"სანამ წყალი არ დავასხით, მალხაზ გორგილაძე ვერ გავაღვიძეთ"
ვინ ასწავლის მარჯანიშვილის თეატრში ახალგაზრდა მსახიობებს დისციპლინას
39 წლიანი სტაჟით მარჯანიშვილის თეატრს ერთგულად ემსახურება ქალბატონი ნათელა შალიკაშვილი. მას ისეთი საპასუხისმგებლო საქმე აბარია, როგორიც ტექნიკური რეჟისორობაა. ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ამ ქალბატონისთვის თეატრი ყველაფერია. იქ მუშაობა ყველა პრობლემას და ტკივილს ავიწყებს. უყვარს ყველა ის სირთულეც კი, რაც მის პროფესიას ახლავს.
ნათელა შალიკაშვილი:
– მომავალ წელს აქ მუშაობის 40 წელი შემისრულდება, თუ, რა თქმა უნდა, სამსახურიდან არ დამითხოვეს. მე უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ სამართლიანი იქნება, ჩემს ადგილას სხვა თუ დაიკავებს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ჩემი ასაკის მიუხედავად, საქმეს მშვენივრად ვუძღვები. ცოტა ხნის წინ რეპეტიციაზეც ვამბობდი, რომ მარჯანიშვილის თეატრის კუთხეში როგორც კი შემოვუხვევ, სულ სხვა ხასიათზე ვდგები. კი არ მოვდივარ, მოვფრინავ და უნდა ნახოთ, როგორი შემოვვარდები ხოლმე თეატრში.
– როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი?
– განუსაზღვრელი. რეპეტიციებსაც გააჩნია, ხანდახან მთელი დღე ისეთი დატვირთულები ვართ, რომ გარეთ არც ვიხედებით. მით უმეტეს, თუ პრემიერისთვის ვემზადებით.
– რამდენი წლის ბრძანდებოდით, როცა თეატრში მოხვედით?
– 33 წლის ვიყავი. თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. თეატრში რომ მოვედი, პირდაპირ ტექნიკურ რეჟისორად დამნიშნეს. მას შემდეგ ასე ერთპიროვნულად ვუძღვები ამ საქმეს.
– როგორც ჩანს, თეატრი თქვენი ცხოვრებაა. ეს ოჯახური ტრადიციაც ხომ არ არის?
– ორი შვილი მყავს. უფროსი 50 წლის არის, უმცროსი – 45 წლის. ორივეს თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ცხოვრებაში მაინც სხვა გზას დაადგნენ. ერთი პერიოდი პანტომიმის თეატრში მამამისთან, ამირან შალიკაშვილთან (ქალბატონი ნათელას პირველი მეუღლე, თბილისის პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი – ავტ.) მუშაობდნენ. ახლა ჩემი შვილიშვილი მარიამ შალიკაშვილი აბარებს სამსახიობო ფაკულტეტზე და ვნახოთ, რა გამოვა.
– თეატრში უშუალოდ თქვენი კომპეტენცია რა არის, რა გაბარიათ?
– როგორც დირიჟორი არის მთელი ორკესტრის ბატონ–პატრონი, ისე მე ვარ ამათი პატრონი. რეჟისორი დგამს სპექტაკლს და დადგმულ სპექტაკლს გვაბარებს ჩვენ. შემდეგ ყველაფერზე ჩვენ ვზრუნავთ – დეკორაციაზე, კოსტიუმებზე, გრიმზე, განათებაზე, მუსიკაზე. მსახიობების დროულად გამოძახება ჩვენ გვევალება. აუცილებელია მაქსიმალური მობილიზება. პატარა ყურადღების მოდუნება და მაშინვე რაღაც ხარვეზი იპარება. ყოველთვის ვამოწმებთ, რომ სპექტაკლის დასაწყისისთვის ყველა ადგილზე იყოს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, სპექტაკლი იწყებოდა და გამნათებელი არ იყო ადგილზე. მის გარეშე კი ვერ დავიწყებდით. ამიტომ ჯერ კარგად უნდა შემოწმდეს, ყველას თავისი ადგილი უკავია თუ არა და მერე ვიწყებთ. როცა რეჟისორი რეპეტიციის დროს აცხადებს, მე განრიგს გამოვაკრავ ხოლმე, რომ მსახიობებმა ნახონ, ვინ როდის უნდა გამოცხადდეს.
– როცა დასი საზღვარგარეთ მიდის გასტროლებზე, თქვენც დაჰყვებით?
– რა თქმა უნდა. თუ ჩემი სპექტაკლი მიაქვთ, მეც მივდივარ, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ისეთი სპექტაკლები მაქვს, რომ აქ გვიწევს ჩვენება, გასტროლებზე არ გააქვთ. ჩემი სპექტაკლებია "ურიელ აკოსტა", "კაცია–ადამიანი?!, "სასიყვარულო ბარათები", "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"...
– ყველაზე დიდი შრომა რომელ სპექტაკლზე გასწიეთ?
– ძალიან ბევრი მსახიობია დაკავებული "ქაქუცა ჩოლოყაშვილში". ეს სპექტაკლი ისედაც რთულია და მსახიობების სიმრავლე კიდევ უფრო ართულებს. სცენაზე მსახიობების შესვლა–გასვლა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ძველი თაობის მსახიობებს გაფრთხილება არ სჭირდებათ, მაქსიმალურად მობილიზებულები არიან და ყველაფერი ზუსტად იციან. ცოტა რთულია ახალბედებთან მუშაობა და ეს არცაა გასაკვირი. რადიოთი ვაცხადებ ხოლმე, ვინ რა დროს უნდა შევიდეს სცენაზე.
– თქვენ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ მსახიობებთან და რეჟისორებთან. როგორები არიან ისინი თქვენთან და როგორები არიან რეპეტიციის დროს?
– მართლა არაჩვეულებრივები არიან. რეჟისორები მსახიობების ყველანაირ მდგომარეობაში შედიან და ყველაფერს ითვალისწინებენ. ხანდახან ხომ ხდება, რომ ვიღაც ცუდადაა, ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს და ვერ ახერხებს მოსვლას, რეჟისორები მაქსიმალურად უდგანან მხარში და ყველაფერში ხელს უწყობენ. ძალიან ადამიანური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და ალბათ ეს ქმნის კომფორტს.
– ალბათ მსახიობები ხშირად მოგმართავენ თხოვნებით. ძირითადად რას ითხოვენ ხოლმე თქვენგან?
– თუ გადაღებებზე არიან, მირეკავენ და მეუბნებიან, დაგვაგვიანდება და რამე მოახერხეო. მსახიობი თეატრში რომ მოდის, ხელს აწერს და ამით აფიქსირებს, რომ მოვიდა რეპეტიციაზე. ამის მიუხედავად, მე მაინც ვამოწმებ, ვინ არის მოსული, რადგან ხანდახან ერთმანეთის მაგივრადაც აწერენ ხელს. ვითომ ამით ერთმანეთს ეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო დათვური სამსახურის გაწევაა. საკუთარი თვალით უნდა ვნახო, რომ ყველანი ადგილზე არიან და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია დავწყნარდე.
– წერილობით საყვედურებს თუ უცხადებთ ხოლმე დაგვიანებულ მსახიობებს?
– წერილობითი საყვედური მაშინ იწერება, როცა დარბაზი სავსეა, სპექტაკლი უნდა დაიწყოს და მსახიობი არ არის. ამ დროს ყველა აჟიტირებულია, მსახიობებიდან დაწყებული კარისკაცამდე. "მოვიდა, მოვიდა?" – ყველა ამას ვკითხულობთ. სიმართლე გითხრათ, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. მე ყველანაირად ვცდილობ მათ დახმარებას, რომ უფროსობამ არ უსაყვედუროს ან ხელფასი არ მოუხსნას, მაგრამ მეც თუ გამომიჭირა უფროსობამ, უკვე აღარაფერი გვეშველება. ჩემთვის შინაგანაწესი მაინც პირველ ადგილზეა.
– გქონიათ შემთხვევა, რომ მსახიობი არ მოსულა და ამის გამო სპექტაკლი ჩავარდნილა?
– "საბრალდებო დასკვნა" უნდა გვქონოდა. ამ სპექტაკლში თამაშობდა მალხაზ გორგილაძე და ეს ჩვენი ბატონი მალხაზი ფეხბურთის საყურებლად წასულა. დავიწყებია, რომ სპექტაკლი იყო. თან ბავშვებიც ჰყოლია წაყვანილი. ასეთი სცენა იყო, რომ ბატონი მალხაზი საკანში უნდა წოლილიყო და მწოლიარე კარგად არ ჩანდა. დარბაზი სავსე იყო და რადგან მალხაზი არ გვყავდა, მსახიობი ავთო მიქაძე შევიყვანეთ. გავიგეთ, რომ ფეხბურთის საყურებლად იყო წასული და საჩქაროდ დავრეკეთ სტადიონზე. იქ მიკროფონში გამოაცხადეს, მალხაზ გორგილაძე თეატრში გამოცხადდეს, სპექტაკლი აქვსო. ვინც სტადიონზე იყო და მალხაზი დაინახა, მერე ყვებოდნენ, როგორ მოსწყდა ადგილს გორგილაძე. ბავშვებს ისე მოათრევდა, მიწაზე ფეხსაც კი არ ადგმევინებდაო. საწყალი, რა დღეში ჩავარდა, მაგრამ ჩვენ რაღა გვექნა! მოვარდა თეატრში. შემდეგ სცენაში ამ პატიმარს ათავისუფლებდნენ. "ნაკაშიძე, ს ვეშჩამი!" – დაიძახეს. ამ დროს სცენა დაბნელდა და ავთო და მალახზი შეიცვალნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაყურებელი ვერაფერს მიმხვდარიყო.
– ახლა სწორედ ძველი თაობის მსახიობებზე მინდა გკითხოთ. თქვენ მუშაობა მოგიწიათ ისეთ არტისტებთან, როგორებიც იყვნენ სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ტარიელ საყვარელიძე... ალბათ მათ ბევრი მოგონება დაგიტოვეს.
– მე იმ წელს მოვედი თეატრში, როცა სესილია და მარინა თბილელი წასულები იყვნენ ჩვენგან. არ ვიცი, რა ხდება სხვა თეატრებში, მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. როცა ვიღაცას რაღაც უჭირს, ყველა ფეხზე დგას მის დასახმარებლად. წინათაც ასე იყო. კოტე მახარაძეს შემოსვლა ეზარებოდა ხოლმე თეატრში. ყველა მის სახელს გაიძახოდა, ისიც წინ და უკან დარბოდა. შეეძლო, მთელი დღე სხვისი საქმე ეკეთებინა. ზუსტად ასეთები იყვნენ სოფიკო ჭიაურელი და მედეა ჯაფარიძე. თვეობით შეეძლოთ სხვისი საქმეებისთვის სირბილი და სხვებზე ზრუნვა.
წინა თაობის მსახიობების დრო მაინც სულ სხვა იყო. კანონმორჩილები იყვნენ. ახლა დემოკრატიაა და სრული თავისუფლება აქვთ. ტარიელ საყვარელიძე რომ დერეფანში გაივლიდა, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი კედელს აეკვრებოდა ხოლმე, არაფრისდიდებით გზას არ გადაუჭრიდა. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, შეიძლება ოთარი ფეხზე იდგეს და ამ დროს იქვე ვიღაც წამოწოლილი იყოს. უფროსების პატივისცემა დავკარგეთ. ეს მხოლოდ თეატრში არ ხდება, ყოველ ნაბიჯზე ჩანს. დავკარგეთ ის, რისი დაკარგვაც არ შეიძლებოდა.
– ბატონი ლევან წულაძე როგორია რეპეტიციებზე, მკაცრია?
– თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ლევან წულაძისნაირი ბუნების ადამიანი მეორე არ არსებობს. ჭოლასგან ხმამაღალი სიტყვა არასოდეს გამიგია. ახლა "დეკამერონის" რეპეტიციები გვქონდა და მხოლოდ იქ ბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვამართლებდი. კი არ ჩხუბობს, უბრალოდ რაღაცას ხსნის–მეთქი, ვიძახდი. ღვთისნიერია. ესაა ადამიანი, რომელიც არასოდეს გაგწირავს, არასოდეს გაწყენინებს. ყველას გაჭირვებას განიცდის და გულთან მიაქვს. განსაკუთრებული მიდგომა აქვს მსახიობებთან, ტექნიკურ პერსონალთან... არ იცის არავის ამორჩევა, მისთვის ყველა ერთია. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორი ადამიანია თეატრის მმართველი ეკა მაზმიშვილი. ისე უდგას ყველას მხარში, რომ ალბათ ოჯახის წევრიც კი ვერ ამოგიდგება ასე. როცა ვიღაცას რაღაც უჭირს, ეკა იქაა.
– ბატონ ლევანს თქვენთან რა თხოვნები აქვს ხოლმე?
– ჭოლა ჩემგან მხოლოდ ყურადღებას ითხოვს. ის ვერ იტანს ნარკომან ხალხს, გართულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქეიფი უყვარს, რეპეტიციებზე არასოდეს მოსულა ნასვამი და მსახიობებისგანაც იმავეს ითხოვს. არავის მოუთმენს, რეპეტიციაზე ნასვამი მოვიდეს. სიმთვრალის გამო ბევრ მსახიობს ხელფასი მოუხსნეს.
– როგორც წესი, თეატრში მთელი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ სპექტაკლის დროს დაშვებულ შეცდომას მაყურებელი ვერ მიხვდეს. თუ გაიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როცა მაყურებელი მაინც მიხვდა რაღაცას?
– ერთ შემთხვევას გავიხსენებ: პიესაში "ძველი ვალსი" მედეა ჯაფარიძე და მალხაზ გორგილაძე დედა–შვილის როლს თამაშობდნენ. სანამ სპექტაკლს დავიწყებდით, მალხაზი ჩაბნელებულ სცენაზე გადიოდა და საწოლზე წვებოდა, რადგან დასაწყისში ასეთი სცენა იყო, რომ ზაზას (მალხაზის გმირი სპექტაკლში) ეძინა და დედა აღვიძებდა. დაიწყო სპექტაკლი. მედეა იდგა და შვილს აღვიძებდა. "ზაზააა!" – უყვიროდა, მაგრამ მართლა არ ჩაეძინა მალხაზს სცენაზე?! მედეა გაჰყვიროდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე! მედეა მიყურებდა კულისებში და რა ვქნაო, მანიშნებდა. მეც თვალით ვანიშნე, იქნებ როგორმე გააღვიძო–მეთქი, მაგრამ არაფრით გაიღვიძა. იძულებული გავხდი, ფარდა დამეხურა. სანამ წყალი არ დავასხით, ვერ გავაღვიძეთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მაყურებელი მიხვდა. ისევ გავხსენით ფარდა. მალხაზი ნამძინარევი წამოხტა, რა ხდება, რა ამბავიაო. ვერ მიხვდა, რომ სცენაზე იდგა. მაყურებელს იმდენად უყვარდა მალხაზიც და მედიკოც, რომ ეს დანაშაულად ნამდვილად არ ჩაუთვალეს. დაწყდა ხალხი სიცილით!
ამ ყველაფერმა გამაძლებინა ამდენ ხანს აქ. 70 წელს გადაცილებული ქალი ვარ, ბევრი გაჭირვება მინახავს, ბევრი პრობლემაც მქონია, მაგრამ თეატრი და ჩემი საქმე ყველაფერს მავიწყებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მაზმიშვილს, ლევან წულაძეს, ქეთი კანტიძეს, რომ კიდევ მაძლევენ აქ მუშაობის საშუალებას. მათ ხომ შეუძლიათ, ჩემზე ახალგაზრდა ტექნიკური რეჟისორი მოიყვანონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. იციან, როგორ მიყვარს ჩემი საქმე.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში