სათვალის მეტამორფოზები
მსოფლიოში ყველაზე მოდური აქსესუარი შუა საუკუნეების ბერმა შექმნა
ვისაც ნებისმიერი სახის სათვალე გამოუყენებია ან ის ბებიების ცხვირზე "წამოსკუპებული" დაუნახავს, ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, ვინ, სად და როგორ გამოიგონა ეს საოცარი საშუალება. სამწუხაროდ, არ არის შემონახული ცნობა, თუ ვინ გამოიგონა ეს მეტად საჭირო ნივთი, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომელთა დამტკიცებას მკვლევრები დღემდე ცდილობენ.
ერთ–ერთი ვერსიით, სათვალე ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეიკონმა შექმნა 1266 წელს. თურმე ის ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და გამადიდებელი შუშა მიიღო. ბერმა მინა შემთხვევით დადო გადაშლილ წიგნზე და გაოცდა, როცა გადიდებული ნაწერი დაინახა. მას შემდეგ ბეიკონი კითხვის დროს გამადიდებელ შუშას იყენებდა.
მეორე ვერსიით, 1280 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა სალვინო დელია არმატიმ დაამზადა პირველი სათვალე. მის მიერ შექმნილი სათვალე 2 გამადიდებელი ლინზისგან შედგებოდა, რომლებიც ისე ადიდებდნენ საგნებს, რომ ადამიანს მათი უკეთ დანახვა შეეძლო. გენიალურმა მხატვარმა, მუსიკოსმა, მოქანდაკემ და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც თავისი მიგნებებით დღესაც ყველას აოცებს, პირველმა წამოაყენა იდეა კონტაქტური ლინზების თაობაზე. თავის კოდექსში "თვალის შესახებ" მან აღწერა მილი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩამაგრებულია ლინზები, რომელთა შორის ჩასხმულია წყალი და, მისი აზრით, ეს მოწყობილობა უნდა ემსახურებოდეს მხედველობის კორექციას. ლეონარდო და ვინჩის იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერშელის თვალს დაადეს გამჭვირვალე ჟელეს ფენა, რომლის მეშვეობითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.
სათვალის შესახებ კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან უარყო და შერისხა სათვალე, აგრეთვე მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს, რადგან სათვალის პოპულარობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა. მე–16 საუკუნეში ევროპას სათვალით ამარაგებდნენ გერმანია და იტალია. 1784 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა ორმაგშუშიანი სათვალე, ე.წ. ბიდოკალიური, რასაც მოჰყვა ერთლინზიანი სათვალე მონოკლისი და ბინოკლის გამოგონება.
სათვალე–ლორნეტი მასობრივად მზადდებოდა მე–18 საუკუნის 90–იანი წლებიდან, ხოლო მეტნაკლებად სრულყოფილი ლინზები მე–19 საუკუნის 30–იან წლებში გამოუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა თანამედროვე, თითქოსდა უფრო მოსახერხებელი კონტაქტური ლინზები, სათვალე მაინც რჩება მხედველობის კორექციის შეუცვლელ საშუალებად. იგი არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, არ უშლის ხელს თვალს, რომ "ისუნთქოს". კონტაქტური ლინზებისგან განსხვავებით, სათვალე შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოვიხსნათ ან შევცვალოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბევრის სახეს ძალიან უხდება შესაფერი ფორმის სათვალე.
უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანები მზისგან თვალების დაცვას ცდილობენ. მზის სათვალის პირველ კვალს ჩინეთში მივყავართ. დაახლოებით მე–12 საუკუნეში უკვე იყენებდნენ მზის სათვალის მსგავს ნივთს. ჩინელები იღებდნენ მუქ მინერალს, რომლის სახელიც უცნობია, მისგან კი ბრტყელ შუშებს ამზადებდნენ, რომელიც, ასე ვთქვათ, დაბურული იყო. ასეთი სათვალე ალბათ არც ისე კომფორტული გახლდათ. აღსანიშნავია, რომ დაბურულშუშებიან სათვალეს იმჟამინდელი მოსამართლეები თვალების დასამალად იყენებდნენ, რათა სხვებს მათი თვალების გამომეტყველება არ დაენახათ.
ჯეიმს აისკოუჰმა 1752 წელს დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ სათვალის მინები შეეფერა, თუმცა ის სულაც არ ცდილობდა მზისგან დამცავი სათვალის შექმნას. მას ის უფრო აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ლურჯი და მწვანე სათვალიდან დანახული სამყარო, რადგან ეგონა, რომ ასეთ სათვალეს გარკვეული ოფთალმოლოგიური პრობლემების მოხსნა შეეძლო.
მზის სათვალე, როგორსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, 200 წლის წინ საფრანგეთში გამოიგონეს და ნაპოლეონის ჯარისკაცების თვალების დასაცავად იყო განკუთვნილი. მას შემდეგ ტექნოლოგიის სრულყოფა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გრძელდებოდა.
განსაკუთრებულად პოპულარული სათვალე \ საუკუნიდან გახდა. დასაწყისში მას ძირითადად მსახიობები იყენებდნენ, ოღონდ არა – მოდის გამო, არამედ იმიტომ, რომ გადაღებების დროს ძალიან მძლავრი განათება იყო და თვალები უწითლდებოდათ.
ასე რომ, ის, რაც დღეს ჩვენთვის არამარტო მხედველობისთვის აუცილებელი საშუალება, არამედ სუპერმოდური აქსესუარია, სრულიად შემთხვევით შეიქმნა.

კავშირი ტეგთან: აქსესუარი

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში