ადამიანი, რომელსაც მსახიობები უხერხული სიტუაციებიდან გამოჰყავს
"მაყურებლის ტაში და ოვაცია თეატრის გამნათებლებსაც გვეკუთვნის"
თეატრში მისული მაყურებელი კარგი სპექტაკლის შემდეგ მსახიობების და რეჟისორების მიმართ აპლოდისმენტებს არ იშურებს. ამ დროს კი არავის ახსენდება ის ადამიანები, რომლებიც კულისების მიღმა დგანან და სპექტაკლის მთელი სიმძიმე მათ მხრებზე გადადის. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება თეატრის მხატვარ–გამნათებელიც. ეს პროფესია იმდენ სირთულესთან ყოფილა დაკავშირებული, რომ რაღაც–რაღაცეებში ძლივს გამარკვია ამ საქმის სპეციალისტმა, ბატონმა სერგო კაზარიანმა. ის თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და თოჯინების თეატრებს ემსახურება. ბატონ სერგოს ერთი დიდი პრობლემა აწუხებს და ალბათ არა მხოლოდ მას – თეატრს არ აქვს ხარისხიანი აპარატურა. აბა, ორი რამპით რომ 9 სცენის განათება დაგჭირდება, ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს, თან, თუ სპექტაკლის დროს ნათურები გადაიწვა, სირცხვილი მაშინ ნახეო. სირცხვილს ვინღა დაეძებს და სპექტაკლიც კი ჩაშლილა თურმე სწორედ ამ მიზეზის გამო.
თავისი აივნიდან სერგო კაზარიანი ბევრ ისეთ დეტალს ხედავს სცენაზეც და დარბაზშიც, რომელსაც სხვა ვერავინ ამჩნევს. მოდით, მასთან ერთად ვნახოთ, როგორია რამპების შუქზე და მის გარეშე თეატრის სამყარო.
– ბატონო სერგო, რამდენი ხანია, რაც თეატრს ემსახურებით?
– თოჯინების თეატრში უკვე 40 წელია ვმუშაობ, რაც შეეხება თუმანიშვილის თეატრს, 30 წლიანი სტაჟი მაქვს.
– მოდით, მკითხველს დაწვრილებით გავაცნოთ, რა ევალება მხატვარ–გამნათებელს თეატრში?
– მხატვარ–გამნათებელს თეატრში ყველაფერი ევალება. ბატონი მიშა თუმანიშვილი ამბობდა, ყველა მხატვრის ნამუშევარი, დრამატურგის პიესა, რეჟისორის დადგმა და მსახიობის თამაში ბოლოს მხატვარ–გამნათებელთან მიდისო. სცენაზე განათება მსახიობის თამაშის მიხედვით უნდა შევქმნა. მას შეუძლია მსახიობის რაღაც ხარვეზიც დაფაროს. მსახიობებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეიძლება მათაც შეეშალოთ რაღაც სცენაზე. ამ დროს განათებას გამოჰყავს ისინი უხერხული სიტუაციიდან.
– განათება რითი შეიძლება დაეხმაროს სცენაზე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილ მსახიობს?
– ძალიან ხშირად ხდება სცენაზე დაუგეგმავი რაღაცეები. მსახიობებს ეშლებათ ტექსტები, მოქმედებები... თუ შევატყვე, რომ დაიბნა და ვერ შეძლებს თამაშის გაგრძელებას, განათებით სხვა სცენაზე გადავდივარ. სამაგიეროდ ის სცენა გვივარდება, მაგრამ რას ვიზამთ. მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი" იყო სცენა, სადაც "გარდაცვლილები" იწვნენ. მე თუ დათქმულ დროს არ გადავიტანდი განათებას სხვა მოქმედებაზე, ეს ჩვენი "მკვდრები" წამოხტებოდნენ და წარმოიდგინეთ, რა სირცხვილს ჭამდნენ მაყურებლის წინაშე. მხოლოდ მსახიობებს არ მოსდით შეცდომები. მეც შემშლია რაღაცეები.
ბატონი მიშა იტყოდა ხოლმე, მსახიობები შეშლილები არიან, აბა, სხვა შემთხვევაში სცენაზე არ იდგებიანო. თეატრის თითოეული მუშაკი ვცდილობთ, მაყურებელი მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. ამის გამო ბევრი ნერვიულობა და შრომა გვიწევს, მაგრამ მაყურებელი რომ მსახიობს ტაშს უკრავს, ეს ყველაფერს ანაზღაურებს. იქ ხომ ჩვენი შრომაცაა. ის ტაში და ოვაცია ყველას, მათ შორის გამნათებლებსაც გვეკუთვნის.
თქვენ არ იცით, რა ხდება კულისებს მიღმა. იქ დიდი სამყაროა. თქვენ კი არა, მსახიობებმაც არ იციან, რა ხდება კულისებში, როცა ისინი სცენაზე დგანან. თეატრში ტექნიკურ პერსონალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსახიობები მხოლოდ თამაშობენ, დანარჩენზე ჩვენ ვზრუნავთ. მაგალითს ისევ "ჩვენი პატარა ქალაქიდან" მოვიყვან. იქ იყო სცენა, სადაც რუსიკო ბოლქვაძე მიდიოდა ჩაიდანთან. ამ ჩაიდანთან იდო თეფში, თეფშზე – კოვზი. იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დევს ეს კოვზი. ოდნავ მიბრუნებულიც კი არ უნდა იყოს. მსახიობს რომ დეკორაცია ისე არ დახვდეს, როგორც რეპეტიციაზე იყო, შეიძლება დაიბნეს, დაიძაბოს...
თუმანიშვილის თეატრი ცოტა განსხვავებულია, არასტანდარტულია. იქ კულისები არ არის და სცენა ღიაა. შესაბამისად, ტექნიკურ პერსონალს ცოტა გვიჭირს მუშაობა. მე მხოლოდ ორი რამპა მაქვს. ამ ორი რამპით შეიძლება ცხრა სცენის განათება მომიწიოს. დავუშვათ, გადაიწვა ნათურა. არ მაქვს მეორე, რომ შევცვალო. რომც მქონდეს, მაინც ვერ მოვასწრებ... აი, ამაშია უბედურება.
– თქვენს ხელში რამდენიმე თაობამ გამოიარა. რას ამჩნევთ, რითი განსხვავდებიან დღევანდელი თაობის მსახიობები წინა თაობისგან?
– წინა თაობის მსახიობებსაც ჰქონდათ სცენაზე მომენტები, როცა რაღაც უვარდებოდათ ან არ გამოსდიოდათ. ისე, უნდა გითხრათ, რომ მათ უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდათ. ალბათ ეს ბილეთის ფასითაც იყო გამოწვეული. მაშინ მანეთი, მანეთნახევარი ღირდა ბილეთები. ახლა ჩვენთან ბილეთების საშუალო ფასი 10 ლარია. დღეს, ვისაც ფული აქვს, დამიჯერეთ, თეატრი ნამდვილად არ აინტერესებს და არ უნდა. თუმანიშვილში პატარა დარბაზი გვაქვს, ამიტომ აივნიდან მაყურებელს სულ ვხედავ. მდიდრები სპექტაკლს კი არ უყურებენ, ტელეფონზე თამაშობენ. დავუშვათ, ვიღაც ცხრა საათზე რესტორანში უნდა იყოს და ჯერ შვიდია. ამ დროს გამოივლის და ნახავს, რომ თუმანიშვილში სპექტაკლია, შემოვა და დროს გაიყვანს, თან საათს დაჰყურებს, რომ რესტორანში არ დააგვიანდეს.
გარედან არ ჩანს, აქ რა ხდება. თეატრი ძალიან შურიანია. მე აქ ყველაფერს კარგად ვხედავ. სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ იყვნენ და არიან ისეთი მსახიობები, რომელთაც ყოველთვის თავიანთთვის უნდათ კარგი როლები და სხვისი წარმატება შურთ. ბევრი ინტრიგაა. მაგრამ იცით, მთავარი რა არის? ადამიანებს, რომლებიც ინტრიგებს ხლართავენ, ბოლოს აუცილებლად მოსთხოვს თეატრი პასუხს. ისე იხდიან საქმეს, რომ არსად მიესვლებათ. არც ერთი თეატრი არ იღებს მათ. მე ამ ყველაფრის შეგუებაში ჩემი პატარა მაყურებელი დამეხმარა. ის მაყურებელი, რომელიც თოჯინების თეატრს ყოველთვის ჰყავს და ყველაზე გულწრფელები და საყვარლები არიან. ამდენი ხანია აქ ვმუშაობ და ბევრისგან ბევრი რამ მწყენია. ვიღაცაზე ძალიან გავბრაზებულვარ და მითქვამს, მორჩა, მე მივდივარ–მეთქი. მეორე დილით მივალ თოჯინების თეატრში, პატარა ანგელოზები დამხვდებიან გარეთ, რომლებიც დიდი ინტერესით კითხულობენ, რა თეატრი იქნება დღესო. ისიც კი არ იციან, რომ თეატრი კი არა, სპექტაკლი უნდა თქვან. საკმარისია, ამ ბავშვებს დაველაპარაკო, რომ ყველა წყენა მაშინვე მავიწყდება.
– რომელ სპექტაკლებს ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი?
– ძირითადად მაყურებელი ჰყავს სპექტაკლს "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". გვაქვს ახალი სპექტაკლი "შვიდი პეპი". მოდაში შემოვიდა აბსურდული სპექტაკლები. მე გულს ვერ ვუდებ, მაგრამ ვცდილობ, ნელ–ნელა შევეჩვიო. აბსურდულ სპექტაკლს აბსურდული განათება სჭირდება და ალღო ვერ ავუღე.
– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
– ორი შვილის მამა ვარ. გოგოს ელა ჰქვია და ბიჭს – რატი.
– რომელიმე თუ დაინტერესდა თეატრით?
– ორივე თეატრში მუშაობს. ბევრი ვეცადე, მაგრამ რატი ვერაფრით დავითანხმე, რომ განათება ესწავლა და ჩემი გზა გაეგრძელებინა. თუმანიშვილის თეატრში სცენის მთავარი მემანქანეა. ელა მეგარდერობე იყო და ახლა მთავარი ადმინისტრატორია. ბავშვობა ორივემ თოჯინების თეატრში გაატარა. რომ გაიზარდნენ, თუმანიშვილში გადმოინაცვლეს. ასე რომ, თეატრალური ოჯახი გვაქვს.
– თქვენი სამუშაო გრაფიკი როგორია?
– ჩვენ გრაფიკი არ გვაქვს. თეატრში ღამეებიც გაგვითენებია. ხანდახან რეპეტიცია არ გვქონია, მაგრამ მე მიმუშავია გათენებამდე. ათასი რაღაც არის გადასასწორებელი. აბსოლუტური სიზუსტის დაცვა მმართებს, ზუსტად უნდა განვსაზღვრო, რა დროს რამდენი პროცენტით უნდა გავანათო რამპა.
ერთ რაღაცას კიდევ მოგიყვებით. ერთ–ერთი სამმოქმედებიანი სპექტაკლის ჩვენება უნდა დაწყებულიყო. მოვიდა რეჟისორი, ვინაობას არ გავამხელ, მითხრა, რა განათებაც მესამე მოქმედებაში იყო, პირველში გადმოიტანე, დანარჩენი არაფერი შეცვალოო. იცით, ამის თქმა რას ნიშნავს მაშინ, როცა ერთი სცენის განათებაზე დღე და ღამე მიმუშავია, ზუსტად განმისაზღვრავს ყველაფერი, შენ კი სპექტაკლის დაწყების წინ მეუბნები, რომ ცვლილება შევიტანო? დაუგეგმავად სცენის განათება საშინელებაა! ეს ერთადერთი შემთხვევა იყო და ძალიან ვინერვიულე.
– როგორი შემოსავალი აქვს დღეს გამნათებელს ჩვენს ქვეყანაში?
– გამნათებლის პროფესია დაფასებული არ არის. კომუნისტების დროს ტექნიკურ პერსონალს კარგი ანაზღაურება გვქონდა. მსახიობებისგან განსხვავებით, ჩვენ პრემიებსაც გვიწერდნენ. მაშინ ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეზე მეტი ხელფასი მქონდა.
– ყოველდღიური ურთიერთობა გქონდათ მიხეილ თუმანიშვილთან. როგორი იყო ის თავის სამყაროში, ხალხის თვალისგან მოცილებული?
– მიშა თუმანიშვილს ჰქონდა ერთი თვისება: თუ დარწმუნებული არ იყო, რომ ესა თუ ის სპექტაკლი მის თეატრს სჭირდებოდა ან თავად სულითა და გულით არ უნდოდა მისი დადგმა, ხელს არ ჰკიდებდა. ჩემთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ბატონ მიშას ძალიან განათებული სცენა უყვარდა. ის იყო ჩვენი, ტექნიკური პერსონალის დამცველი. ყველას აუკრძალა ჩვენთან კამათი, თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ, მე მითხარით და მე ვეტყვი ამათო. როცა რაღაც სპექტაკლის დადგმას იწყებდა, აზრს ყველას გვეკითხებოდა, მითხარით, რა მოგწონთ და რა არაო. ჩვენი ფასი კარგად იცოდა. ამბობდა ხოლმე, კარგი მსახიობის შოვნა არ არის ისეთი რთული, როგორც კარგი ტექნიკური პერსონალის აყვანაო. ხშირად იმის გამო, რომ ჩვენ გვითქვამს, ასე აჯობებსო, სპექტაკლი გადაუკეთებია.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში