საცურაო ხალათიდან თანამედროვე ბიკინიმდე
საცურაო ხალათიდან თანამედროვე ბიკინიმდე
საცუარო კოსტიუმების ისტორია ბურუსითაა მოცული. ზუსტად არავინ იცის, რა დროიდან ჩაიცვეს ქალბატონებმა სპეციალურად ცურვისთვის განკუთვნილი სამოსი. მე–18 საუკუნეში დაბალი წრის წარმომადგენლები საერთოდ შიშვლები ბანაობდნენ მდინარეებსა თუ ტბებში, მაღალი წრის წარმომადგენლები კი წყალში ხალათებით ჩადიოდნენ. ამ ხალათებს გრძელი და ფართო სახელოები ჰქონდა და წყალში იბერებოდა. ქალებს სხეულის დამალვის ნაცვლად სველი ხალათები ტანზე ისე ეკვროდათ, რომ წყლიდან ამოსულებს სხეულის ყველა დეტალი ეტყობოდათ. ამის გამო ისინი ცალკე პლაჟზე დადიოდნენ საბანაოდ.
საცურაო კოსტიუმი, როგორც გარდერობის დამოუკიდებელი ნაწილი, მოგვიანებით შეიქმნა და მის ავტორად ავსტრალიელი ანეტ კელერმანი მიიჩნევა. მან 1807 წელს საცურაო სამოსი შექმნა. კელერმანის კოსტიუმმა საზოგადოება აღაშფოთა, მეტიც, მას ამორალურიც კი უწოდეს. გასაკვირი არცაა, მაშინ ქალებს ბანაობისას მთელი სხეული უნდა ჰქონოდათ დაფარული, ფეხიდან დაწყებული კისრით დამთავრებული. ამიტომ ნიჭიერმა გამომგონებელმა ხერხს მიმართა და თავის ქმნილებას სახელოები, წინდები და საყელური მიაკერა.
მოდა საცურაო კოსტიუმებზე ევროპაში მე–18 საუკუნის ბოლოს კურორტების განვითარებასთან ერთად გაჩნდა. მაშინ სანაპირო ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ქალები ნაპირთან ჭყუმპალაობდნენ, წყალს ჭურჭლით ისხამდნენ და წუწაობდნენ. ეს ყველაფერი ე.წ. საცურაო კოსტიუმში ხდებოდა, რომელიც კვლავ გულდახურულ და კოჭებამდე კაბა–ხალათს მოგაგონებდათ. ასეთ საცურაო კოსტიუმს კრინოლინი ერქვა. გარდა ამისა, აუცილებელი იყო, პლაჟზე გასულ ქალს თხელი წინდა და ფეხსაცმელი ან თასმებით შეკრული ჩექმა სცმოდა. ეს ყველაფერი დასველების შემდეგ ისე მძიმდებოდა, რომ ქალს დიდი ტვირთის ტარება უწევდა. ამასთანავე, ქალს დიდი ყურადღება უნდა გამოეჩინა, რათა პლაჟზე ყოფნის დროს შემთხვევით ფეხი არ გამოსჩენოდა.
მოგვიანებით კრინოლინი ორნაწილიანმა სელის კოსტიუმმა შეცვალა. ზედა ნაწილი ჟაკეტს წარმოადგენდა, ქვედა – გრძელ კაბას. სპეციალურად პლაჟისთვის თასმებით შესაკრავი ფეხსაცმელიც გამოიგონეს. ამგვარად, საცურაო კოსტიუმი გაცილებით პრაქტიკული და მიმზიდველი გახდა, მაგრამ დიდი წონის გამო ქალებს მისი ტარება მაინც უჭირდათ.
მე–19 საუკუნის დასაწყისში ცურვა ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა, რამაც ქალებს საშუალება მისცა, მამაკაცებთან ერთად ეცურათ და მძიმე კოსტიუმისგან გათავისუფლებულიყვნენ. 1880 წელს საცურაო კოსტიუმის ახალი მოდელი, სახელად პრინცესა, შეიქმნა. ის ერთმანეთზე გადაკერებულ ზედატანსა და შარვალს წარმოადგენდა. მძიმე ქვედაკაბა ბამბის ქსოვილისგან შეკერილმა შარვალმა შეცვალა. ჩალის ქუდი საცურაო კოსტიუმის დამამთავრებელ შტრიხად იქცა.
მე–20 საუკუნეში კოკო შანელის მოწადინებით საცურაო კოსტიუმების მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა. პირველად საფრანგეთში ჩაიცვეს დამოკლებული საცურაო კოსტიუმი. ქალებმა მუცლის გაშიშვლებას მოუხშირეს და საცურაო კოსტიუმის ყოველი მომდევნო მოდელი უფრო და უფრო აშიშვლებდა სხეულს. კიდევ ერთ რევოლუციად ღია საცურაო კოსტიუმის შექმნა იქცა, რომელიც ზედა და ქვედა ნაწილისგან – ტოპისა და ტრუსისგან შედგებოდა. მას ბიკინი ეწოდა.
ბიკინის დემოსტრირება ფრანგმა ლიუ რეარიმ მოახდინა. საცურაო კოსტიუმს სახელი სამხრეთამერიკული კუნძულის, ატოლა ბიკინის მიხედვით ეწოდა, სადაც ამერიკა ატომური ბომბების გამოცდებს ატარებდა.
პლაჟებზე მაქსიმალურად გაშიშვლება 1964 წელს დაიწყო. ამ დროს ჟურნალ "სპორტს ილუსტრეიდის" ყდაზე მოდელი ბაბეტ მარჩი გამოჩნდა. მას თეთრი ქათქათა ბიკინი ეცვა. მომდევნო წლებში ბიკინი გააუმჯობესეს, მას ფორმა, უფრო მეტად კი ზომა შეუცვალეს. დროთა განმავლობაში ბიკინი სულ უფრო და უფრო დაპატარავდა.
მე–20 საუკუნის 70–იან წლებში ბიკინიმ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ბაზრის 20 პროცენტი დაიკავა. 1970 წელს რუდი ჰენრიჩმა ბაზარზე საცურაო კოსტიუმის ახალი სახეობა გაიტანა – მხოლოდ ტრუსი და არავითარი ტოპი. მე–20 საუკუნის 80–იან წლებში რიო დე ჟანეიროს პლაჟებზე პირველად გამოჩნდა ორბაწრიანი ტრუსი, ის ამერიკაში ყველაზე მოდურად მიიჩნეოდა...
ამჟამად თანამედროვე ქალისთვის საცურაო კოსტიუმი შეუცვლელი ნივთია და მას არამხოლოდ წყალში საბანაო დანიშნულება აქვს.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში