"თბილისის მოდის ჩარჩოები უნდა დავანგრიო"
აჩიკო თვაური: "თბილისის მოდის ჩარჩოები უნდა დავანგრიო"
"მოდი არ აჰყვე მოდას, ის აგყვეს შენ", – ამ დევიზით ახალგაზრდა დიზაინერი აჩიკო თვაური უკვე რამოდენიმე წელია, ქალისა და მამაკაცის სამოსს ქმნის. როგორც თვითონ გვითხრა, თითოეული ადამიანის აზრი, რომელიც მასთან ტანისამოსს იკერავს, მისაღები და დასაფასებელია. რომელი ცნობადი სახე იკერავს მასთან ტანისამოსს, ჰყვება თუ არა თბილისი მოდის ტენდენციებს და რა იქნება 2011 წლის მოდური სამოსი, ამასთან დაკავშირებით "გუმბათი" აჩიკოს სახელოსნოში ესტუმრა და მისგან არაერთი რჩევა მკითხველისთვის ჩაიწერა.
– როგორია 2011 წლის მოდის ტენდენციები?
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კატისა და კურდღლის წელიწადია, უკვე პრეტენზია აქვთ კატასა და კურდღელს პირველობისკენ. წარმოუდგენელ ქსოვილებს ვახამებ ერთმანეთთან, რადგან დადგა დრო, ვიღაცამ გაბედოს და თბილისის მოდის ჩარჩოები დაანგრიოს. სიმართლე გითხრათ, ეს მე მინდა ვიყო! არ მინდა, მკითხველმა ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალოს, თუმცა, რეალურად ასეა. ძალიან ბევრი ვისმინე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, რომ უკვე დროა დიდ ბაზარზე გავიდე და დამსახურებულად მიმიღოს საზოგადოებამ. რაც შეეხება იმას, თუ რა არის აქტუალური წელს, გეტყვით, სილუეტებზე თუ დიდ ყურადღებას გამოვიჩენთ. ჩემი წლევანდელი ქალი რატომღაც თავის თავში დარწმუნებულია, ზედმეტად ამაყი და თავმომწონეა, რომელმაც იცის, რას იცვამს და რითი შეიმოსება, სწორი მიმართულება აქვს და ხმამაღლა შეუძლია თქვას, მე ვარ ქალი.
– რომელი ფერი ფიგურირებს თქვენს კოლექციაში?
– კრემისფერი, ძალიან ღია იასამნისფერი, თეთრი, კაკაოს ფერები. ნაცრისფრის ყველა ტონი და ბოლოს, ლიმონისფერი. ისე, გულხადილად რომ გითხრათ, ეს 2011 წლის მოდური ფერებია. სწორედ ამ ფერებით შეიმოსება მოდა ამ წელს.
– გაიზარდა თუ არა მოდის სამყარო?
– იზრდება. მოხარული ვარ, რომ ეწყობა, ასე თუ ისე, "ფეშენ ვიქი" და სხვადასხვა კონკურსები. ჯანმრთელი მოდის კრიტიკოსები და ხელშეწყობაა საჭირო, რომ ცოტა ამ სფერომ, რასაც ჰქვია "მოდა", პროგრესი განიცადოს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონებია, მაგრამ კულტურაა, რომ შენი აზრი შენთვის შეინახო, თუ არავინ გეკითხება, არაა საჭირო ასე აშკარად გამოხატო. მოდის კრიტიკას ის ხალხი უნდა აკეთებდეს, ვისაც კარგად აქვს მოდის ისტორია შესწავლილი და მისთვის უცხო არაა ეს ყოველივე. რაზე მწყდება იცით გული? ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ და რატომ არ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ისე, რომ პროგრესს მივაღწიოთ. რატომ არ შეიძლება საქართველო მოდის დიდ ბიზნესში ჩაერთოს, ეს ყველაფერი კი ერთობლივად უნდა მოხდეს. მე პირადად, როცა ჩემი რომელიმე კონკურენტის წარმატება მესმის, ძალიან მიხარია და გულთან ახლოს მიმაქვს. კონკურენცია იზრდება, რაც ძალიან მომწონს და მივესალმები ამ ფაქტს. ამის გარეშე ხომ აზრი არ ექნება ალბათ არაფრის შექმნას, თუ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს არ მოვძებნით.
– რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა დიზაინერობა?
– ძალიან დიდი, რადგან სულ ახალსა და საინტერესოს ეძებ და დიდი მუშაობა გიწევს შენ თავთან, ამავდროულად, როდესაც დამკვეთი მოდის და გენდობა, ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც საქორწილო კაბა, ამ მშვენიერსა და ლამაზ დღეს შენზეა დამოკიდებული მისი ვიზუალური მხარე, როგორ გამოვა ყოველივე. დამიჯერეთ, პატარძალი მხოლოდ საქორწინო კაბით ფასდება. მეც მათთან ერთად განვიცდი ამ ყველაფერს, რადგან ჩემთვის ბევრს ნიშნავს ადამიანთან ურთიერთობა და სითბოს ჩუქება, ამით მას დისკომფორტი და უხერხულობა ეხსნება.
– ფასდება თუ არა დიზაინერის პროფესია?
– შენ უნდა დააფასო, რომ სხვამაც დააფასოს, ისე დიზაინერები რომ არ არსებობდნენ, რა იქნებოდა არ გიფიქრიათ? მე ვფიქრობ, რომ ფასდება, რადგან ძალიან გახშირდა როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში სწორი ჩაცმის კულტურა და სასიამოვნოდ გამოიყურებიან თბილისში. მიყვარს ყველა ისეთი ადამიანი, ვინც სწორად ირჩევს სამოსს.
– რამდენად ჰყვება თბილისი მოდის ტენდენციებს?
– თბილისის 100 პროცენტიდან 70 პროცენტს აკლია ის სენი, რასაც მოდა ჰქვია და მოხარული ვარ იმ პაქტით, რომ კარგ სიახლეებს ადვილად ითვისებენ. აუცილებელია, მოხდენილები იყოთ და არა ის, რომ ეს მოდაშია და იცი რა, იმიტომ მაცვია. თან რატომღაც ჰგონიათ, გაყიდვადია. "მოდა არ არის ის, რაც იყიდება. მოდა არის ის, რაც შენთვის იქმნება..." ასაკსაც ხაზი გავუსვათ აუცილებლად, რატომღაც მარტო ჩაცმა არ ნიშნავს იმას, რომ ასაკი დავიკლოთ. სხვა რამეებსაც მივაქციოთ ყურადღება. სასაცილოა, ხშირად ქუჩაში დამინახავს, რომ 40 წლის ქალბატონს თინეიჯერივით ეცვა. არ მესმის ასეთი ქალბატონების, როცა შეიძლება 40 წლის ქალბატონებმა უფრო მოხდენილი რამ შეიძლება ჩაიცვან, ვიდრე 15 წლის გოგონას ტანსაცმელია.
– ბეწვი და მეტალი კვლავ აქტუალურია?
– ბეწვზე დიდი მოთხოვნაა, მეტალს რაც შეეხება, მე ყოველთვის მომწონს და ყოველთვის აქტუალური იქნება ჩემთვის სხვადასხვა დოზით.
– ცნობადი სახეები ხშირად იკერავენ თქვენთან ტანისამოსს?
– კი, ძალიან ხშირად. ამას წინათ ტაილანდის ელჩის მეუღლე მივიღე და დამიკვეთა რაღაც–რაღაცეები, ახლა წასულია და ყოველ საქართველოში ვიზიტზე მსტუმრობს ხოლმე. სულ მალე კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ ჩემ შესახებ და ჩემს დამკვეთებზე.
– ყველა ქალბატონისა თუ მამაკაცის რჩევებს ითვალისწინებთ, ვინც თქვენთან ტანისამოსს იკერავს?
– რა თქმა უნდა. მე კარგად უნდა ვიცოდე მისი მხარე და შესაძლებლობა, გამბედაობა, რამდენად მზადაა სიახლეებისთვის. ეს აუცილებელიცაა, მოუსმინო და მერე უფრო მარტივია შეთანხმებას მიაღწიო, თუ რას შექმნი მისთვის. თუმცა, ძალიან მიკვარს, როდესაც ბოლომდე ვგრძნობ დამკვეთისგან ნდობას.
– რას აქცევენ ისინი ყურადღებას?
– პირველ რიგში, ხარისხს, რამდენად კარგად და სუფთად არის შესრულებული. ქსოვილი მათთვის მისაღები და კომფორტული უნდა იყოს.
თამუნა ლაშხია

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში