"არ გვინდა, საგრიმიოროდან მსახიობი ნერვებმოშლილი გავიდეს"
ინგა ჭკუასელი: "როცა მსახიობები სცენაზე თამაშობენ, ჩვენ დარბაზში ვსხედვართ და ჩვენი ნამუშევრით ვტკბებით".
თეატრის სცენაზე მსახიობების სრული გარდასახვა ხდება. იცვლება მათი ემოცია, ჟესტიკულაცია, გამომეტყველება, ხმის ტემბრი და ძალიან ხშირად გარეგნობაც. 20 წლის მსახიობი მოხუცის როლს ისე თამაშობს, რომ ძნელია, მასში ახალგაზრდა ამოიცნო. ეს ყველაფერი კი გრიმიორის ოსტატობაზეა დამოკიდებული.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს სამი გრიმიორი ემსახურებათ. უფროსი, მარინა კოსენკო, ბოლო ორი წელია, რაც ამ თეატრშია, მანამდე ოპერის მსახიობებთან მუშაობდა. ინგა ჭკუასელი ათი წელია, რაც მარჯანიშვილშია. ყველაზე დიდი სტაჟი კი ზოია ბერძენიშვილს აქვს, ის 41 წელია თეატრის გრიმიორია. სამწუხაროდ, მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ. საგრიმიოროს ამბები მარინამ და ინგამ გვიამბეს.
მარინა: უნდა გითხრათ, რომ ოპერაში მუშაობა უფრო რთული იყო. გაცილებით რთული გრიმი კეთდებოდა და უფრო დატვირთულიც ვიყავი.
ინგა: მახსოვს, მარინა ჩვენთან რომ მოვიდა, ძალიან ეშინოდა, ვერაფრით ბედავდა აქ მუშაობის დაწყებას.
მარინა: თავიდან მართლა ძალიან შევშინდი. ამხელა თეატრი, დასი რომ დავინახე და გავაცნობიერე, რომ ბატონ ლევან წულაძესთან ერთად უნდა მემუშავა, დავიბენი. დასაწყისისთვის ვითხოვე, ერთ–ერთი სპექტაკლი ჩაებარებინათ ჩემთვის, ვნახოთ, როგორი გამომივა–მეთქი. როგორც ჩანს, კარგი გამოვიდა, ყველას მოეწონა და ამიყვანეს.
– მთავარი გმირების გრიმი ალბათ პირველ რიგში კეთდება და უფრო საპასუხისმგებლოა.
მარინა: მსახიობებს ერთმანეთისგან არ გამოვარჩევ, უპირატესობას არავის ვანიჭებ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მთავარ როლში და ვინ თამაშობს მეორეხარისხოვან როლს. ყველას თანაბარ დროს და ყურადღებას ვუთმობ. არ მინდა, ვინმე დამემდუროს და მითხრას, ვიღაცას ჩემზე წინ აყენებო. ყველა ძალიან მიყვარს. მსახიობებს ყოველთვის ვეკითხები, რა და როგორ უნდათ. ამ ხნის განმავლობაში მათი გემოვნება და ხასიათი კარგად შევისწავლე. კონფლიქტი არასოდეს მოგვსვლია. არ გვინდა, ვინმე საგრიმიოროდან ნერვებმოშლილი გავიდეს. მათი უკმაყოფილება თამაშზეც აისახება. ჩვენით დაწყებული და გამნათებლით დამთავრებული, ყველა ვცდილობთ, მსახიობებს სცენაზე მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.
– მსახიობებს უთანხმებთ, როგორი მაკიაჟი უნდა გაუკეთოთ?
მარინა: როცა მსახიობი გრიმის გასაკეთებლად შემოდის, პირველ რიგში, მის როლს ვეცნობით, შემდეგ კოსტიუმს ვნახულობთ. მსახიობს ჩამოყალიბებული აქვს, როგორი მაკიაჟი ურჩევნია. მის აზრს ვისმენთ და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ ვიღებთ. მის მიერ მოფიქრებულ მაკიაჟს შეიძლება რაღაც დეტალები შევმატოთ ან პირიქით – დავაკლოთ.
– როგორც ვიცი, მათ ვარცხნილობებზეც თქვენ ზრუნავთ.
ინგა: ვარცხნილობებს ჩვენ ვუკეთებთ. პარიკებს მარინა აკეთებს. ხანდახან ხდება, რომ სცენაზე მსახიობს გრიმი უფუჭდება ან პარიკი ებრიცება, მაგრამ ეს ხალხისთვის შესამჩნევი არასოდეს ყოფილა. როცა მსახიობები სცენაზე თამაშობენ, ჩვენ დარბაზში ვსხედვართ და ჩვენი ნამუშევრით ვტკბებით. კარგია, როცა შენი ნამუშევარი თვითონვე მოგწონს.
– ახალ თაობის მსახიობები საკუთარი გარეგნობის მიმართ მომთხოვნები არიან?
ინგა: ამ თაობის მსახიობებს ძალიან უყვართ სარკის წინ ტრიალი. ამის გამო სულაც არ ვამტყუნებ მათ. სცენაზე დგანან და ხომ უნდათ, კარგად გამოიყურებოდნენ, არა?! ახლა თქვენ რომ უნდა მოსულიყავით, მე და მარინა გამოვიპრანჭეთ, ვიფიქრეთ, ჟურნალისტები არიან, ამდენი ხალხი გვნახავს ჟურნალში და კარგად გამოვჩნდეთ–თქო. ამის შემდეგ როგორ შემიძლია მსახიობი გავამტყუნო და ვთქვა, ზედმეტად იპრანჭება–მეთქი. ძველი თაობის მსახიობები ამ ყველაფერს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი სისადავეს ანიჭებდა უპირატესობას. გიზო ჟორდანიას სპექტაკლში "კაცია–ადამიანი?!" დარეჯანის როლს ქეთი ჩხეიძე თამაშობს. ქეთიმ მოისურვა, თანამედროვე დარეჯანი ყოფილიყო და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი პერსონაჟი თანამედროვე გაგვეხადა. არც იმ ეპოქიდან უნდა ამოვარდნილიყო და თანამედროვე სტილიც უნდა შეგვენარჩუნებინა. ამიტომ მკვეთრი მაკიაჟი სადა, თანამედროვე გრიმით შევცვალეთ.
– ალბათ ქალები უფრო მომთხოვნები არიან, ვიდრე მამაკაცები.
მარინა: რა თქმა უნდა. ქალებს მეტად უყვართ პრანჭიაობა. უფრო მეტს ითხოვენ, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანია.
ინგა: თუმცა გვყავს ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც არანაკლებ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, ვიდრე ქალები.
– რომელიმეს დაგვისახელებთ?
ინგა: მაგალითად, ზვიად სხირტლაძე. ორი საათით ადრე მოდის, რომ თავი მოიწესრიგოს. ყველაფერს თავის დროზე, წყნარად, მშვიდად აკეთებს. ძალიან მოწესრიგებული ადამიანია. სპექტაკლ "არტ ხელოვნებაში" თამაშობენ ალეკო მახარობლიშვილი, ზურა ყიფშიძე და მიშა გომიაშვილი. მათ ისეთი როლები აქვთ, რომ სულაც არ სჭირდებათ გრიმის გაკეთება. სცენაზე პირდაპირ გრიმის გარეშე გადიან. სამივე არაჩვეულებრივი მსახიობია. ისინი რომ სცენაზე დადგებიან, დარბაზი დადებითად იმუხტება. ეს სპექტაკლი 18 წელია გადის და ყოველ მორიგ ჩვენებაზე დარბაზი მაყურებლით ივსება.
– საგრიმიორო ოთახს საჭორაო ოთახსაც ეძახიან ხოლმე. ალბათ თქვენს ოთახშიც ხშირად ჭორაობენ მსახიობები.
მარინა: კი, მართლა საჭორაო ოთახია საგრიმიორო, მაგრამ როცა ჩვენ ვმუშაობთ, არასოდეს ვისმენთ, რაზე ლაპარაკობენ ისინი. მთლიანად სამუშაოზე ვართ კონცენტრირებული. თუ სცენაზე გასასვლელად არ ვამზადებთ, ჩვენც მათთან ერთად ვჭორაობთ. ძირითადად სამუშაოზე ლაპარაკობენ. ტექსტებს იმახსოვრებენ, ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს აძლევენ...
– სპექტაკლის დასრულების შემდეგ გრიმის მოშორებაც თქვენ გევალებათ?
მარინა: არა, ქალები თვითონ იშორებენ გრიმს. მე შემიძლია, სველი ხელსახოცი და ბამბა მივაწოდო. მამაკაცები კი მაკიაჟს არ არიან მიჩვეული და ჩვენ ვეხმარებით მოცილებაში.
– მსახიობებს ხშირად უწევთ გრიმის გაკეთება, რაც სახის კანს აზიანებს. თქვენ, როგორც პროფესიონალი, რა რჩევებს აძლევთ მათ კანის მოსავლელად?
მარინა: წესით, თეატრალურ ფაკულტეტზე ყველა მსახიობს უნდა ასწავლონ, რა უნდა გააკეთონ გრიმის დადების წინ და მოშორების შემდეგ. ახალგაზრდა მსახიობებმა კი არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ გრიმმა კანი არ გაუფუჭოთ. მე მიწევს ყველასთვის სწავლება, განსაკუთრებით ახლბედა მსახიობებისთვის. მშრალ კანს სხვანაირი მოვლა სჭირდება, ცხიმიანს – სხვა. სანამ გრიმს გაიკეთებენ, სახე აუცილებლად უნდა გაიწმინდონ ლოსიონით. შემდეგ წაისვან მკვებავი კრემი. ეს ქალებს ეხებათ. მამაკაცის კანს კი ძალიან უხდება ბავშვის ჩვეულებრივი კრემი. სულ იმას ვეუბნები მსახიობებს, რომ გრიმის მოშორების შემდეგ, ვისაც მშრალი კანი აქვს, აუცილებლად წაისვან მკვებავი კრემი. მამაკაცებს გრიმს ტუალეტის წყლით ვაცილებთ.
– ყველაზე რთულად გასაკეთებელი გრიმი როგორ პერსონაჟებს აქვთ?
მარინა: ზოგ მსახიობს ძალიან პატარა შუბლი აქვს და ჩვენ გვიწევს მისი გადიდება. შუბლი რომ გადიდდება, თვალიც უნდა გადიდდეს. ამ დროს ვმუშაობთ წარბებზეც, რომ დიდი შუბლის შესაფერისი იყოს. ამისთვის სპეციალურ პარიკს, ფანქრებს ვიყენებთ. ზღაპრის პერსონაჟებს როცა თამაშობენ, მაშინ ძალიან რთული სამუშაოს შესრულება გვიწევს, რადგან ზოგჯერ მსახიობს ცხოველის გრიმს ვუკეთებთ. ასევე ძნელია, როცა ახალგაზრდა მსახიობი სპექტაკლისთვის მოხუცად უნდა გადააქციო ან პირიქით, ასაკოვან მსახიობს ახალგაზრდას გრიმი მოარგო... ყველაზე რთული გასაკეთებელი კი სახის გადიდებაა. ურთულესი სამუშაოა, როცა რომელიმე მსახიობს გამხდარი სახე აქვს და ჩვენ უნდა გავაპუტკუნოთ. გამხდარი მსახიობების მსუქან ადამიანებად გადაქცევაც გვიწევს. საქმეს ისიც ართულებს, რომ საჭირო მასალა არ გაგვაჩნია და ძალიან ვწვალობთ.
ქეთი დინოშვილი

კავშირი ტეგთან: მსახიობები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში