
კომუნიკაბელური ადამიანი რომ იყოთ, ამისთვის რაიმე თანდაყოლილი ხელისშემშლელი თავისებურებები არ არსებობს. კომუნიკაციის სწავლა ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაუმართლა მათ, ვინც ეს მეთოდები მშობლების მაგალითზე ბავშვობაში აითვისა, მაგრამ მოზრდილობის ასაკში გაწვრთნაც ასევე წარმატების მომტანია. მთავარია, სურვილი იყოს. რის ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ავაგოთ?
1. კონტაქტის დამყარება
ამ უნარის მთავარი მტერი მორცხვობაა. თავისუფლად თავის დაჭერა რომ ისწავლოთ, ურთიერთობა პირველმა რომ დაამყაროთ, ამისთვის საჭიროა თავზე მუშაობა. ფრანგი ფსიქოთერაპევტი ემილ კუზი გირჩევთ, მორიდებულობისგან ძილში, უფრო ზუსტად, უშუალოდ დაძინების წინ და გამოღვიძებისთანავე გათავისუფლდეთ. ამ წუთებში ადამიანი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება და ტვინი უკეთესად ითვისებს. დასაძინებლად რომ დაწვებით, ცხადად წარმოიდგინეთ სხვა ადამიანთან თქვენი საუბარი, რომელსაც თავდაჯერებულად და თავისუფლად წარმართავთ. ასევე შეგიძლიათ რამდენჯერმე თქვათ: "საკუთარი თავის მჯერა, ურთიერთობას კარგად ავაწყობ". დილით, გაღვიძებისას, იგივე გაიმეორეთ. გარდა ამისა, დამატებით კარგი მაგალითები გესაჭიროებათ. ამის აღება შეგიძლიათ მათგან, ვინც ურთიერთობაში ცუდი, შეუპოვარი და თავხედია. მათი შემხედვარე, თავს ცოტათი მეტის უფლებას მისცემთ, შინაგან აკრძალვებს მოიხსნით.
კიდევ ერთი სავარჯიშო, რომელიც კონტაქტის დამყარებაში დაგეხმარებათ. ქუჩაში გამვლელებს შეკითხვები დაუსვით, სხვადასხვა სამსახურებში ტელეფონით ხშირად დარეკეთ. მოკლედ, პრაქტიკა გაიარეთ.
2. აღქმის ზოგადი თავისებურებები
ის ინტუიციურად გვაქვს, მაგრამ საჭიროა ამ ცოდნა–უნარის სრულყოფა. დააკვირდით ადამიანებს და საყოველთაოდ ცნობილი წესები პრაქტიკაში გამოიყენეთ.
* თუ ფრაზა 13 სიტყვისგან (ან მეტი) შედგება, ძნელად აღიქმება.
* სწრაფად მეტყველება (წამში 2,5 სიტყვაზე მეტი) რთული გასაგებია.
* პაუზების გარეშე საუბრის გაცნობიერება მეორე წუთიდანვე წყდება.
* საუბარში ბევრი ფაქტი აზრის დაჭერას ხელს უშლის.
* მეხსიერებაში ყველაზე მეტად რჩება ის, რაც საუბრის დასაწყისსა და დასასრულს ითქმება.
* დაუმთავრებელი მონათხრობი უფრო გვამახსოვრდება, ვიდრე დამთავრებული.
3. აღქმის ინდივიდუალური თავისებურებები
ადამიანები სხვადასხვაგვარად უსმენენ, ასევე ყველას განსხვავებულად ესმის. ამიტომ თითოეულ თანამოსაუბრეს განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება. მაგალითად, ყოველ ჩვენგანს გვახასიათებს ინდივიდუალური ხმის სიმაღლე და მგრძნობელობის საკუთარი ზღვარი. ხმამაღლა მოსაუბრეს სურს, თანამოსაუბრის საუბარი ასევე მაღალ ტონზე მოისმინოს. ვინც ხმადაბლა საუბრობს, ხმაურს ვერ იტანს. ძლიერი, მკაცრი, შეუპოვარი ადამიანები ჩვეულებრივ მკაფიო ფრაზებით ლაპარაკობენ და თანამოსაუბრისგან იმავეს ელიან. საუბარში ასეთი ტიპის გამოთქმები – "გეთაყვა, მე ასე მგონია", მათთვის ლუღლუღს ნიშნავს. ხოლო ის, ვინც "ლუღლუღებს", მართებულად სწორედ ურთიერთობის ასეთ საშუალებას მიიჩნევს. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინება საჭიროა. სხვაგვარად, არავითარი კომუნიკაცია (არც კარგი, არც ცუდი) არ შედგება.
4. სიტყვიერის და არასიტყვიერის დაკავშირება
სიტყვებით ინფორმაციის მხოლოდ 10%–ს აღვიქვამთ (მისი ათვისების 30% დამოკიდებულია ხმის ჟღერადობაზე), ხოლო ურთიერთობის 60% ჟესტებით, მიმიკებით, თვალების გამომეტყველებით აღიქმება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სიტყვები და თვალები ერთსა და იმავეს ამბობდნენ. ასე ხდება გულწრფელი ურთიერთობისას, როდესაც წამოვიძახებთ: "როგორ მიხარია თქვენი ნახვა!" და დადებით ემოციებს ნამდვილად განვიცდით. თუ გულღია კავშირი არ არის, მაშინ თანამოსაუბრეს რჩება ორჭოფული, გაორებული შთაბეჭდილება, უნდობლობაში გადასული დაძაბულობის გრძნობა, რაც მომავალში ურთიერთობისთვის დაბრკოლებად იქცევა. ამიტომ თავაზიანობის ელემენტარული წესები მოითხოვს, კარგი სიტყვა ვუთხრათ იმათაც, ვინც არ მოგვწონს, ოღონდ ზომიერად. "სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა" და არა – "უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!".
5. ერთ ენაზე საუბარი
ადამიანები განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ: ვიღაც უფრო მეტად უსმენს, ვიღაც უფრო მეტად ხედავს. ამის მიხედვით, ადამიანები იყოფიან აუდიალებად, ვიზუალებად და კინესტეტიკებად.
აუდიალებს უფრო მეტად ესმით. მათთვის ბგერას და სიტყვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.
ვიზუალები უპირატესად მხედველობით აღიქვამენ. მათთვის სამყარო გამოსახულებათა და წარმოდგენათა მონაცვლეობაა.
კინესტეტიკები შეგრძნებებით ცხოვრობენ. კინესტეტიკი თქვენი მოკავშირე რომ გახდეს, ურთიერთობისას თბილი, სასიამოვნო ატმოსფერო შექმენით.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს












კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!


კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში























































































