asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უსაფრთხოების წესები, რომლებიც პატარებმა უნდა იცოდნენ
უსაფრთხოების წესები, რომლებიც პატარებმა უნდა იცოდნენ
უსაფრთხოების წესები, რომლებიც პატარებმა უნდა იცოდნენ

2011-05-05 16:19:59



აღმოჩნდა, რომ, როცა პატარები საფრთხის წინაშე მარტოები, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩებიან, იბნევიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ. მშობლის ვალია შვილის სწორად ინფორმირება და მისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრობლემა იმდენად აქტუალური და პრიორიტეტულია, რომ სკოლებში სპეციალური საგანიც კი არსებობს, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს უხსნიან, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა საფრთხისა და საშიშროების დროს.
რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მშობლებმა ასეთი შემთხვევებისთვის შვილებს?!
ელექტრომოწყობილობები
ელექტრომოწყობილობებისადმი ინტერესით ბიჭები გამოირჩევიან. მშობლებმა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რათა ბავშვი ჩამრთველთან არ მიიპაროს და ესა თუ ის მოწყობილობა არ ჩართოს. სკოლის ასაკის ბიჭებს ფიზიკის სფერო აინტერესებთ და ხშირად უჩნდებათ სახიფათო ცდების ჩატარების სურვილი. აუცილებელია მათ განვუმარტოთ, რომ დენთან ხუმრობა დაუშვებელია, განსაკუთრებულად უნდა იფრთხილონ ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებულ სადენებთან. სტატისტიკურად დადგინდა, რომ ხანძრების უმრავლესობა სწორედ უყურადღებოდ მიტოვებული ელექტროსადენების გამო ჩნდება.
ხშირად პატარები ეზოში თამაშის დროს ვერ ამჩნევენ ხეებთან ახლოს გაჭიმულ სადენებს, ან მათ მიმართ ზედმეტ ინტერესს იჩენენ და ხელს ჰკიდებენ. ეს კი მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მშობლებმა შვილებს პატარა ასაკიდანვე ავუხსნათ დენის საშიშროება და ცალსახად ჩამოვუყალიბოთ მათთვის გასაგებ ენაზე უსაფრთხოების წესები.
ჭექა–ქუხილი
მართალია, წვიმისა და ჭექა–ქუხილის დროს ბავშვები ქუჩაში იშვიათად ხვდებიან, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენა გარკვეულ ხიფათს მაინც შეიცავს. პატარებს უნდა ავუხსნათ, რომ ჭექა–ქუხილის დროს არსებობს მეხის დაცემის ალბათობა და ვასწავლოთ, როგორ აარიდოს მას თავი. პირველ რიგში, თუ სახლში დაბრუნებას ვერ ასწრებს, თავი უნდა შეაფაროს უახლოეს შენობას, მაგალითად, მაღაზიას. არარეკომენდებულია ველოსიპედით სიარული, უნდა გათავისუფლდეს ლითონის საგნებისგან (სახიფათოა გაშლილი ქოლგაც კი), თუ ზღვის ან მდინარის სანაპიროზეა, არ ჩავიდეს წყალში, რადგან წყალი დენის კარგი გამტარია. და კიდევ, ჭექა–ქუხილის დროს არავითარ შემთხვევაში დადგეს მაღალი ხის ქვეშ.
თუ ასეთ ამინდში ბავშვი სახლში მარტოა, მან უნდა იცოდეს, რომ სასურველია გამორთოს ტელევიზორი, კომპიუტერი, დახუროს ფანჯრები, ასევე თავი შეიკავოს მობილური ტელეფონით საუბრისაგან.
ვერ აგნებს სახლს
ხშირად პატარები იკარგებიან და საკუთარ სახლს ვეღარ აგნებენ. როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი ასეთ დროს? მთავარია, არ დაიბნეს და არ შეეშინდეს. მშობლებმა ამ სიტუაციაში სწორად მოქმედება შვილებს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ, რადგან პატარების დაკარგვის შემთხვევები ძალიან ხშირია.
თუ ბავშვი მაღაზიაში დაიკარგა, უნდა იცოდეს, რომ მივიდეს სალაროსთან, სადაც მას დედიკო აუცილებლად იპოვის. თუ ის ქუჩაში ჩამოგრჩათ, უთხარით, რომ შევიდეს უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში, სადაც მას აუცილებლად დაეხმარებიან. შედარებით მოზრდილებმა ასეთ დროს დახმარებისთვის პოლიციას უნდა მიმართონ.
იშვიათობას არ წარმოადგენს პატარების დაკარგვა ტრანსპორტში, როცა დედიკო ჩავიდა, ის კი უყურადღებობის გამო დარჩა. ასეთი ვითარებისთვის მას წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ, რომ დარჩეს იმავე ტრანსპორტში და შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვიდეს, სადაც აუცილებლად მიაკითხავთ. თუ პირიქით მოხდა, პატარა ჩავიდა, უფროსი კი გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტში დარჩა, უნდა დაგელოდოთ გაჩერებაზე და იქიდან ფეხი არ მოიცვალოს. ასე დედიკოს ეცოდინება, სად მოძებნოს.
ფრთხილად, ხანძარი!
სამწუხაროდ, ხანძრები იშვიათობას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ პატარებს ძალიან უყვართ ასანთით თუ სანთებელათი თამაში. მშობლებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, რათა ასეთი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ დაგვრჩეს. გარდა ამისა, უნდა ავუხსნათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარმა, რამდენად სახიფათოა ის როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისათვის.
ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მაინც მოხდა ასეთი უსიამოვნება, პირველ რიგში, სახანძროში უნდა დავრეკოთ. პატარამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ხანძრის დროს ფანჯარასთან ახლოს დადგეს, რათა მეხანძრეებმა ის ადვილად გამოიყვანონ ალმოდებული ბინიდან.
ხანძრის დროს არ შეიძლება ლიფტით სარგებლობა; სახიფათოა კვამლის ჩასუნთქვა, ამიტომ პირით კი არა, ცხვირით ისუნთქოს ან მაქსიმალურად შეიკავოს სუნთქვა.
ეს ის მინიმალური წესებია, რომელთა ცოდნაც ყველა პატარასთვის აუცილებელია და მათი შვილებამდე სწორად მიტანა ყველა მშობლის ვალია, ისევ და ისევ ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის.
მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online