ბრაზილიური სული ატლანტის სანაპიროზე
სალვადორ დე ბაია – ბრაზილიური სული ატლანტის სანაპიროზე
სალვადორი ბრაზილიაში სიდიდით მესამე ქალაქია. მისი სრული სახელწოდებაა სალვადორ დე ბაია, რაც წმინდა მაცხოვარს ნიშნავს. ქალაქი ბრაზილიის უღარიბეს, ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სალვადორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შავკანიანია და ისტორიულ წარსულში რასობრივ დისკრიმინაციას განიცდიდა. ქალაქის ისტორიული ცენტრი თავისი კოლონიური არქიტექტურით იუნესკო–ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.
მცირე რამ ისტორიიდან
ქალაქი პორტუგალიელმა კოლონისტებმა დააარსეს და თავიდანვე აქციეს ბრაზილიის ერთ–ერთ ცენტრად. 1552 წლიდან დღემდე ბრაზილიის საეპისკოპოსო ცენტრია, ხოლო 1762 წლამდე იგი კოლონიის დედაქალაქს წარმოადგენდა. სალვადორი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ–ერთი ცენტრი იყო და რამდენჯერმე განიცადა პორტუგალიის ჯარების შეტევა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქის განვითარება შედარებით შეფერხდა და მისი როლიც დაკნინდა ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა სალვადორი მაინც ითვლება ბრაზილიის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრად.
კლიმატი
სალვადორისათვის ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი ცხელი და ტენიანი ზაფხულით და თბილი, მშრალი ზამთრით. ზაფხულში ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს, ხოლო ზამთარში ჰაერი 20 გრადუსამდე თბება. ყველაზე მშრალი თვე თებერვალია, ყველაზე წვიმიანი – მაისი. სალვადორში დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი ივნისია. წვიმების დროს გზებზე დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
ენა
სალვადორის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ოფიციალურ ენად პორტუგალიურია გამოცხადებული. სახელმწიფო ენის შემდეგ პოპულარობით ესპანური სარგებლობს. რაც შეეხება ინგლისურს, მას ნებისმიერი ადგილობრივი ახალგაზრდა კარგად ფლობს. სალვადორში ფრანგულად მოსაუბრესაც მრავლად შეხვდებით.
ფული
რეალი ბრაზილიის ოფიციალური ვალუტაა. 2,04 რეალი 1 დოლარის ეკვივალენტია. ამერიკულ დოლართან ერთად ქალაქში ევროთიც ისარგებლებთ. დახეული ან გაცრეცილი ფული ხურდაში არ აიღოთ. თუ მაინც შემოგაპარეს, შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკს მიმართოთ, სადაც გაცვლაზე უარს არ გეტყვიან.
გადაადგილება
სალვადორში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ თვითმფრინავი ყველაზე პრაქტიკულია. საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე მისვლას ძირითადად ტაქსით მოახერხებთ და 20–40 რეალის გადახდა მოგიწევთ. მეზობელი ქვეყნებიდან თუ ქალაქებიდან სალვადორში ჩასვლა ავტობუსით ან სულაც საკუთარი ავტომანქანით შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ თუ სალვადორში გემით ჩახვალთ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
ქალაქში ავტობუსი ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს წარმოადგენს. მისი ფასი 2 რეალია.
ქალაქში მრავლადაა ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი გზები. ასე რომ, ველოსიპედი ერთ–ერთ პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. რაც შეეხება ტაქსებს, გირჩევთ, არჩევანი ყვითელ სახელმწიფო ტაქსებზე შეაჩეროთ.
თუ სალვადორში მოგზაურობისას მართვის მოწმობა თან გექნებათ და ამავდროულად გამოცდილი მძღოლიც ბრძანდებით, მანქანის დაქირავება საუკეთესო გამოსავალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ იზოლირებული ადგილების დათვალიერებას გეგმავთ.
სამზარეულო
ბრაზილიური სამზარეულო, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში, მრავალფეროვანია. არ არის გასაკვირი, რომ ბრაზილიურმა სამზარეულომ 500 წლის მანძილზე აფრიკული, ინდური და ფრანგული კერძებიც გაითავისა. ტრადიციული საჭმელების უმრავლესობა ხორცითა და ბრინჯით მზადდება. მათგან აღსანიშნავია ფეიხოადა, რომელსაც ძროხის, ღორის ხორცისა და ლობიოს მარცვლებისაგან ამზადებენ. ამ კერძს აუცილებლად ბრინჯთან ერთად მოგართმევენ. გაითვალისწინეთ, რომ ფეიხოადას ყველა რესტორანში და ყველა დღეს ვერ დააგემოვნებთ, ის საკმაოდ მძიმე საჭმელია და მხოლოდ ოთხშაბათობითა და შაბათობით ამზადებენ.
რა თქმა უნდა, სალვადორში ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებულ უგემრიელეს კერძებსაც აღმოაჩენთ. ამისათვის გირჩევთ, სანაპიროზე ჩამწკრივებულ ბარ–რესტორნებს ესტუმროთ.
ქალაქში მრავლადაა სწრაფი კვების ობიექტები, სადაც დანაყრებას 1 რეალად შეძლებთ. ლორისა და ყველის სენდვიჩს – მისტრო ქუენტეს, 2 რეალზე ნაკლებად ვერსად შეიძენთ.
როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში, ბრაზილიური პიცა დიდი პოპულარობით სარგებლობს. არ არის რეკომენდებული ონკანის წყლის დალევა, ამიტომ ყოველ ნაბიჯზე იყიდება გაფილტრული წყალი.
რა თქმა უნდა, სალვადორში ყავა ყველაზე მოხმარებადია სასმელებს შორის. იქაური ყავის გემოს ვერაფერი შეედრება. წლებია პირველობას არ თმობს ლიქიორი "კაჩაკა". ადგილობრივებს ძალიან უყვართ ლუდი, რაც აშკარად გერმანელი ემიგრანტების დამსახურებაა. ქვეყნის ნებისმიერი ქალაქის მსგავსად, სალვადორშიც ღვინო ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ღვინოებს შორის "რიო გრანდე დო სული" ყველაზე პოპულარულია.
ღირსშესანიშნაობები
სალვადორი დიდი კულტურის მქონე ქალაქია. ის მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. პირველი, რაც თვალში გეცემათ, ეს ქალაქის ისტორიული ცენტრია, სადაც თავმოყრილია მე–17–19 საუკუნეებში აგებული შენობა–ნაგებობანი. მათგან ყველაზე თვალშისაცემია მე–17 საუკუნით დათარიღებული მთავრობის სასახლე. შენობა საოცრად ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა.
ისტორიულ ცენტრში, ისტორიულ მონუმენტებთან ერთად განთავსებულია რესტორნები, კაფე–ბარები, კლუბები. იქვე იმართება მუსიკალური წარმოდგენები და ფესტივალები. კულტურული ძეგლებიდან ასევე აღსანიშნავია ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და გალერეა.
ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს მზის ჩასვლა ატლანტის ოკეანეში. მზის აბაზანებისა და გარუჯვის მოყვარულებს გირჩევთ, პორტო დე ბარასა და ფაროლ დე ბარას პლაჟებს ეწვიოთ. თითოეული მათგანი 50 კილომეტრი სიგრძისაა.
ქალაქში მცენარეულ საფარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეროვნული პარკი ქალაქის შუაგულშია. იქვეა ზოოპარკიც. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია მაღაზიები, სადაც უამრავი სუვენირი იყიდება.
ბრაზილიაში ღამის ცხოვრებაც ძალიან აქტიურია, რისთვისაც ისევ და ისევ ქალაქის ისტორიულ ცენტრს უნდა ეწვიოთ.
უსაფრთხოების წესები
კრიმინალური თვალსაზრისით, სალვადორი, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით, დაცულია, თუმცა ტურისტულ სეზონზე დანაშაული მატულობს, ამიტომ გარეუბნებშიც და ცენტრშიც ღამით მარტო სიარულს ერიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბრაზილიელები საოცრად გულღია ხალხია. ისინი ხმამაღლა საუბრობენ კორუფციაზე, მაგრამ თქვენ ამის ნებას არაფრით მოგცემენ, შეიძლება თავი ციხეშიც კი გიკრან.
ადგილობრივებს ძალიან უყვართ ალკოჰოლი და ნასვამ მდგომარეობაში ქუჩებში ხეტიალი, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და გამოლაპარაკების შემთხვევაში არ აჰყვეთ. არარეკომენდებულია ძვირფასი საიუველირო ნაწარმის ტარება. უცნობ ადამიანებს ნუ დათანხმდებით მიწვევაზე და ნუ დატოვებთ ფულს, ფოტო და ვიდეოაპარატურას სასტუმროს ნომერში. უცხოელებისთვის ბრაზილიური საკვები საკმაოდ ცხარეა, ამიტომ გირჩევთ, მას ეტაპობრივად მიეჩვიოთ.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ბრაზილია;
ფართობი – 706 კვ.კმ;
მოსახლეობა – 2.998.096;
ოფიციალური ენა – პორტუგალიური;
ვალუტა – რეალი.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: სანაპირო

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში