"ჭოლა ხანდახან იმხელა ხმაზე ყვირის, რომ…"
თინათინ დვალიშვილი: "ჭოლა ხანდახან იმხელა ხმაზე ყვირის, რომ სალაროშიც მესმის"
პროფესიით პედაგოგი ქალბატონი, თინათინ დვალიშვილი, უკვე 13 წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრს ერთგულად ემსახურება – მოლარე გახლავთ. მანამდე კი ქუთაისში სუფლიორად მუშაობდა. ქალბატონი თინათინის ქმარი ცნობილი მსახიობი დავით დვალიშვილია, რომლის ხელშეწყობითაც მოხვდა მარჯანიშვილში. ასე რომ, თეატრი მისთვის იგივე ოჯახია. ბილეთების გაყიდვასთან ერთად მისი მოვალეობა მაყურებლამდე სპექტაკლის შინაარსის სწორად მიტანაცაა.
– ქალბატონო თინათინ, როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი?
– შაბათ–კვირის გარდა ყოველდღე ვმუშაობ. ჩვენს თეატრს ორი მოლარე ვემსახურებით. ერთი კვირა თუ მე ვმუშაობ, მეორე კვირას ჩემი კოლეგა მცვლის. დილის 12 საათიდან 8 საათამდე თეატრში ვარ.
– ყველაზე კარგად ალბათ სწორედ მოლარემ იცის, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული თეატრი. რამდენად ჰყავს მაყურებელი მარჯანიშვილს?
– თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მარჯანიშვილის თეატრს ნამდვილად ჰყავს მაყურებელი. ბოლო ხუთი წელია, რაც განსაკუთრებით გააქტიურდნენ. დარბაზი თითქმის ყოველთვის ივსება.
– ცნობილ რეჟისორზე, ბატონ ლევან წულაძეზე – ჭოლაზე, რას გვეტყვით, გინახავთ, როგორია რეპეტიციის დროს?
– არ ვიცი, ჭოლაზე საუბარი საიდან დავიწყო და სად დავამთავრო. ბრწყინვალე პიროვნებაა! ლევანის დედა დვალიშვილია და ნათესავებიც ვართ. მის რეპეტიციებს არ ვესწრები, რადგან ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მკაცრია. ხანდახან იმხელა ხმაზე ყვირის, რომ სალაროშიც მესმის. ისე, ძალიან უშუალო, საყვარელი და თბილი ადამიანია. ალბათ დამეთანხმებით, რომ საქმეში თუ ცოტა სიმკაცრეც არ გამოიჩინე, ისე არაფერი გამოვა.
– ყველაზე მეტად როგორ სპექტაკლებზე დადის ხალხი, რომელ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას?
– თითქმის ყველა კომედიებს ანიჭებს უპირატესობას. ხალხს განტვირთვა სჭირდება. მიუხედავად ამისა, "ურიელ აკოსტა" და "ანტიგონე" სრული ანშლაგით მიმდინარეობს ხოლმე.
– როცა მაყურებელი ბილეთის საყიდლად მოდის, თქვენ გამოგელაპარაკებიან ხოლმე, აინტერესებთ წინასწარ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია?
– ყველაფერი აინტერესებთ. სალაროში ორი დიდი აფიშაა გამოკრული, მაგრამ მაინც ყველაფერს მე მეკითხებიან. ძირითადად ინტერესდებიან, ვინაა ამა თუ იმ სპექტაკლის რეჟისორი, რომელი მსახიობები მონაწილეობენ და ა.შ. უფრო მოთხოვნადი ბატონი ლევან წულაძის სპექტაკლებია.
– რომელი მსახიობების სპექტაკლებზე მოუხარიათ ყველაზე მეტად?
– ყველა მსახიობს თავისი მაყურებელი ჰყავს. თანაც იმასაც გააჩნია, რა ასაკის მაყურებელი მოდის. გოგონებს ზაზა იაქაშვილზე ეკეტებათ ჭკუა. ძალიან უყვართ და ეს არც მიკვირს, სიმპათიურია. მხოლოდ ახალგაზრდებს კი არა, ზაზა ყველას უყვარს. უფროსი თაობის ადამიანებს ბატონი გივი ბერიკაშვილი უყვართ. ბილეთის მყიდველს ეს ორი მსახიობი რომ დაუსახელო, თანახმაა, ნებისმიერ სპექტაკლს უყუროს.
– თქვენ ალბათ გაქვთ ის ბედნიერება, რომ ყველა პრემიერას დაესწროთ.
– ძალიან ხშირად. პრემიერებს ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებ და განცდილი მერე მაყურებლამდე მიმაქვს. ვინც მეკითხება, რჩევებს ვაძლევ. არ მახსოვს, პრემიერას არ დავსწრებოდი. ბავშვობიდან ვგიჟდები თეატრზე.
– არ გიცდიათ, მსახიობი გახდარიყავით?
– მე სამი ძმა მყავს და ისეთები არიან, მიკვირს, მსახიობობაზე ოცნებასაც რომ ვბედავდი.
– როცა სხვა მსახიობებს უყურებთ, გული არ გწყდებათ, რომ ოცნებაზე უარი თქვით?
– არა, რადგან დიდი ხანია, ისედაც თეატრით ვცხოვრობ. იმედი მაქვს, დარჩენილ ცხოვრებასაც მსახიობებთან ერთად გავატარებ. მერე რა, რომ სცენაზე არ ვდგავარ, მე ხომ მაინც მათი დასის შემადგენელი ნაწილი ვარ!
– რა განსხვავებას ხედავთ ძველი და ახალი თაობების მსახიობებს შორის?
– სოფიკო ჭიაურელი არასოდეს დამავიწყდება. საოცრად თბილი ადამიანი იყო. მე და სოფიკო ნათესავებიც ვიყავით და ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ასევე ძალიან საყვარლები და გამორჩეულები იყვნენ ჯემალ მონიავა და ტარიელ საყვარელიძე. ძველ და ახალ თაობებს თეატრის სიყვარული აერთიანებთ. ახალგაზრდა მსახიობები ძალიან დაკავებულები არიან და სულ გადარბენები აქვთ. თვალს თუ მოვკრავ ხოლმე. მომესალმებიან, მომიკითხავენ და გარბიან, რადგან ყოველთვის აგვიანდებათ.
– ამ წლების განმავლობაში ალბათ ძალიან ბევრი კურიოზის მომსწრე გახდით.
– მეტი კურიოზი რაღა გინდათ, როცა "თითების თეატრის" სპექტაკლის სანახავად მოდიან და აინტერესებთ, ვინაა მთავარ როლში! ერთი მოვიდა, აფიშა წაიკითხა, "თითების თეატრის" სპექტაკლზე ბილეთი შეიძინა და წასვლისას მკითხა, უკაცრავად, ქალბატონო, მთავარ როლში ვინ არისო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა!
– საინტერესოა, თქვენი პასუხი როგორი იყო?
– მე ვუთხარი, გენაცვალე, შუა თითია მთავარ როლში–მეთქი! ერთი ქალი მოვიდა და მკითხა, ბილეთების ფასი რის მიხედვით დგინდებაო. ვუთხარი, ადგილების მიხედვით–მეთქი. იცით, რა მკითხა? ასაკის მიხედვით თუ გაქვთო? ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა.
ყველაზე მეტი კურიოზი მაინც "თითების თეატრს" უკავშირდება. ხშირად მეკითხებიან, "თითების თეატრში" ეროტიკული სცენები ხომ არ არისო. ვუხსნი, რომ თუ ორი თითი გადააჯვარედინეს, ეს ეროტიკად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი რაღაცეები რომ ხდება, მაშინვე ბუღალტერიაში ვრეკავ და კარგად ვხალისობთ ხოლმე. ახალგაზრდებს სპექტაკლი საერთოდ არ აინტერესებთ. მთავარია, მეორე დღეს თქვან, რომ თეატრში იყვნენ. ცოტა ხნის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები სპექტაკლ "სასიყვარულო ბარათებზე" სიცილით კვდებოდნენ. არადა, მერწმუნეთ, ამ სპექტაკლში სასაცილო არაფერია. დგანან, ერთობიან, სასაცილოა თუ არა, მაინც ყველაფერზე ხორხოცებენ. წარმოდგენა არ აქვთ, რა დროს უნდა დაუკრან ტაში.
– ალბათ რთულია ასეთი მაყურებელის წინაშე თამაში.
– მსახიობებს განსაკუთრებით მაშინ უჭირთ, როცა სპექტაკლი მცირე დარბაზში ტარდება. ზოგჯერ მაყურებლები ისეთ დროს გაიცინებენ ხოლმე, რომ ვერაფრით ვხვდებით, სასაცილო რა დაინახეს. აქ ისეთი მაყურებელიც მოდის, რომ შეგრცხვება, უთხრა, ვაიმე, ბილეთები აღარ მაქვსო და ამ დროს ბილეთები ისეთ ხალხს აქვს ნაყიდი, რომელსაც სპექტაკლი საერთოდ არ აინტერესებს. ამას წინათ ჩემი ბილეთები ერთ ქალბატონს დავუთმე. შევხედე და მივხვდი, რომ მას უკან ვერ გავუშვებდი, ისეთი მაყურებელი იყო, რომელიც დღეს თეატრს ნამდვილად სჭირდება.
– როგორია დღეს თეატრის მოლარის შემოსავალი, გყოფნით?
– დღეს საქართველოში საერთოდ რა არის დაფასებული, რომ მოლარის პროფესია დაფასდეს? თეატრში თითქმის ყველაზე დაბალი ხელფასი მე მაქვს. ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ თეატრის სიყვარული ყველაფერს მაძლებინებს. მე თეატრით ვცხოვრობ.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში