იაპონიის უძველესი მარგალიტი
იაპონიის უძველესი მარგალიტი
კიოტო იაპონიის უმნიშვნელოვანესი ქალაქია. თავდაპირველად, სანამ პრეფექტურების სისტემა შევიდოდა ქვეყანაში, კიოტო იაპონიის დედაქალაქად ითვლებოდა. პრეფექტურების სისტემის შემოღების შემდეგ ეს ტიტული ტოკიოს ერგო. დღესდღეობით იაპონელები თვლიან, რომ ორი დედაქალაქი აქვთ – ტოკიო და კიოტო. ეს უკანასკნელი, 12 საუკუნოვანი ისტორიით, შეიძლება ითქვას, რომ იაპონიის მარგალიტია.
კლიმატი
კიოტოსათვის ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. ტურისტების უმრავლესობა ქალაქს გაზაფხულსა და შემოდგომაზე სტუმრობს, რადგან ამ დროს სასიამოვნო სითბო და მშრალი ამინდებია. ოკეანეც საოცრად თბილი და მშვიდია, რაც მზის აბაზანებისა და გარუჯვის მოყვარულებისათვის ფრიად სასიამოვნო ფაქტორია.
ზაფხული წვიმებით იწყება. აგვისტოში ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის, ამიტომ გარეთ გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ზამთარი შედარებით წვიმიანი და გრილია. წელიწადის თითქმის ყველა სეზონზე ხშირია ქარები.
ენა
კიოტოში იაპონურის შემდეგ პოპულარულია ინგლისური, რომელზეც ძირითადად ახალგაზრები საუბრობენ. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური მეორად ენად ისწავლება.
ფული
იაპონიაში ეროვნული ვალუტა იენია. იენთან ერთად ტურისტულ ადგილებში შეგიძლიათ ევროთი ან ამერიკული დოლარით სარგებლობაც. მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 ნომინალიანი ბანკნოტები. 1 ამერიკული დოლარი 106,81 იენის, ხოლო 1 ევრო 158,28 იენის ტოლფასია. საკრედიტო ბარათების გამოყენება გაცილებით ადვილი და მოსახერხებელია. კიოტოში თავის გასატანად დღეში 5000 იენი სრულიად საკმარისი თანხაა. ევროპისა და აზიის ქვეყნებთან შედარებით, კიოტოში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, 20%–ით მაღალი ფასებია.
გადაადგილება
კიოტოს საკუთარი აეროპორტი არ აქვს, მას ქალაქ ოსაკაში მდებარე ორი აეროპორტი ემსახურება. ამ ორ ქალაქს შორის მგზავრობა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შეგიძლიათ. კიოტოში მოსახვედრად ევროპიდან და აზიიდან მიმავალი ტურისტები უპირატესობას მატარებელს ანიჭებენ, რომლის ბილეთები რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ. სისწრაფის თვალსაზრისით, მატარებელს ტოლი არ ჰყავს.
უამრავი საშუალებით ხორციელდება ქალაქში გადაადგილება. კიოტოს მეტრო ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია. გირჩევთ, პიკის საათებში მეტროთი მგზავრობას თავი აარიდოთ, რადგან გადატვირთულ მატარებელში შეიძლება გულიც კი წაგივიდეთ. სხვა მხრივ, მეტრო უსაფრთხოა. მეტროთი მგზავრობისათვის სპეციალური ბარათი უნდა შეიძინოთ, რომელზეც 500 იენი მაინც უნდა გქონდეთ დეპოზიტზე.
ავტობუსით მგზავრობა ნაკლებად კომფორტული, მაგრამ ხელმისაწვდომია. მისი ღირებულება 200 იენია. ქალაქში ველოსიპედით უფრო სწრაფად გადაადგილდებით, რადგან მუდმივად გადაჭედილ ქუჩებში ყოველთვის საცობებია. ველოსიპედის დასაქირავებელი პუნქტები ყოველ ნაბიჯზეა. ყველაზე კომფორტული, მაგრამ შედარების ძვირი სიამოვნებაა ტაქსით მგზავრობა. გაითვალისწინეთ, რომ ტაქსის მძღოლს ფიქსირებული გადასახადი – 30.000 იენი უნდა გადაუხადოთ.
სამზარეულო
როგორც ამბობენ, იაპონური სამზარეულო ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. იაპონური კერძები მთელ მსოფლიოში განთქმულია. ერთი შეხედვით, მათი მომზადება შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. კერძში ჰარმონიულადაა შერწყმული ინგრედიენტები, სოუსები, ზღვის პროდუქტები და, რაც მთავარია, ნატურმორტივითაა გაფორმებული.
ცნობილია, რომ იაპონელების ერთ–ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის სამზარეულო იყო. უყვართ კამათი და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო ძირითადად ზღვის პროდუქტებზეა დაფუძნებული. იყენებენ ზღვის ყველანაირ ნობათს, დაწყებული მოლუსკებით, დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი. ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული სახით, ზოგსაც – ათასგვარად გაკეთებულს.
იაპონელები ხორცსაც ჭამენ, მაგრამ უფრო – დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად. ხორცისაგან მომზადებული კერძებიდან ყველაზე მოთხოვნადი სუკიიაკია, რომელიც მზადდება ხორცით, ბოსტნეულით და სპეციალური სანელებლებით.
იაპონურ სამზარეულოში ბრინჯი მთავარი პროდუქტია, ის თითქმის ყველა კერძში შედის. ყველაზე პოპულარულია სუში, რომელიც ძმრიანი ბრინჯით, თევზით, ბოსტნეულით და სანელებლებით მზადდება. იაპონიის გარეთ სუში არასწორად აღიქმება, როგორც უმი თევზით მომზადებული კერძი. იაპონიაში დაჭრილ უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის სუშისაგან განსხვავდება, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი (უპირატესად წითელი ორაგული) და არა – ბრინჯი. მას საწებელ ვასაბისთან ერთად გეახლებიან.
იაპონელები ეროვნულ საწებელ ვასაბის მცენარე ვასაბისაგან ამზადებენ, რომელიც მხოლოდ იაპონიის მთებში ყვავის. მას მდოგვის მსგავსი გემო აქვს, მწვანე შეფერილობისაა და ძალიან ცხარე. ნებისმიერ კერძს იაპონიაში სპეციალური ჩხირებით მიირთმევენ. თევზისაგან მომზადებული კერძებიდან ტურისტების უმრავლესობა უპირატესობას ფუგუს ანიჭებს.
იაპონელებს დალევა ძალიან უყვართ. მათი ნაციონალური ალკოჰოლური სასმელია საკე – ბრინჯის არაყი, რომელსაც თბილს მიირთმევენ. ყოველდღიურობაში ლუდს ენიჭება უპირატესობა. ადგილობრივი ლუდი "კირინი" სხვა ქვეყნებშიც დიდი მოწონებით სარგებლობს. კიოტოში მისალმების ნიშნად ჩაის დაგახვედრებენ. ქალაქში ჩაის დალევას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
ღირსშესანიშნაობები
კიოტო ქუჩების სივიწროვითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. ქალაქი მსოფლიოში ცნობილია ბუდისტური და სინტოისტური ტაძრების სიმრავლით. იქ ზუსტად 1600 ბუდისტური და 400 სინტოისტური ტაძარია. ბუდისტური ტაძრებიდან ყველაზე პოპულარული და ისტორიულია ხისგან აგებული კიომიზუ–დერა, მოოქროვილი კინკაკუ–ჯი და რიოუან–ჯი, რომელიც ცნობილია თავისი ქვის ბაღით.
უძველეს არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს იაპონიის იმპერატორების სახლები. ნაციონალურ არქიტექტურულ საგანძურად ითვლება იმპერატორ კაცურას ვილა.
ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი შუგაკუს ვილა, რომელსაც ულამაზესი იაპონური ბაღი აქვს.
უსაფრთხოების წესები
იაპონელები მთელ მსოფლიოში თავიანთი ზრდილობით განთქმული ერია. მათი წეს–ჩვეულებების თანახმად, შეხვედრისას თავის დაკვრით იციან მოსალმება და მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე თვითონ არ დაასრულებენ მისალმების რიტუალს. ძალიან უყვართ ტრაბახი და საკუთარ თავზე ლაპარაკი. არ შეგამჩნიონ, რომ ეს არ გსიამოვნებთ, თორემ მწარედ გაგიწყრებიან. გაითვალისწინეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა სასტიკად აკრძალულია და საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული. როგორც აღვნიშნეთ, ჩაის დალევა იაპონელებისთვის ერთგვარი რიტუალია. თუ ჩაის დალევაზე უარს იტყვით, ეს დიდი შეურაცხყოფა და უპატივცემლობა იქნება მათთვის.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში