მარინა გუნიას ფუფუნებანი
თემურ ჭყონიას ცოლი მოდაში დაბრუნდა
ცნობილი ბიზნესმენის, თემურ ჭყონიას ცოლი, მარინა გუნია, მოდის სფეროს დაუბრუნდა. ქალიშვილის, სოფო ჭყონიას დახმარებით ქალთა ფონდი აღადგინა და მარტის ბოლოს დიზაინერთა კონკურსი "ბი ნექსთი" ჩაატარა. მანამდე კი კიდევ ერთ, რთულ საქმეს შეუდგა. ქობულეთში მაღალი კლასის სასტუმროს აშენება მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც ქმარმა რამდენიმე წლის წინ უსიტყვოდ და უთქმელად აუსრულა და ქალბატონი მარინაც სასტუმროს მართვას დიდი აზარტით შეუდგა. თავის მოვლის პროცედურებსაც თავადაც ძირითადად იქ იტარებს სპა სალონსა და მასაჟის კაბინეტში.
საკუთარი ცხოვრების სტილზე, ბედნიერებაზე, ფუფუნებასა და საქმიანობაზე მარინა გუნია "სარკეში" საუბრობს.
– ქალბატონო მარინა, პირადად თქვენთვის რა არის გემოვნების განმსაზღვრელი?
– ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ზომიერება შინაგან კულტურაშიც, ქცევებშიც და ჩაცმულობაშიც. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც თვალში ძალიან გხვდებიან და ზედმეტად იქცევენ ყურადღებაას. თუ სიტუაცია არ მოითხოვს, არც ექსტრავაგანტულობის მიმართ ვარ კეთილგანწყობილი. მე ყოველთვის და ყველაფერში ზომიერებას ვიცავ.
– როგორია თქვენი საზღვრები ჩაცმულობაში?
– ვცდილობ, ყოველთვის ის ჩავიცვა, რაც მიხდება. საშინლად არ მომწონს შეუსაბამობა და სულ ვცდილობ, ისე შევიმოსო, რომ სასაცილო არ ვიყო.
– თქვენი შვილი სოფო ჭყონია ყოველთვის გამოირჩეოდა ექსტრავაგანტული და თამამი ჩაცმულობით. თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა ექსპერიმენტული ეტაპი თუნდაც ჩაცმულობაში?
– არა, ჩემს ყველაზე დიდ ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს ძალიან მოკლე კაბები, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში ერთი პერიოდი მოდაში იყო და მეც ვიცვამდი. ამით გამორჩეული არ ვყოფილვარ, რადგან მოდის გამო მოკლე კაბას ბევრი იცვამდა. თბილისში თითით საჩვენებელი ჩამცმელი არასოდეს ვიყავი.
– სოფოს გემოვნებაზე თქვენმა სტილმა რაიმე გავლენა მოახდინა?
– სოფოს მიმართ მეც იგივე დამოკიდებულება მქონდა, როგორიც ყველა ჩვეულებრივ დედას აქვს შვილთან. სოფოს პიროვნებაზე გაცილებით მეტი გავლენა მოახდინა სწავლამ. ის ჯერ ამერიკაში სწავლობდა 5 წელი, მერე გერმანიასა და საფრანგეთში. სოფოსთან ურთიერთობაში პრობლემები არასოდეს მქონია. ყოველთვის ისე იცვამდა, რომ მშობლების მოწონებასაც იმსახურებდა.
– მოდის ტენდენციებს მუდმივად ადევნებთ თვალს?
– ახლა ყველაფერი მარტივია. ჩემს ახალგაზრდობაში კი ძალიან რთული იყო, გაგეგო, რა იყო მოდაში აქტუალური. ინფორმაციას ძირითადად საზღვარგარეთული ფილმებიდან ვიღებდით. თუ ვინმე მოახერხებდა საზღვარგარეთ წასვლას, მას ჩამოჰქონდა ჟურნალები, ინფორმაცია. მიუხედავად ამდენი სირთულისა, საბჭოთა კავშირში ქართველ ქალებს მაინც ყველაზე გამორჩეულად და გემოვნებით ეცვათ. ჩვენს თაობას და ალბათ ზოგადად ქართველ ქალს, უფრო მეტი ინტერესი ჰქონდა, მოდური ტენდენციების შესახებ გაეგო. გვქონდა საშუალება, რომ დასავლელი, ევროპელი ქალებისთვის ჩაცმულობაში მიგვებაძა. არსებობდა ე.წ.შავი ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ისეთივე რამ იყო, როგორც დღეს მოდური "ბუტიკებია" ახალგაზრდებისთვის.
– საბედნიეროდ, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა კარგი და მოდური ტანსაცმლის შოვნა პრობლემა იყო, არა?
– არა, ის დრო ჯობდა, როდესაც რეალურად ჩანდა, ვის რა ეცვა. თუ ვინმე მოახერხებდა და იყიდდა ძალიან მოდურ და ლამაზ კაბას, ის მთელ თბილისში ჩანდა. ახლა კი ყოველ მეორეს გამორჩეული კაბა აცვია და აზარტიც ნაკლებია.
– დროთა განმავლობაში ჩაცმულობის მიმართ დამოკიდებულება, გემოვნება შეგეცვალათ?
– ახლა ჩემი ჩაცმულობა იმაზეა დამოკიდებული, როგორია ჩემი წონა. საერთოდ კლასიკური სტილის მიყვარს. წონას კი ტანსაცმლის ფერითა და სტილით ვნიღბავ. შავი ფერი ძალიან მიყვარს. აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ ქართველების საყვარელი ფერი არ არის. მოდის კვირეულზე ფრანგი სტუმრები გვყავდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინიც შავი ფერის ერთგულები არიან. შავი ფერის ტანსაცმელში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ფერი თავდაჯერებულობას და სითამამეს მმატებს.
– ქართველი დიზაინერების ხშირი კლიენტი ხართ?
– არა, მე უფრო ხშირად მზა ტანსაცმელს ვყიდულობ. სამწუხაროდ, ქართველ დიზაინერებთან არაფერი შემიკერავს. ჩემი შვილიშვილისთვის კი მათ ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ.
– თავად რატომ არ გიყვართ ქართველ დიზაინერებთან ურთიერთობა?
– ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ქართველი დიზაინერები ძირითადად გოგონებზე მუშაობენ, მათთვის ქმნიან კოლექციებს.
– რა დროს დგებით გარდერობის განახლების განწყობაზე?
– როდესაც აქტიურად ვარ დაკავებული. მაგალითად, ახლა, მარტში, ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი "ბი ნექსთი" ჩავატარეთ და ამიტომ მომიწია, გარდერობის განახლებაზე მეზრუნა. როცა არაფერს აკეთებ და მხოლოდ სახლში გინდა ყოფნა, მაშინ არც ახალ კაბაზე ფიქრობ.
– გასული საუკუნის 90–იან წლებში თქვენ ერთ–ერთმა პირველმა ჩაატარეთ თბილისში მოდის კვირეულის მსგავსი ღონისძიება, რომელსაც "რუსკი სილუეტი" ერქვა. სწორედ ამ კონკურსზე აღმოაჩინეთ დიზაინერი ნინო ჩუბინიძე. შეიძლება ითქვას ქართული მოდის სამყაროში პირველი ჩაერთეთ, მაგრამ მოგვიანებით გაქრით ამ სფეროდან.
– ყველა ის დიზაინერი, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან – ჩუბინიძე, ამირეჯიბი, ქებურია, ფანცულაია, ელოშვილი – თავის დროზე ჩვენი კონკურსის აღმოჩენები იყვნენ. ეს ბიზნესი არ ყოფილა. ეს იყო ქალთა საქველმოქმედო კლუბი. 2001 წელს, ტატიანა მიხალკოვას ინიციატივით, თბილისში ჩავატარეთ ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი. 6 წლის განმავლობაში ქართველ დიზაინერებს საშუალებას ვაძლევდით, თავი წარმოეჩინათ და გამოეყენებინათ შანსი, პროფესიულად გაზრდილიყვნენ, წასულიყვნენ მოსკოვში და კვალიფიკაცია აემაღლებინათ. 2006 წლიდან კი მოსკოვთან მიმოსვლა შეწყდა და ეს საქმეც შეჩერდა. ქართულ მოდაშიც გარკვეული ჩავარდნა იყო. ჩვენი კლუბიც დაიშალა, მაგრამ ერთი თვის წინ კლუბი აღვადგინეთ და კონკურსიც ჩავატარეთ. ჩვენ ვცდილობთ, ნიჭიერ ახალგაზრდებს დავეხმაროთ. კონკურსში ორი გამარჯვებული სტაჟირებას პარიზში გაივლის, ერთი გოგონა კი იტალიაში მიემგზავრება. ჟიურის უცხოელ წევრებს ანუკა ქებურია ძალიან მოეწონათ, მაგრამ ის შემდგარი დიზაინერია და ჩვენი აღმოჩენა არ სჭირდება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ისაა, რომ პარიზში ანუკას გავაპიარებთო. რჩევაც მისცეს, ისე არაჩვეულებრივად ამუშავებ ტყავს, რომ კარგი იქნება, თუ ტყავის ტანსაცმელზეც იზრუნებო. ჟიურის თავმჯდომარე დონალდ პუმპი იყო, რომელიც 25 წლის განმავლობაში გოტიეს მოდის სახლს ხელმძღვანელობდა. გარკვეული პერიოდი უნგაროს მრჩეველიც იყო. ის თბილისიდან აღფრთოვანებული წავიდა. თქვა, ყველა კოლექციაში ჩემთვის საინტერესო ნიუანსები ვნახეო. ამ საქმეში სოფო ძალიან მეხმარება.
– როგორია შვილთან ერთად საქმის კეთება?
– გადასარევი! სოფო საქმეში ისეთი პარტნიორია, რომ შეგიძლია მთლიანად ენდო.
– ამ ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებით. რითია ეს გამოწვეული?
– ამის დრო ნაკლებად მაქვს. ქობულეთში ჩვენი სასტუმროს მართვამ ისე გამიტაცა, რომ ძირითადად სულ იქით ვარ. ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს სასტუმრო ისეთი გამხდარიყო, რომელიც მე მომეწონებოდა. მომსახურე პერსონალი მთლიანად ადგილობრივია, მაგრამ ჩვენი სერვისი უცხოელებსაც კი აკვირვებთ. სასტუმროს გენერალური მენეჯერები მე და თემური ვართ. მთელი ზაფხულის განმავლობაში იქ ვიყავი, შაბათ–კვირას თემური ჩამოდიოდა და ამ დროს მე ვისვენებდი. სხვა დღეებში კი მმართველის ფუნქცია საკუთარ თავზე მქონდა აღებული.
– სასტუმროს აშენება თქვენი იდეა იყო?
– ყოველთვის მინდოდა, საკუთარი სასტუმრო მქონოდა, თუმცა ქობულეთში მიწა თემურმა თავისი ინიციატივით იყიდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ეს სურვილი იცოდა და ამიტომაც გადაწყვიტა, სასტუმროს მშენებლობა დაეწყო.
– როგორი მმართველი ხართ? სიმკაცრეს ხომ არ იჩენთ?
– საერთოდ არ ვარ მკაცრი. ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა ის შედეგი, რომელიც მიიღწევა არა სიმკაცრით, არამედ ადამიანური გაგებით. ყვირილით და შიშით მიღწეული შედეგი სტაბილური არ იქნება.
– ბევრი ქალბატონი თქვენს ადგილას რომ ყოფილიყო, თავს არ შეიწუხებდა მუშაობით და მთლიანად ფუფუნებას მიეცემოდა.
– სასტუმროს მმართველობა რამდენჯერმე სხვას გადავაბარეთ, მაგრამ არ გაამართლა. ჩემთვის ფუფუნებაა ჩემი შვილიშვილები, შვილი და სასტუმრო.
– როგორ ახერხებთ, იყოთ კარგ ფორმაში?
– დიდი მადლობა, თუ თვლით, რომ კარგ ფორმაში ვარ. ამას დიდ დროს ნამდვილად არ ვუთმობ. ყოველთვის ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. როცა ქობულეთში, ჩემს სასტუმროში ვარ, მხოლოდ იქ ვახერხებ, გარეგნობაზე ვიზრუნო. საკუთარ თავს სპა და ინდური მასაჟებით ვანებივრებ. თბილისში კი ამის დრო არ მაქვს, მაგრამ ახლა კარგი გრაფიკი მაქვს, ყოველ შაბათ–კვირას ქობულეთში ვარ. შეიძლება ითქვას, ეს ორი დღე თან მმართველი ვარ და თანაც საკუთარ გარეგნობაზეც ვზრუნავ.
– ზემოთ ზედმეტი წონა ახსენეთ. ამ პრობლემას როგორ ებრძვით?
– სამწუხაროდ, მხოლოდ უჭმელობით. ყველა სხვა მეთოდი ჩემთან არ ამართლებს. მაქსიმალურად ნაკლები საკვები უნდა მივიღო, მაგრამ არც ისე გამიგოთ, რომ თუ რამე ძალიან მომინდა, ჩემს თავს უარს ვეტყვი. კარგად რომ გამოიყურებოდე, მხოლოდ კარგი სხეული და თავის მოვლა არ არის საკმარისი. ბედნიერება ყველაზე უკეთ აისახება გარეგნობაზე.
– ანუ ბედნიერი ხართ?
– რა არის ბედნიერება? ალბათ ის, რომ შენ გარშემო ყველა კარგადაა, აკეთებ იმას, რაც მოგწონს. მე კი ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს ჩემი სასტუმრო, სადაც ყველაფრით ვამაყობ; მაქვს ფონდი, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: მოდა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში