ალაზანს იქით დარჩენილი "გურჯისტანი"
ალაზანს იქით დარჩენილი "გურჯისტანი"
წვიმების და მთაში თოვლის დნობის გამო კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონიდან ფერმერებმა აცნობეს, ადიდებულმა მდინარემ 1 ჰექტრამდე მიწა წაიღო. მათივე თქმით, მდინარე განსაკუთრებულ საფრთხეს ერთ–ერთ მეანდრას უქმნის, რომელიც დაახლოებით 15 ჰექტარს მოიცავს. მეანდრის გარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს დარჩება.
– ალაზანი ყოველწლიურად ზემოთ იწევს და ტერიტორიები მიაქვს. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ინტენსიურად წვიმს ხოლმე, დღეში თითქმის 25–30 მეტრ მიწას გლეჯს. ხუთი წლის წინ, ალაზანი იმ ტყის ადგილზე მოდიოდა. როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ამჟამად 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, სოფელ ანაგის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეისათვის კი მხოლოდ 30 მეტრია დარჩენილი. ორი ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მდინარის გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ჩვენ, ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოს მხარეს ალაზანი ნაპირებს ამჟამადაც ინტენსიურად რეცხავს. მდინარე საფრთხეს კიდევ ერთ მეანდრას (ყურეს) უქმნის, – ამბობს ფერმერი ნინო ფხოველიშვილი.
მისივე თქმით, მდინარე ნაპირებს აზერბაიჯანის მხარესაც აზიანებს, მაგრამ ნგრევის საწინააღმდეგოდ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ნაპირებს ამაგრებს. ლოდებს, ქვებს ყრიან. კალაპოტს მიმართულებას აძლევენ. ერთ დღეში შეიძლება ასი მანქანა ქვა დაცალონ. ფაქტია, რომ ინტენსიურად ამაგრებენ ტერიტორიებს. დაახლოებით 6 წლის წინ, აზერბაიჯანის მხარეს ერთ–ერთ ყურეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნაპირები გაამაგრა და 70 ჰექტრამდე ტერიტორია შეინარჩუნა. ამავე პერიოდში, ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს კიდევ ერთ ყურეს შეუქმნა საფრთხე. მდინარემ მეანდრა გაარღვია და 45 ჰექტარი კალაპოტს აქეთ, საქართველოს მხარეს დატოვა. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს კუნძული შეინარჩუნა. მათ ხიდი გააკეთეს და ამ ხიდის მეშვეობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ალაზანს აქეთ დარჩენილ ტერიტორიას დღემდე აკონტროლებენ, აზერბაიჯანს კი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.
მდინარე ალაზანი საქართველოს მხარეს ნაპირებს რამდენიმე წელია რეცხავს და ანგრევს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მონაცემებით, ეროზიის შედეგად, ალაზნის პირას სახნავ–სათესი მიწების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ცოტა ხნის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ასოციაციის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა. ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს ფართობი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეროზიის პრობლემა მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეულ კილომეტრ მანძილზე გასდევს და მისი აღმოფხვრა არსებული ბიუჯეტის პირობებში წარმოუდგენელია.
– მდინარე ალაზნის აღნიშნულ ნაპირებზე 2010 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარებულა. ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პრიორიტეტი მიენიჭა მდინარეთა ნაპირების დაცვას დასახლებულ ადგილებში. ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი მეანდრების ყელის მდგრადობის შენარჩუნებაა, რაც აგვაცილებს მეანდრების მარჯვენა ნაპირიდან მოწყვეტას და საზღვრის დადგენის საკითხში გაუგებრობებს. ამასთან, პრობლემა აქვს ჯუმასყურესაც, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზეა. საჭიროა შევიწროვებული გადასასვლელების დაჯავშნა ხისტი საფარით და ფსევდოკარსტული ღრმულების შევსება ხსნარებით, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ალხაზაშვილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება 2011 წელს დაგეგმილი არ არის.

კავშირი ტეგთან: ალაზანი
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში