სამხრეთ ნახევარსფეროს საოცრება
კანბერა – შეხვედრის ადგილი ავსტრალიაში
კანბერა ავსტრალიის დედაქალაქია და სამხრეთ უელსის შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი არქიტექტურული სახე თავდაპირველად ამერიკელმა არქიტექტორმა უოლტერ გრიფინმა შექმნა. აბორიგენების ენაზე კანბერა შეხვედრის ადგილს ნიშნავს. იქ მდებარეობს გენერალ–გუბერნატორის რეზიდენცია, მოქმედებს პარლამენტის ორივე პალატა.
კლიმატი
კანბერაში ტროპიკული კლიმატია. წელიწადის დროები, ტემპერატურის თვალსაზრისით, დიდად ნამდვილად არ განსხვავდება. ქალაქში ზაფხული ცხელია, ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა იშვიათად ჩამოდის. ზამთარი გრილი და სასიამოვნოა, მინიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია. ყველაზე ცივი თვე ივლისია, ამ დროს ტემპერატურა 16 გრადუსზე მაღლა იშვიათად ადის.
დედაქალაქში ამინდები იდეალურია, თუ არ ჩავთვლით წვიმას, რომელიც პერიოდულად წლის ნებისმიერ დროს მოდის. ტურისტებისათვის ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე კარგი დრო დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდეა.
ენა
ავსტრალია ორენოვანი ქვეყანაა, ორი სახელმწიფო ენა აქვს – ინგლისური და ფრანგული. კანბერას მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 60%, ინგლისურად ლაპარაკობს, ხოლო 23% – ფრანგულად. ტურისტულ ადგილებში ესპანურიც გამოგადგებათ.
ფული
კანბერას ეროვნული ვალუტა ავსტრალიური დოლარია. 1 ამერიკული დოლარი 1,07 ავსტრალიური დოლარის ტოლფასია. უცხოური ვალუტით სარგებლობას დედაქალაქში ნაკლებად შეძლებთ. ნებისმიერი სახის დაწესებულებაში ფასები ფიქსირებულია, ასე რომ, შევაჭრებას აზრი არ აქვს. კანბერაში ხელის ქირის დატოვება აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ მომსახურე პერსონალს თქვენი ნებით დაუტოვებთ, მადლობლები დაგრჩებიან, რასაც მეორედ შესვლის შემთხვევაში აუცილებლად იგრძნობთ.
გადაადგილება
საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 15 კმ–ის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე ავტობუსით ან ტაქსით ჩახვალთ. ავტობუსის ბილეთის ფასი 9 ავსტრალიური დოლარია, ხოლო ტაქსი 20 ავსტრალიური დოლარი დაგიჯდებათ.
ქალაქის ტერიტორიაზე ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება კარგადაა განვითარებული. პოპულარობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა ავტობუსი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.
კანბერაში მრავლად ნახავთ ბაიკერებს. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მოტოციკლის დაქირავებას სპეციალურ სააგენტოებში შეძლებთ.
სამზარეულო
ავსტრალიური სამზარეულოს კერძების უმრავლესობა ხორცითა და ზღვის პროდუქტებით მზადდება. თუ კანბერაში კენგურუსა და ნიანგის ხორცით მომზადებული კერძების გასასინჯად დაგპატიჟეს, ჩათვალეთ, რომ უდიდესი პატივი გხვდათ წილად. იქ, როგორც ტურისტულ ცენტრში, ძირითადად მაღალი ხარისხის საჭმელს ამზადებენ, ფასები კი ძალიან დაბალია. გირჩევთ, ნიანგისა და კენგურუს ხორცისგან მომზადებული საჭმელი რესტორანში არ დააგემოვნოთ, რადგან ნამდვილ გემოს ვერ გაიგებთ.
ეროვნული კერძებიდან აღსანიშნავია ვეგემითი – ძროხის ხორცით მომზადებული სოუსი. იქაური საჭმელი ცხარეა, მაგრამ ძალიან გემრიელი. კანბერაში მრავლადაა სწრაფი კვების ობიექტები, სადაც შეგიძლიათ ხორცის ღვეზელითა და სოსისის ხვეულათი დანაყრდეთ.
იქ ყველანაირი სასმელი ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე მოთხოვნადი კი ყავა გახლავთ, რომელთან ერთად აუცილებლად მოგართმევენ ტიმ–ტამს – შოკოლადის ნამცხვარს. რაც შეეხება ალკოჰოლს, გასინჯეთ ადგილობრივი ლუდი "პალმოვა".
ღირსშესანიშნაობები
კანბერას ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. მათი მიზიდვის ძირითად წყაროს ათობით ულამაზესი პლაჟი წარმოადგენს. მათ შორის გამორჩეულია ჯერვის ბეი. ეს გახლავთ ულამაზესი ყურე ოქროსფერი სანაპიროთი, რომელიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით იზიდავს.
ქალაქი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და გალერეებით. მათ შორის გამორჩეულია ეროვნული მუზეუმი და მეცნიერებათა აკადემია. ეს უკანასკნელი გამოირჩევა ორიგინალური, მრგვალი შენობით.
მსოფლიოში ულამაზესი პარლამენტის შენობა სწორედ კანბერაში დგას, რომელიც 1988 წლის 9 მაისს გაიხსნა. ნაგებობა 41,1 მილიარდადაა შეფასებული და ყველაზე ძვირადღირებული შენობაა სამხრეთ ნახევარსფეროში.
ბუნების მოყვარული ტურისტები ნასიამოვნები დარჩებიან, თუ კანბერას ბოტანიკურ ბაღებს ესტუმრებიან, სადაც უიშვიათეს და უმშვენიერეს მცენარეებს იხილავენ.
და, რა თქმა უნდა, წყნარი ოკეანის სანაპიროს ქალაქში ღამის ცხოვრება მხიარული და თავბრუდამხვევია.
უსაფრთხოების წესები
კრიმინალური თვალსაზრისით, კანბერა დაუცველი ქალაქია. დაბნელების შემდეგ გარეთ გასვლას არ გირჩევთ, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ერიდეთ. ქალაქშიც კი დიდ საშიშროებას შხამიანი გველები და ობობები ქმნიან. ზღვაში შორს ნუ გახვალთ, თორემ ზვიგენების ლუკმა გახდებით.
ეკლესიებში მოკრძალებულად ჩაცმული შედით და მაინცდამაინც ნუ ეცდებით, ადგილობივების მსგავსად ისაუბროთ ან მოიქცეთ.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ავსტრალია;
დედაქალაქი – კანბერა;
ფართობი – 805,6 კვ.კმ;
მოსახლეობა – 345,257;
ვალუტა – ავსტრალიური დოლარი;
ენა – ინგლისური, ფრანგული.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: ავსტრალია

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში