როგორ აღნიშნავენ ბზობას და აღდგომას ევროპაში

აღდგომა ევროპაშიც განსაკუთრებული მოვლენაა. მაშინ, როცა ქართველები წითლად შეღებილი კვერცხებითა და პასკით ქრისტეს აღდგომას აღვნიშნავთ, ევროპაში აღდგომის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია კურდღელი იქცა, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს. გაგაცნობთ, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა კულტურაში.
დავიწყოთ ბზობით. დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ბზობას ვუწოდებთ, შვეიცარიაში "ზეთისხილის" დღესასწაული, ხოლო იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში "პალმის" კვირა ჰქვია. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხალხში დიდი ხანია გავრცელებულია შეხედულება, რომლის თანახმადაც, ნაკურთხ ტოტებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და ის ადამიანს ავი თვალისგან იცავს. მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაეცვათ. ნაკურთხ ტოტებს მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნადაც ჩუქნიან ერთმანეთს.
ძველად ავსტრიაში ტაძარში ერთ მეტრამდე სიმაღლის ჯოხებით დადიოდნენ. ჯოხები მორთული იყო ლენტებით, თხილით, ვაშლებით. საფრანგეთში, სადაც ბზობას "ყვავილოვანÔ კვირას" უწოდებენ, ხეებსაც რთავენ, ხოლო ესპანეთში კი იხსნება ე. წ. ტოტების დახლები. ნაკურთხ ტოტებს აჭედებენ ხშირად სახლის კედლებზე, ინახავენ სახლში. უნგრეთში სჯერათ, რომ ამის შემდეგ სახლს არ ეკარებიან გველები და ბაყაყები. რუმინეთში კი, ტოტებს სახლის გარეთ აჭედებენ, სახლში მათი შეტანა კატეგორიულად აკრძალულია, მათთვის ეს ცუდის ნიშანია. ევროპის ქვეყნებში ვნების კვირა, როგორც წესი ძალზე წყნარია. ყველაზე სევდიანი დღე პარასკევია, ამ დღეს ზარის რეკვაც წყდება. ბელგიასა და ნიდერლანდში არ არის სასურველი მუშაობა დურგლებისა და მჭედლებისთვის, ხოლო მეზღვაურთათვის – ზღვაში გასვლა. სამაგიეროდ, სასურველია ხეხილის მორწყვა, რათა კარგი მოსავალი იყოს. ამ დროს უნგრეთში მიღებული არ არის საშინაო საქმეების კეთება, ზოგჯერ ქალები თმებსაც კი არ ივარცხნიან, სამაგიეროდ, სასურველია ბაღში საქმიანობა, მაგალითად, თესვა. გერმანიაში ამას აკეთებენ ხუთშაბთს, სადაც ამ დღეს "მწვანეს" უწოდებენ. პარასკევს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაქუჩისა და ლურსმნის ხელში აღება. შაბათი გერმანიაში დალაგების დღეა, კიოლნში ამ დღეს "იუდას გამოხვეტვასაც" უწოდებენ.
ბულგარეთში ხუთშაბათს აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს, ჩეხეთში ამ დღეს მწვანე ფერის საჭმელებს მიირთმევენ. სერბეთში კი უპირატესობა ეძლევა ჭინჭარს ჯანმრთელობისთვის. ამ დროს იქ მიღებული არ არის თმის დავარცხნა და დაბანა.
სკანდინავიის ქვეყნებში კი პირიქით, ხუთშაბათი იწოდება "სუფთად". ამ დღეს ბანაობენ და რეცხავენ სარეცხს, ნათლავენ შინაურ ცხოველებსა და პირუტყვს. შაბათს კი, ცივ წყალში ბანაობენ – "მავნე ფიქრების გასადევნად". პარასკევი აქ ყველაზე მძიმე სამუშაო დღედ ითვლება, შაბათი კი ყველაზე მხიარული დღეა, როცა ხალხი აჩვენებს, რომ მზად არიან ზეიმისთვის. ყველაზე წყნარად იქცევიან ფინელები, ისინი ცდილობენ, მთელი კვირა არ იცინონ და არ უსტვინონ. დიდ ბრიტანეთში არ არის მიღებული პარასკევს რეცხვა, რასაც, მათი აზრით, უბედურება მოაქვს. სლოვენიასა და ხორვატიაში არ უხარიათ პარასკევს სტუმრის მიღება, რადგან, მათი რწმენით, მას უბედურება მოაქვს. რუმინეთში პარასკევს მიღებულია მხოლოდ სააღდგომო ნამცხვრის გამოცხობა და კვერცხების შეღებვა. ჩეხეთში ქუჩაში ჩხაკუნით "აშინებენ იუდას". ესპანეთში ვნების კვირას მიღებულია მთელი კვირის განმავლობაში რელიგიური წარმოდგენების გამართვა, საკმაოდ გავრცელებულია ასევე საგალობლები. იტალიაში შაბათს შუადღეს იწყებენ ზარების რეკვას. ამას ეწოდება გლორია. ითვლება, რომ ამ დროს დაწყებული ყველა წამოწყება წარმატებულია, ამიტომ ხშირად დედები ბავშვებს ამ დღეს ასწავლიან სიარულს. ცრუმორწმუნე იტალიელები დაკავებულები არიან სახლიდან მწერების გაყრით. ამ დღეს ისინი ხშირად ულოცავენ მწერებს. შაბათს ევროპის ქვეყნებში უკვე საზეიმო განწყობაა. ბელგიასა და ნიდერლანდში სახლიდან ცოცხით "აშინებენ" სამარხვო დროს და ეპატიჟებიან სააღდგომოს.
აღდგომის დღესასწაული
გერმანიაში ეს ტრადიცია ძალიან პოპულარულია, ამ ქვეყანაში სადღესასწაულოდ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს ამზადებენ. ქუჩებში დადიან ამ ცხოველის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომელთაც კალათებში შოკოლადის კვერცხები უწყვიათ. სააღდგომო კურდღლის სიმბოლიკას სხვადასხვა ახსნა აქვს. ერთ–ერთი ვერსიით, იგი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთ უწთეკუ–სთან, რომლის ატრიბუტებსაც წარმოადგენს კვერცხი და კურდღელი. საგულისხმოა, რომ გერმანულად აღდგომას წთეუკტ–ი ჰქვია. დღესასწაულს გერმანელები ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. საზეიმო სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც სააღდგომო კურდღლმა დაუმალა, დღის მეორე ნახევარში კი, სტუმრად მიდიან ან თავად იღებენ მეგობრებსა და ნათესავებს.
ავსტრალიაში შოკოლადის ან შაქრის კვერცხებს ამზადებენ, რომელთაც კურდღლის ან გადაშენების პირას მისული ავსტრალიური ცხოველის – ბილბის ფორმა აქვს. მათი სააღდგომო მენიუ ცხვრის, შემწვარი ღორის ან ქათმისგან შედგება. გარნირად კარტოფილის, გოგრის, ლობიოსა და ბარდის კერძებს მიირთმევენ. დესერტად აქვთ ტრადიციული ავსტრალიური სააღდგომო ტკბილეული – ხილით გაფორმებული ბეზეს ტორტი. ძალიან პოპულარულია ტკბილი ცხელი ფუნთუშები, რომელსაც ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ შეექცევიან.
შვედეთში სააღდგომოდ სახლებს ყვავილებით რთავენ, კუთხეებში კი ფერადი ბუმბულით გაფორმებულ ყვითელ წიწილებს დგამენ. სააღდგომო კვერცხს მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც კანფეტებია ჩალაგებული. სადღესასწაულო სუფრა საშობაო სუფრის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭარბობს ტკბილეული.
პოლონეთში კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, ამზადებენ ხაჭოს პასკებს, რომელთაც ნუშით, ცუკატებითა და ხმელი ხილით აფორმებენ. სადღესასწაულო მენიუშია ასევე სააღდგომო ტორტი, რომელიც 3–4 დღით ადრე ცხვება. მისი ცომი ძალიან ფხვიერია და კრემით გასაჟღენთად დიდი დრო სჭირდება.
იტალიაში იტალიურ კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან, თზგქფტეუ–სა და ქწთსფეწ–სთან ერთად მიირთმევენ.
ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს გარშემო სხვადასხვაფრად შეღებილ კვერცხებს ულაგებენ და მოგვიანებით მათი მიჭახუნებით ირთობენ თავს.
ამერიკაში აღდგომის დღეს აუცილებლად ესწრებიან სადღესასწაულო მსახურებას, შემდეგ კი სუფრასთან ინაცვლებენ. ტრადიციული სააღდგომო მენიუ ასეთია: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილისა და ბოსტნეულის სალათით. სააღდგომო კურდღელს ბავშვებისთვის საჩუქრებიც მოაქვს, ძირითადად, კვერცხის, შოკოლადისა და კანფეტების სახით.
თეონა მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: აღდგომა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში