თევზები კვირაში ერთი დღე აშიმშილეთ
თევზები კვირაში ერთი დღე აშიმშილეთ
ინტერიერის გალამაზებისა და მრავალფეროვნებისთვის უპირატესობას ბუნებრივ სილამაზესაც ანიჭებენ. ერთ–ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება აკვარიუმი დავასახელოთ. მაგრამ აკვარიუმსა და მასში მოთავსებულ თევზებს სპეციფიური მოვლა სჭირდებათ. ამ თემაზე კონსტანტინე ბაინდურაშვილი გვესაუბრა.
– ჩვეულებრივ, სახლის პირობებში, როგორ შეიძლება აკვარიუმის დადგმა და თევზის მოვლა. რა ფორმის აკვარიუმს ენიჭება უპირატესობა?
– მრგვალ აკვარიუმში ერთი თევზის ყოლა სავსებით შესაძლებელია. ის ამფიბიასავითაა და პრობლემები არ შეექმნება. ჰაერითაც სუნთქავს და წყალშიც დიდხანს ძლებს. რა თქმა უნდა, არ გამრავლდება. მრავალფეროვნებისთვის კი უმჯობესია, ბევრი და თან სხვადასხვა ფერის თევზის ყოლა. როცა მრგვალ აკვარიუმში ბევრი თევზია, ისინი თავს კომფორტულად არ გრძნობენ. აკვარიუმში გრუნტი უნდა იყოს. ისე უნდა მოაწყო აკვარიუმი, რომ თევზებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ზოგი სილამაზისთვის ხელოვნურ წყალმცენარეებს დებს. ბუნებრივ წყალმცენარეებს თევზები ჭამენ. აფრიკული ჯიშის თევზებს მოსწონთ ქვები, უყვართ დამალვა. ზოგი აკვარიუმის ერთ მხარეს ბუნების სურათს აკრავს, ზოგიც უბრალოდ ლურჯ ფონს ან სარკეს. ასეთ შემთხვევაში აკვარიუმი დიდი მოცულობის ჩანს. თევზი უნდა გიყვარდეს, რომ მისი მოვლა შეძლო.
– თუ აკვარიუმში ორი სხვადასხვა ჯიშის თევზია, გამრავლდებიან თუ არა ისინი?
– არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა ჯიშის თევზის შეჯვარება ხდება. მყავს "თუთიყუშისა" და სისპილონის ნაჯვარი თევზი, მაგრამ ისინი სხვადასხვანაირები გამოდიან. ზოგი თუთიყუშს ემსგავსება, ზოგიც – სისპილონს.
– არის ისეთი ჯიშის თევზები, რომლებსაც აკვარიუმში წყლის გათბობა არ სჭირდებათ?
– ასეთ თევზებს ცივი წყლის თევზებს ეძახიან, ერთ–ერთი მათგანია კალმახი, მაგრამ მისი აკვარიუმში გაჩერება შეუძლებელია. წყალსაცავებში ჰყავთ, ამრავლებენ და ყიდიან. არის ცივი წყლის თევზი, რომელსაც ოქროს თევზი ჰქვია. მაგრამ თუ წყლის ტემპერატურა 18 გრადუსზე ნაკლებია, ვერ უძლებს, სუსტდება და არც აქტიურობს. თევზი აქტიური უნდა იყოს, რომ უყურო მათ მოძრაობას და გესიამოვნოს.
– ყველაზე პატარა აკვარიუმი რა ზომის შეიძლება იყოს?
– 10 ლიტრიანიც შეიძლება იყოს. მთავარია, თევზი ჩაეტიოს და მოძრაობა შეძლოს. დიდი თევზი რომ პატარა აკვარიუმში ჩასვათ, ვერ გაძლებს, დაანგრევს იქაურობას. ერთმა ჩემგან დიდი თევზი წაიყვანა და მალევე უკან მოიყვანა, კინაღამ აკვარიუმი დაანგრია და ვეღარ გავაჩერებო. ეს თევზი 2 კილოგრამზე მეტს იწონიდა, ამიტომ დიდი სივრცე სჭირდებოდა. აკვარიუმში თევზს სანამ ტრიალი შეუძლია, იზრდება. 60–70 სანტიმეტრს აღწევს. ასეთია, მაგალითად, ზვიგენის ჯიშის თევზი ჩელანჯერი.
– ერთ აკვარიუმში სხვადასხვა ჯიშის თევზის მოთავსება რა შემთხვევაში არ შეიძლება?
– ორივე უნდა იყოს მშვიდობიანი ან მტაცებელი, ერთმანეთი რომ არ შეჭამონ. ჩვეულებრივ, მაგალითად, საქონლის ხორცს ყველა მტაცებელი თევზი ჭამს, საკვებიც, რომლითაც მათ ყოველდღიურად ვკვებავ, ხორცს შეიცავს. თევზს რაც ბევრს აჭმევ, მით მეტს შეჭამს, მაგრამ ასე არ შეიძლება. დაავადდება და მოკვდება. დღეში ერთხელ დაახლობით ორი სუფრის კოვზ საჭმელს ჩავუყრი ხოლმე. საკვების ეს რაოდენობა 15 თევზს ყოფნის. საერთოდ, ერთგვარი განტვირთვისთვის რეკომენდებულია კვირაში ერთი დღე აშიმშილო, ამ დროს თევზი იწმინდება. შიმშილის მიუხედავად, მაინც აქტიურები არიან. დიდ თევზებთან პატარა თევზის მოთავსება არ შეიძლება, მოკლავენ. შეიძლება შეჭამონ კიდეც. დანარჩენი თევზები მკვდარ თევზს ძიძგნიან ხოლმე.
– თევზი საკვების გარეშე საშუალოდ რამდენ ხანს ძლებს?
– ყოფილა შემთხვევა, როცა თევზებს ორი კვირაც არ უჭამიათ და არაფერი მოსვლიათ. როცა არ კვებავ, წყალში არსებული მიკრობებით იკვებებიან.
– ყველაზე ძალიან რომელი თევზი მოსწონთ, რომელს ყიდულობენ?
– ყველაზე ძალიან ასტრანავტუსი მოსწონთ, მაგრამ მე, მაგალითად, ამ თევზს არ ვყიდი. იშვიათი თევზია და ჩემთვის მინდა.
– როცა თევზი ქვირითს ყრის, ის სხვა აკვარიუმში უნდა მოთავსდეს?
– უმჯობესია სხვა აკვარიუმში გადავიტანოთ. ქვირითს თეზები ორი დღე უვლიან და მერე შეიძლება შეჭამონ. ქვირითის სხვა აკვარიუმში გადატანის შემთხვევაში, ახალ აკვარიუმშიც იგივე ტემპერატურის წყალი უნდა დახვდეს. წყლის ტემპერატურა 25 გრადუსი უნდა იყოს. თუ წყლის თემპერატურა 23 გრადუსზე ნაკლებია, თევზი მოიწყენს, პასიური ხდება, საჭმელადაც არ ამოდიან წყლის ზედაპირზე. ეს ტბაზეც ასეა, ზამთარში მეთევზე თევზს ვერ დაიჭერს, ამ დროს მათ სცივათ და მხოლოდ ფსკერზე არიან.
– აკვარიუმის თევზები რა დაავადებით ავადდებიან?
– სოკოთი. ეს შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის უეცარმა ცვლილებამ. ან აკვარიუმში თუ დაავადებული თევზი ჩავსვით, სხვებსაც გადასდებს. ხანდახან სხვა აკვარიუმიდან მოყვანილი თევზი ახალ გარემოს ვერ ეგუება და ავადდება. თუ კანზე თეთრი წერტილები შეამჩნიეთ, ესე იგი, სოკოთი არიან ავად, ამ დროს დაავადებული ადგილი ექავებათ და ქვებზე გაცურდებიან და გაუხახუნებენ ხოლმე, მერე სულ თეთრდებიან და კვდებიან. ასეთი შემთხვევები ხშირადაა მათთან, ვინც ახალბედაა და არ იცის, აკვარიუმს როგორ მოუაროს. არის სპეციალური წამალი, რომელიც პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება გამოვიყენოთ და ჩავასხათ აკვარიუმში. მარილწყალსაც აკეთებენ და ასხამენ, სოკოს ესეც შველის, მაგრამ არ განკურნავს. თევზი როცა ახალ აკვარიუმში გადაგვყავს, სანამ შეეგუება, შეიძლება დაგემალოს კიდეც. ახალ გარემოსთან შეგუება განსაკუთრებით ზვიგენის ჯიშის თევზებს უჭირთ. ერთხელ 2 ზვიგენი მაჩუქეს. ვერც ერთი ვერ შეეგუა ახალ აკვარიუმს და მოკვდნენ.
– აკვარიუმი რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს?
– დიდი აკვარიუმი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, მასში ჩადის 1 ტონა და 200 ლიტრი წყალი. გრუნტიდან ამოდის სიფონით წყალი, რასაც ჭუჭყი ამოჰყვება. ფილტრები, ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს, თორემ ჟანგბადსაც არ მიაწვდის. წყალი რამდენიც აკლდება გასუფთავების დროს, იმდენს ვამატებ. ამბობენ, რომ დამდგარი წყალი უნდა ჩაასხათ აკვარიუმში, მაგრამ მე პირდაპირ ონკანიდან აღებულ წყალს ვამატებ, ოღონდ დილის საათებში აღებული წყალი უფრო მეტად ქლორიანია და იმის აკვარიუმში ჩასხმა არაა სასურველი. თუ თევზი ქვირითის დასაყრელად ემზადება და იმ დროს ახალ წყალს ჩავასხამთ აკვარიუმში, ის ღიზიანდება და ქვირითს უფრო მალე დაყრის. აკვარიუმის წყლისგან მთლიანად დაცლა არ შეიძლება. თუ აკვარიუმის მინა დაიბინდა, არის სპეციალური საწმენდები, რომლებსაც მაგნიტი აქვს. ერთი აკვარიუმის შიგნით თავსდება, მეორე – გარეთ. გარეთ რომელიც არის, იმას ამოძრავებ სასურველი მიმართულებით, ამ დროს შიგნით არსებული საწმენდი ასუფთავებს ჭუჭყს. მაგრამ შიგნიდან აკვარიუმი იშვიათად იბურება, თუ აკვარიუმში სხვა თევზებთან ერთაადაა ე.წ. გამწმენდი თევზი, რომელსაც ტერიბო–პლიხტი ჰქვია, ის ლოქოს ჯიშს მიეკუთნება.
– თქვენ გყავთ ცალთვალა თევზიც, რა ჰქვია ამ ჯიშს?
– ესეც ზვიგენის ჯიშის თევზია – პანგასი. ტრაპიზონიდან 5 ცალი ჩამოვიყვანე. ერთი ცალთვალა აღმოჩნდა. ყიდვისას არც შემიმჩნევია. როცა საზღვარგარეთ თევზს ყიდულობ, მათ ასხივებენ, გამრავლება რომ ვერ შეძლონ.
– რა არის ერთი თევზის საშუალო ღირებულება?
– მტაცებელი თევზების ჯიშის ფასი 5 ლარიდან იწყება, გააჩნია რა ზომისაა. მაგალითად, დიდი ზვიგენი 200 ლარი ღირს. უფრო ფერადი თევზები მოსწონთ.
თეა გულედანი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში