოლმე. საყიდლებზე ძირითადად მარტო დადის, გამონაკლის შემთხვევებში კი დედა დაჰყვება, რადგან ამ ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ ის უძლებს. ეკასთვის ჩაცმაში ათვლის წერტილი ფეხსაცმელია. აქედან გამომდინარე, ალბათ არც ის იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ის დიდი რაოდენობით აქვს და მასში ფულის გადახდა არასოდეს ენანება.
ეკა არ არის გაგიჟებული მოდურ ჩასაცმელზე, საკუთარ ინდივიდუალობას თვითონ ქმნის ტანსაცმელზე ორიგინალური დეტალების და აქსესუარების დამატებით, ხშირად მასისგან განსხვავებულად გამოიყურება და თავის შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია.
– ეკა, როგორც ქალების უმრავლესობას, ალბათ თქვენც გიყვართ საყიდლებზე სიარული.
– რა თქმა უნდა, სიამოვნებას მანიჭებს მაღაზიებში სიარული, ოღონდ მაშინ, როცა თან ფულიც მაქვს. მხოლოდ დასათვალიერებლად დროის კარგვა დიდად არ მიყვარს.თითქმის ყოველდღე ეკრანზე ვარ და მინდა, რომ ერთი და იმავე სამოსით არ გამოვჩნდე, მაგრამ ეს ზოგჯერ არ ხერხდება. ვცდილობ, გარდერობი ხშირად განვაახლო. იმდენად მიყვარს საყიდლებზე სიარული, რომ ხშირად ჩემთვის ამ პროცესს თერაპიული დანიშნულებაც აქვს. გარდერობში შეტანილი სიახლე ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
– როგორ სტილის სამოსია თქვენთვის ყველაზე კომფორტული?
– ნებისმიერი სტილის სამოსში შემიძლია თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძნო, თუ, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მიხდება. ყოველდღიურად მაინც ჯინსებს ვანიჭებ უპირატესობას.
– ტელევიზიამ იქონია თქვენს იმიჯზე გავლენა?
– ამ ეტაპზე საკუთარი თავის სტილისტი და დიზაინერი თავად ვარ. ყოველ დილით ადრე გავდივარ სახლიდან და ყოველთვის ისე მეჩქარება, რომ თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს, ვარცხნილობას, ჩემი გარდერობიდან ვირჩევ სამოსს. სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება. ველოდები, ტელევიზიაში როდის განიხილავენ ამ საკითხს.
– ეკრანზე ყოველთვის სადად ჩაცმული ჩანხართ. ალბათ ეს არის თქვენი გემოვნების მთავარი შტრიხი.
– ტელევიზიაში უზომოდ მოკლე კაბით ნამდვილად ვერ მნახავთ. როცა მამაჩემის ასაკის ფოლკლორის მომღერლები მყავს სტუმრად, არ მგონია, სწორი საქციელი იყოს, მათთან გამომწვევად ჩაცმული მივიდე. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მინი კაბებსაც ვიცვამ და გრძელსაც. ქვედატანს ყოველთვის ზომიერად ვიმოკლებ. ყოველთვის ის მაცვია, რასაც ყველაზე მეტად ვიხდენ.
– რა ჭარბობს თქვენს გარდერობში?
– დედაჩემს რომ ეს კითხვა გაეგონა, აუცილებლად გამოვიდოდა და გეტყოდათ, ამისი ფეხსაცმელების და ჩანთების ტევა აღარ არისო. როცა საკითხი ფეხსაცმელს ეხება, ზომიერების შეგრძნებას ვკარგავ. 50 წყვილი რომ მქონდეს, 51–ეს მაინც ვიყიდი. ფეხსაცმელი არის ის, რაშიც ყველაზე მეტი თანხის გადახდა შემიძლია. უბრალო ფეხსაცმელი ყოველთვის აფუჭებს ძვირადღირებულ კაბას. ჩემთვის ათვლის წერტილი კარგი ფეხსაცმელია. შეიძლება ძალიან სადად გეცვას, მაგრამ როცა კარგ ფეხსაცმელთან კარგი ჩანთა გიჭირავს, უკვე ყველაფერი აწყობილია.
– ფეხსაცმელს და ჩანთას ფერებშიც უხამებთ ერთმანეთს?
– ფერების შეხამებას ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევ. ვთვლი, რომ ამ მხრივ კარგი გემოვნება მაქვს. ბევრი ადამიანი, ვისაც ჩემზე მეტი მატერიალური შესაძლებლობა აქვთ, რაღაცეებს ერთმანეთს ვერ უხამებს. ვერ ვიტან, როცა ზოლიანთან კუბოკრულს იცვამენ. თუ ჩაცმულობაში ახალი ფერი შეგაქვს, აუცილებლად რაღაცით უნდა გაამართლო. მაგალითად, თუ მაცვია განსხვავებული ფერის წინდა, აუცილებლად შევუხამებ შარფს ან საყურეს. არ მიყვარს, როცა რაღაც დეტალი ჩაცმულობასთან არაფერ შუაშია.
– აქსესუარები თქვენი სამოსისგან, ეტყობა, განუყოფელია.
– თუ გადარბენაზე არ ვარ, აქსესუარების გაკეთება არასოდეს მავიწყდება. ჩემთვის წარმოუდგენელია, ხალხს წლობით ერთი და იგივე საყურე რომ უკეთია. ასეთი რაღაცეები არ შემიძლია. კიდევ არ მიყვარს, ვერცხლის და ოქროს სამკაულებს ერთდროულად რომ იკეთებენ. ქორწინების ბეჭედთან ერთად ვერცხლის ხელნაკეთი ბეჭედი რა უბედურებაა! ამასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. როცა ვერცხლი მიკეთია, იქ ოქროს ადგილი აღარაა.
– ბეჭზე ტატუ გაქვთ. როგორც წესი, ერთ სვირინგს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ა.შ. თქვენც ხომ არ აპირებთ სხეულის კიდევ რომელიმე ნაწილის მოხატვას?
– ტატუ მომწონს, ოღონდ მანიაკურ აზარტში არასოდეს გადამსვლია. რუჯზე ემართებათ ხოლმე პანიკები, გადამივიდაო, ამბობენ და სასწრაფოდ სოლარიუმებში გარბიან. სოლარიუმში არასოდეს წავსულვარ. ქალებზე სვირინგები მომწონს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მთელ სხეულზე მოხატულს ვერასოდეს მნახავთ. ეს ტატუ პირდაპირ ეთერში გავიკეთე და ამიტომ ჩემთვის სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ბეჭზე როიალი მაქვს გამოსახული, რომელსაც სასაცილო გამომეტყველება აქვს. ეს იმის ნიშანია, რომ მუსიკა არის ის, რაც ჩემზე ყველაზე დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს. ჩემთვის მუსიკა შეუცვლელია. ზუსტად ვიცი, რომ ეს ტატუ არასოდეს მომბეზრდება.
– მაკიაჟი საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე გაქვთ გაკეთებული. თქვენ გაიკეთეთ?
– კი, თავად გავიკეთე. თბილისის ცნობილ ვიზაჟისტებს ჩემთვის ხშირად უკითხავთ, მაკიაჟი შენი გაკეთებულია თუ არაო. როცა სიმართლეს ვეუბნები, უკვირთ. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ მიხარია. სხვადასხვა მიზეზის გამო სალონში მაკიაჟის გაკეთებას ვერ ვახერხებ. ვთვლი, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთება ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცი. შეიძლება პროფესიონალმა პატარა შეცდომა იპოვოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩემი ნამუშევრით ყოველთვის კმაყოფილი ვარ. ფერებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ახლა ეკრანული მკვეთრი მაკიაჟი მაქვს. ყოველდღიურად კი ნაზ და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.
– თვალში მომხვდა, რომ თქვენი ფრჩხილის ლაქი და ტუჩსაცხი ზუსტად ერთი ფერია. ეს შემთხვევითობაა, თუ ამასაც აქცევთ ყურადღებას?
– ამ ბოლო დროს წითელ ლაქს ძალიან შევეჩვიე. არადა ადრე წითელი როცა მესვა, მეგონა, ყველა მე მიყურებდა. მიყვარს, როცა მაკიაჟს და ფრჩხილის ლაქს ერთმანეთს ვუხამებ. ორივე ერთად კი ტანსაცმელს უნდა შეეფერებოდეს.
– მონაწილეობთ ახალ ფილმში "ჭამა და სექსი". თქვენს გმირს საპატარძლო კაბა აცვია. რამდენად ჯდება ის კაბა თქვენს გემოვნებაში და როგორ მოირგეთ?
– ეს საპატარძლო კაბა ჩემია და ჩემს ქორწილში მეცვა. ამიტომ ნამდვილად არ გამჭირვებია მორგება. ფილმში ყველაფერი გაშარჟებულია. ჩაფიქრებული იყო, რომ ჩემს გმირს ამ კაბაში უხერხულად უნდა ეგრძნო თავი. მგონი, ყველაფერი კარგად გამომივიდა. საერთოდ, ძალიან თეთრი საქორწინო კაბები არ მომწონს. ჩემთვის საპატარძლო კაბები იყოფა გოიმურად და არაგოიმურად. არ მიყვარს ზედმეტი მაქმანებით გაფორმებული პრიალა კაბები. ძალიან მომწონს ფარფატა საქორწინო კაბები, რომლებიც ბალერინას კაბების შთაბეჭდილებას ტოვებს და გამჭვირვალე ტიულით არის გაკეთებული. არ მიყვარს, ნაქარგებით და თვლებით რომ აფორმებენ. ჩემთვის ასეთი კაბები გოიმურია.
– როგორც წესი, განქორწინებული ქალები არ ინახავენ ხოლმე საქორწინო კაბას, თქვენ რატომ დაუშვით გამონაკლისი?
– როცა ამბობენ, უიღბლო ქორწინების კაბა რატომ უნდა შევინახოთ, ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებულიო, სისულელედ მეჩვენება. ჩემი კაბა იყო და რატომ უნდა გადამეგდო?! ახლა დამჭირდა და მშვენივრად გამოვიყენე.
– თუ არის რიამე სამოსი, რომელიც სხვებზე მოგწონთ, მაგრამ თქვენ ვერ მოირგებთ?
– ტყავის ელასტიკებში ვერასოდეს მნახავთ. ყვითელი ფერის ტანსაცმელი არასოდეს მცმია და არც ჩავიცვამ. ჩემს გარდერობში, ყვითლის გარდა, ყველა ფერის ტანსაცმელს აღმოაჩენთ.
– თქვენი ფავორიტი რომელი ფერია?
– შავი და თეთრი. ძალიან მიყვარს ფირუზისფერი, ჟოლოსფერი, ვარდისფერი, ცისფერი, სტაფილოსფერი...
– თქვენს გარდერობს რა პრინციპით აახლებთ, მოდური ტენდენციების თუ განწყობის მიხედვით?
– ჩემი გარდერობის განახლებაზე ეტაპობრივად ვზრუნავ. იმ ხალხის არ მესმის, ნებისმიერი რაღაცის ჩაცმა რომ შეუძლიათ, ოღონდაც მოდური იყოს. ჩემთვის ის არის მოდური, რაც მაცვია და რაშიც ახლა "სარკისთვის" ფოტოებიც გადავიღე. ჩვენთან ერთ რაღაცაზე ატყდება ხოლმე ბუმი და მერე ყველას ის აცვია. ეს ძალიან მაღიზიანებს. შეიძლება ჩემი სამოსი არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ფანტაზიებით ყოველთვის შემაქვს ორიგინალური შტრიხები. სადა ტანსაცმელი მიყვარს, რომლებსაც ვუკეთებ ბაფთებს, აქსესუარებს და ამით განსხვავებულს ვხდი. ჩემი აზრით, ეს მოდის ტენდენციებზე მეტად ამართლებს. ამ ვარდისფერ წინდებს ბაფთები მე გავუკეთე. ერთი პერიოდი ვქსოვდი, ვკერავდი.... ახლა აღარ მაქვს დრო, თორემ ხელსაქმე ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის.
– როგორ სამოსში იღებთ ყველაზე მეტ კომპლიმენტს?
– გააჩნია, ვის რა მოსწონს. ვიღაცას კედებსა და ჯინსებში მოვწონვარ, ზოგს – გამოყვანილ კაბებში. ჩემი დაკვირვებით, მამაკაცებს მაშინ მოვწონვარ, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია.
– თავად როგორი ჩაცმული მამაკაცები მოგწონთ?
– არ მიყვარს, მამაკაცებს წვეტიანი ყავისფერი ფეხსაცმელები რომ აცვიათ, ჰალსტუხებში გადაკოჭილები და კოსტიუმებში გამოწყობილები რომ დადიან. პირიქით, თავისუფალ ჯინსებში ჩაცმული ბიჭები მომწონს. კარგია, როცა ბიჭს შეხედავ და იტყვი, აი, მესმის გემოვნებაო. იმასაც კი ვაქცევ ყურადღებას, მათი სამაჯურები მაისურებს შეეხამება თუ არა. მიყვარს ბიჭებზე აქსესუარები. ამაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ყურები უნდა ჰქონდეს გახვრეტილი და ყველა თითზე ბეჭედი ეკეთოს. უბრალოდ მომწონს, როცა ბიჭს ეტყობა, რომ საკუთარ იმიჯზე ზრუნავს.
– სხვის რჩევებს რამდენად ითვალისწინებთ ჩაცმულობაში?
– გადაწყვეტილებას მარტივად არასოდეს ვიღებ. ყოველთვის იმას ვფიქრობ, ყველაზე მეტად რა მჭირდება, რა რასთან შეიძლება ჩავიცვა... ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რაღაც მიყიდია, სახლში მოვსულვარ და მერე აღმომიჩენია, რომ ვერაფერთან ჩავიცვამდი. ამიტომ, ეს რომ არ დამემართოს, მაღაზიებს დიდხანს ვათვალიერებ. საყიდლებზე მარტო დავდივარ. მხოლოდ დედაჩემი შეიძლება წავიყვანო, მხოლოდ ის უძლებს ჩემს მრავალსაათიან შოპინგს. ჩემი და დედას გემოვნება ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ მაღაზიაში ერთად ვიყავით. დედა კლასიკურ შავ კაბას მირჩევდა, მაგრამ მე მაინც გახეხილი ჯინსი ვიყიდე. დედას უფრო კლასიკური გემოვნება აქვს, მაგრამ ჩემი ასაკის რომ იყოს, აბსოლუტურად ჩემნაირი გემოვნება ექნებოდა.
– საღამოს კაბებზე რას იტყვით, მოიპოვება ისინი თქვენს გარდერობში?
– ვინაიდან თბილისურ "ივენთებზე" ძალიან იშვიათად დავდივარ, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი საღამოს კაბა მაქვს. ეს ფართები არ მაინტერესებს. მხოლოდ კარგ კონცერტზე თუ მნახავთ.
– თქვენს საყვარელ ფეხსაცმელებში მაქსიმუმი რა ფასი შეგიძლიათ გადაიხადოთ?
– ფეხსაცმელში ფული არასოდეს მენანება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე 700 ლარიანი ფეხსაცმელი მიყიდია. მაქსიმუმი 400 ლარი გადამიხდია. პიჯაკში ან შარვალში კი 400 ლარს ნამდვილად ვერ მივცემ.
– ტანსაცმლის განათხოვრება ხშირად გიწევთ?
– კი, ძალიან ხშირად მიწევს. როცა მეგობარს ჩემი რაღაც მოსწონს, უარის თქმა არ შემიძლია. ჩემს მეგობრებს მაკიაჟსაც ძალიან ხშირად ვუკეთებ. მე და ჩემი დაც საკმაოდ ხშირად ვეხიდებით ერთმანეთს, ერთმანეთის ტანსაცმელს ვხმარობთ.
– რა არის ის დეტალი თქვენს ჩაცმულობაში, რის გარეშეც არ გადიხართ სახლიდან?
– საყურის გარეშე. როგორც უნდა მეჩქარებოდეს, მაინც არ მავიწყდება. თუ მოხდა და დამავიწყდა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე.
– საზღვარგარეთ შოპინგი რამდენად მოგწონთ?
– რადგან იქ მეტი არჩევანია, ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც მე თბილისური ჩაცმულობა და სტილი უფრო მომწონს.
ქეთი დინოშვილი

კავშირი ტეგთან: ეკა ამირეჯიბი
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში