დევნილ ბავშვებს სააღდგომო ფესტივალი მოუწყვეს
დევნილ ბავშვებს სააღდგომო ფესტივალი მოუწყვეს
21 აპრილს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ყოველწლიურ საქველმოქმედო პროექტ "სააღდგომო ფესტივალს" წელს "მულტი–პულტის" საბავშვო გასართობმა ცენტრმა უმასპინძლა. დევნილმა ბავშვებმა და ზაალ სულაკაურის საბავშვო–სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა "მულტი–პულტის" ზღაპრის გმირებთან ერთად მოხატეს სააღდგომო კვერცხები, შექმნეს სხვადასხვა სადღესასწაულო კომპოზიციები, ანსამბლ "გვირილას" სოლისტებმა კი საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. ისეთი მხიარულება იყო, რომ ბავშვებზე მეტად უფროსები გაერთნენ. ცეკვა, სიმღერა, გართობა, სიცილი... ყველა კარგ ხასიათზე იყო. ორგანიზატორებმა ნამდვილად შეძლეს, ბავშვებისთვის ერთი ლამაზი დღე ეჩუქებინათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ღონისძიება შედგა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა გეგიძემ გვითხრა, რომ მოლოდინმა გაამართლა და ძალიან კმაყოფილია.
– ჩვენი აქცია საქველმოქმედოა. დღეს სტუმრად აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები გვყავს. ისინი სააღდგომოდ კვერცხებს ხატავენ. მათთვის იმართება კონცერტი, რომელიც, როგორც თქვენ ხედავთ, ძალიან მოსწონთ. "პროფილმა" ეს ფესტივალი უკვე ტრადიციად აქცია და ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ბავშვებს ერთ არაჩვეულებრივ დღეს ჩუქნის. ძალიან მიხარია, ბავშვებს ასეთ კარგ ხასიათზე რომ ვხედავ, – გვითხრა ქალბატონმა მანანამ.
– მესამე წელია, რაც ჩვენი სტუდია ამ ფესტივალში მონაწილეობს. შეხედეთ ბავშვებს, როგორ ხალისობენ, როგორი ბედნიერები არიან. ამისთვის ხომ ყველაფერი ღირს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებს ბედნიერება მივანიჭოთ. ალბათ ამაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებდით, – სიხარულს ვერ მალავდა ზაალ სულაკაური.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში