ანუკა ქებურია ცნობილი ბრენდების კრემებს არ ენდობა

ახალგაზრდა დიზაინერი, ანუკა ქებურია, სწორი კვების პრინციპებს და აქტიური სპორტული ცხოვრების წესს იცავს. 28 წლისაა და, ასაკიდან გამომდინარე, კანის მოვლისთვის დიდად არ იხარჯება, მაგრამ სამაგიეროდ სისტემატურად დადის აუზზე და საუნაში. თავისი ცნობილი ბაბუის, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გემოვნებას, მის რჩევებს ძალიან ენდობა და ითვალისწინებს. დედისგან, ნატო არჩვაძისგან კი ერთი ძველი და უტყუარი ნიღაბი იცის, რომელსაც სისტემატურად, თითქმის ყოველ დილით იკეთებს სახეზე.
– ანუკა, რამდენჯერმე ტელევიზიაში მკვეთრი მაკიაჟით გამოჩნდით – წითელი პომადით, მუქი კანით. მოგწონთ ასეთი სტილი?
– არა, მაკიაჟი საერთოდ არ მიყვარს. როცა ტელევიზიაში ვარ გადაღებაზე, იქ მაკიაჟს თვითონ მიკეთებენ იმიტომ, რომ ეკრანს ასე სჭირდება. წითელი პომადა სულ ორჯერ მესვა, ერთხელ – ერთ–ერთ ტოქ შოუში და მეორედ ბაბუაჩემის ვარსკვლავის გახსნაზე. რაც შეეხება ნამზეურს, თითქმის სულ გარუჯული ვარ. საერთოდ, ძალიან მიყვარს მზე, ზღვა და გარუჯვა. ზღვის შემდეგ აუზზე დავდივარ, რომ ნამზეური შევინარჩუნო.
– მას შემდეგ, რაც მოდის სფეროში დაიწყეთ მუშაობა და პოპულარული გახდით, გარეგნობას უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ თუ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა?
– არა აქვს მნიშვნელობა, პოპულარული იქნები თუ არა, ქალმა საკუთარ თავს აუცილებლად უნდა მიხედოს. ჩემი გოგონა, ნატუკა ხუნდაძე, 11 წლის არის, მაგრამ ისე ვზრდი, რომ უკვე იცის, თავს როგორ უნდა მოუაროს და სულ ფორმაში იყოს. ეკრანზე იქნები თუ სახლში, გაზქურასთან, ფორმა არ უნდა დაკარგო. ეს ქალს საკუთარი თავისადმი რწმენას მატებს.
– რას უწოდებთ ფორმაში ყოფნას?
– არ ვგულისხმობ, რომ ქალმა აუცილებლად სალონებში უნდა იაროს, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, ელემენტარული ჰიგიენა აუცილებელია. ქალს ყველაფერი წესრიგში უნდა გქონდეს.
– ანუკა, ბატონი თენგიზი თუ ამჩნევს ხოლმე, როცა განსაკუთრებით კარგ ფორმაში ხართ?
– ბაბუას ძალიან მოსწონს, როცა თმა გრძელი და გაშლილი მაქვს. თუ თმა შევიკარი, სულ მეუბნება, გაშლილი უფრო გიხდებაო. მეც ვეთანხმები, რომ ყველაზე მეტად გაშლილი თმა მიხდება.
– 28 წლის ხართ და ეს კი ის ასაკი არ არის, როცა კანს აქტიურად უნდა მიეხმარო. თუმცა თქვენ ხშირად ირუჯებით, რაც კანს ძალიან აზიანებს. ამის საწინააღმდეგოდ რაიმე საშუალებსას მიმართავთ, კანს იცავთ?
– ახლა მართლა არ მჭირდება განსაკუთრებული მოვლა. მაკიაჟიც დიდად არ მიყვარს, ამიტომ ამის გამო ზედმეტი პრობლემაც არ მიჩნდება. დავდივარ აუზზე, მიყვარს ფეხით სიარული, ვცდილობ, ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე ხშირად გავიდე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გარეგნობაზეც აისახება. შხაპის შემდეგ კანზე დამატენიანებელ კრემს ვისვამ. კვირაში ერთხელ, აუზის შემდეგ, საუნაში დავდივარ, რაც ძალიან კარგია. ორგანიზმიდან ყველანაირ შლაკს გამოდევნის. თაფლის ნიღბებს ვიდებ ხოლმე.
– დედათქვენი, ქალბატონი ნატო არჩვაძე, ყოველთვის კარგ ფორმაშია. თქვენც გასწავლით, როგორ მიხედოთ გარეგნობას?
– დედაჩემი ჰერკულესის (შვრიის) ნიღაბს მიკეთებს ხოლმე. მისი მომზადების წესი ასეთია: ჰერკულესს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გააჩეროთ და შემდეგ, თუ გსურთ, თაფლი აურიოთ. დილით ბავშვს რომ ვუკეთებ შვრიის ფაფას, სანამ მარილს და შაქარს დავამატებ, მანამდე ჩემი ნიღბისთვის ერთ–ორ კოვზს გადმოვიღებ და სახეზე ვიდებ. ეს ნიღაბი 20 წუთი უნდა გაიჩეროთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანთ. სახის კანს ჭიმავს და ძალიან სასარგებლოა. იშვიათად, მაგრამ მჭადის ფქვილითაც ვიწმენდ სახეს. დედაჩემი ყოველთვის მარიგებდა, ქალი სახლში იქნები თუ გარეთ, მოვლილი უნდა იყოო. ახლა იმავეს ჩემს შვილსაც ვეუბნები.
– როგორც გატყობთ, შინაური რეცეპტები გიყვართ.
– კრემებს ვყიდულობ, მაგრამ ყველას – არა. შემიძლია სხვებსაც ვურჩიო, რომ ცნობილი პარფიუმერული ბრენდების სახის კრემებს ნუ ენდობიან! ისინი სურნელზე უფრო აკეთებენ აქცენტს, ვიდრე იმაზე, რაც სახის კანს სჭირდება. მე აფთიაქებში ფარმაცევტული წესით დამზადებულ კრემებს ვყიდულობ. მათ უფრო ვენდობი.
– სხვათა შორის, თურმე ფრჩხილებსაც ისევე სჭირდება მოვლა, როგორც კანს. თქვენ ამ მხრივ რამეს აკეთებთ?
– ვერ ვიტყვი, რომ მათი მოვლისთვის დრო მრჩება. ვიცი, რომ ფრჩხილებისთვის კარგია ლიმონის წვენი, ზღვის მარილი და ა.შ. მაგრამ მე ამის გაკეთებას ვერ ვახერხებ. მიყვარს უფერო ლაქი და ფრენჩი. ამ ბოლო დროს მუქი, შავი ლაქი მომეწონა, მაგრამ, როცა წავისვი, მივხვდი, ჩემი არ იყო.
– ცნობილია, რომ ძილი სილამაზის ერთ–ერთი წამალია. თქვენ ყოველთვის ახერხებთ კარგად გამოიძინებას?
– ღამის გათენება ხშირად მიწევს, რადგან ასეთი ხასიათი მაქვს, საქმის კეთებას გვიან ვიწყებ. მალე, ორ კვირაში, კოლექციის ჩვენება მაქვს და მასზე მუშაობა ახლა დავიწყე. ამიტომაც ღამეებს ვათენებ. არადა ადრე დაძინება მიყვარს. ღამის კლუბებში იშვიათად დავდივარ, რადგან ჩემი სტილი არ არის. თუ საქმე არ მაქვს, ვცდილობ, ადრე დავიძინო. ხშირად მე უფრო ადრე ვიძინებ, ვიდრე ჩემი შვილი. 11 საათზე თუ სახლში ვარ, აუცილებლად მძინავს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დილის 5–6 საათამდე სამსახურში ვარ. ყავაც დიდად არ მიყვარს. ამიტომ ცივი შხაპით ვფხიზლდები ხოლმე.
– თქვენი კვების რეჟიმი როგორია?
– საკვები ხშირ–ხშირად და მცირე ზომით უნდა მიიღოთ. დღის განმავლობაში აუცილებლად ვსვამ თაფლიან წყალს და ვჭამ ვაშლს და ჰერკულესს. დიეტას არასოდეს ვიცავ, ძალიან მიყვარს ცომეული და ნამცხვრები. სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს. დილით, უზმოზე, კარგია, თუ ონკანის წყალს დალევთ. ასევე კარგია თაფლიანი წყალი, რაც მეხსიერებასაც აუმჯობესებს. ამ ბოლო დროს იმდენი საქმე მაქვს, რომ მეხსიერებისთვის ეს ნამდვილად მჭირდება.
– თქვენი მეგობრების თავის მოვლის წესები როგორია?
– ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობთ, ძირითადად ფიტნეს კლუბებს ვარჩევთ, თუ რომელი ჯობია. მთელი ცხოვრება აუზზე დავდივარ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მირჩია, აკვა–აერობიკაც მეცადა. ძალიან მომეწონა, მაგრამ რაღაც პერიოდი მომბეზრდა და აუზს დავუბრუნდი. ძალიან მინდა, კუს ტბაზე დილაობით ფეხით ვიარო, მაგრამ ახლა მოდის კვირეული იწყება და ჯერ თავი ვერ მოვაბი. ქალმა მასაჟი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოს. ძალიან სასარგებლოა, კანს ამკვრივებს, გასუქების პრობლემას ხსნის და ჯანმრთელობისთვისაც კარგია.
– გიყვართ სარკეში ყურება?
– ძალიან, მაგრამ ჩანთაში პატარა სარკე არასდროს მაქვს იმიტომ, რომ პატარაში ვერ ვიხედები. სამსახურშიც დიდი სარკე მაქვს. სადმე თუ სარკე შევამჩნიე, სულ ვიყურები.
– რომელიმე სუნამოს ერთგული ხართ თუ ხშირად იცვლით?
– სურნელის ამოჩემება ვიცი. ბოლო ორი წელია, ერთსა და იმავე სურნელს ვირჩევ, მაგრამ ჩანთაში მეორე სუნამოც მაქვს და თუ სხვა ხასიათზე დავდექი, ვცვლი.
მანანა ნოდია

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში