რატომ ხდება ბავშვი აგრესიული და შურიანი
შვილების კრიზისული ასაკი არ გამოგეპაროთ
მშვიდი, მოსიყვარულე პატარა ერთ დღეს რადიკალურად შეიცვალა – აგრესიული, უხეში და მავნე გახდა. საინტერესოა, რასთან არის ეს დაკავშირებული, რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა ბავშვების კრიზისულ ასაკთან დაკავშირებით და როგორ უნდა შევუმსუბუქოთ პატარებს ეს პერიოდი?
ცნობილია, რომ ბავშვების ცხოვრებაში არსებობს გარკველი პერიოდები, როდესაც ისინი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო აგრესიულები, გაღიზიანებული და ჭირვეულები არიან. ეს ძირითადად 2–3, 6–7 და 13–14 წლის ასაკია. ასეთი მდგომარეობის მიზეზი ძირითადად ბავშვების ნეგატივიზმთან, "მე"–ს გაცნობიერებასთანაა დაკავშირებული.
პატარას აგრესიული ქმედება მშობლებმა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ, მოვახდინოთ მისი კორექტირება ზედმეტი ზეწოლისა და დათრგუნვის გარეშე. შიშმა, დასჯამ, ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება ბავშვი ნევროზულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, ან ერთ მშვენიერ დღეს მასში დიდი დოზით დაგროვილმა აგრესიამ ამოფეთქოს, თანაც არავინ იცის, რა ფორმით.
შვილის აგრესიული ქმედებებისადმი სწორი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც დროებითი გამოვლინება, რომელიც პატარას ცუდ განწყობასთანაა დაკავშირებული. გაცილებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რა იმალება ყოველივეს უკან.
შური – ხშირად აგრესიის მიზეზი შურია, კონკრეტულად კი ის ადამიანი, რომლის მიმართაც ის შურითაა განმსჭვალული. ასეთ დროს არ არის გასაკვირი, რომ პატარას სურვილი აქვს, თანატოლს შურის ობიექტი, მაგალითად, სათამაშო მანქანა გაუფუჭოს. შური იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი დარწმუნებულია, შეუძლია, ლიდერობა სხვა გზით დაიბრუნოს.
ამ შემთხვევაში მშობელი შვილს საკუთარი პიროვნების ძლიერი და დადებითი მხარის დანახვასა და რეალიზებაში უნდა დაეხმაროს.
ეჭვიანობა – ხშირად პატარები ცდილობენ, იმეგობრონ იმ თანატოლებთან, რომლებსაც მშობლები სამაგალითოდ მიიჩნევენ. ასეთ დროს ბავშვი ძალას არ იშურებს, რომ თითით საჩვენებელ თანატოლს დაემსგავსოს, რათა ქება–დიდება დაიმსახუროს.
გარდა ამისა, პატარები დედმამიშვილებზეც ხშირად ეჭვიანობენ. იმისთვის, რომ ბავშვმა მშობლების ყურადღება მიიქციოს, არაფერს ერიდება, აგრესიასა და ეჭვიანობასაც კი. ამ შემთხვევაში "ცუდი საქციელი", პატარას აზრით, ყველაზე კარგი გამოსავალია. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მშობელმა ყველა შვილის მიმართ სათანადო ყურადღება გამოიჩინოს, რათა რომელიმემ სითბოსა და სიყვარულის დეფიციტი არ იგრძნოს.
თავდაცვა – ბევრი პატარა თავისი აგრესიით "თავდაცვას" ცდილობს. ბავშვის ამგვარი აზროვნება უმეტესად მშობლების გავლენის შედეგია. ხშირად ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ დედას და მამას ბევრი რამის მიმართ რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ და ამის გამო ხშირად კამათობენ, ერთმანეთის მიმართ აგრესიულები ხდებიან. შვილს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა არაა და აგრესიითა და ჩხუბით ყველაფერი არ მოგვარდება. ჯობია, პრობლემა მშვიდი საუბრით გადაჭრან.
გარკვეულ სიტუაციებში პატარები არაადეკვატურადაც იქცევიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ცდილობენ, მშობლებისა და ახლობლების ყურადღება მიიპყრონ. ამაზე ყველა მშობელი ხშირად უნდა დავფიქრდეთ. იქნებ ჩვენს შვილებს ყურადღება აკლიათ და სითბოსა და სიყვარულის დეფიციტს განიცდიან? აუცილებელია შვილების წარმატებების საჯაროდ აღიარება. არ შეიძლება მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს პატარებს არ მოსწონთ და ხშირად სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო ავლენენ აგრესიას.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში