პატაია – საოცრებების ქალაქი
პატაია – საოცრებების ქალაქი
ტაილანდის ცნობილი საკურორტო ქალაქი პატაია ბანგკოკიდან სამხრეთ–დასავლეთით, 147 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იგი სამართლიანად ითვლება ტაილანდის რივიერად. პატაია მსოფლიოში ცნობილი საზღვაო პორტია, რომელსაც ყოველ წელს ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს. ქალაქში უამრავი ბარ–რესტორანია და ღამის ცხოვრება დუღს.
კლიმატი
პატაიასათვის ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. ქალაქში ძირითადად ორი სეზონია – წვიმიანი და მშრალი. წვიმები ივნისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მშრალი სეზონი თებერვლიდან მაისის ბოლომდეა. აპრილი და მაისი წლის ყველაზე ცხელი თვეებია. ამ დროს ტემპერატურა 50 გრადუსამდეც ადის.
ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ნაკლებადაა ქარი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს პერიოდი გახლავთ ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო პატაიაში დასასვენებლად.
ენა
როგორც ქვეყნის, ასევე მისი ქალაქების, მათ შორის, პატაიას ოფიციალური ენა ტაილანდურია. იგი ტაის ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, დამწერლობა კი სამხრეთ–ინდურ გრაფიკაზეა აგებული. სახელმწიფო ენის შემდეგ ინგლისურია პოპულარული.
ფული
1982 წლიდან პატაიას ეროვნულ ვალუტას ბატი წარმოადგენს. მის გარდა ამერიკული დოლარის გამოყენებასაც თავისუფლად შეძლებთ. 1 ამერიკული დოლარი 1,293 ბატის ტოლია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტაილანდის ნებისმიერ კურორტზე ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა. თუ ადრე ხელის ქირის დატოვება აუცილებელი არ იყო, ახლა ამის გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი სახის დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისათვის 10% მაინც უნდა გქონდეთ გადადებული.
გადაადგილება
ეგზოტიკურ ქალაქში მოხვედრა ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შეგიძლიათ. პატაიას 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე სუვარნაბჰუმის სახელობის აეროპორტი ემსახურება. თვითმფრინავის ბილეთის ფასი 450 დოლარიდან იწყება. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან. აზიის ქვეყნებიდან კი ფრენა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
მეზობელი ქვეყნებიდან და ქალაქებიდან კურორტის მიმართულებით ყოველდღიურად სრულდება რეისები მატარებლით. ავტობუსზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბილეთის დაჯავშნა ერთი კვირით ადრე მაინც მოგიწევთ. თუ დროის უკმარისობას არ განიცდით, იახტით ან გემით ჩასვლა ენით აღუწერელ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
პატაია მსოფლიოში საცობების სიმრავლით ცნობილი ქალაქია, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დროის დაკარგვას ნიშნავს. ქალაქში ყველაზე იაფად ავტობუსით იმოძრავებთ, მაგრამ მუდმივი საცობების გამო ისინი არარეგულარულად დადიან.
ადგილობრივებისათვის ველოსიპედი შეუცვლელი ტრანსპორტია. ტურისტები მის დაქირავებას ავტომობილების დასაქირავებლად განკუთვნილ სააგენტოებშიც შეძლებენ. თუ ველოსიპედის დასაქირავებლად ფული არ გეყოთ, მაშინ სამთვლიანი ტრანსპორტით, ე.წ. ტუკ–ტუკუთი იმგზავრეთ, რომელიც საცობების შემთხვევაში საცალფეხო ბილიკებზეც გადაადგილდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ეს მძღოლთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.
სამზარეულო
ტაილანდური სამზარეულო ძირითადად ცხარე კერძებისგან შედგება. მარილის ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, თევზის ან სოიას სოუსს იყენებენ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, მარილის მოთხოვნის შემთხვევაში თუ თევზის ან სოიას სოუსი მოგიტანეს.
ნაციონალურ კერძებს ქათმისა და ღორის ხორცით ამზადებენ. მათგან აღსანიშნავია ბუენგი და კრეპე. კერძებში ხშირად ბრინჯსა და მაკარონს იყენებენ.
სანაპიროებზე განთავსებულ კაფე–ბარებსა და რესტორნებში, პირველ რიგში, ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას შემოგთავაზებენ. ადგილობრივი მზარეულები საოცრად გემრიელი სანელებლებით ამზადებენ საჭმელს და თავიანთი ნახელავით ამაყობენ. თევზს ღია ცეცხლზე წვავენ. აზიის ამ ეგზოტიკურ ქალაქში ჭამა არცთუ ძვირი სიამოვნებაა.
სასმელებიდან ჩაი და ყავა ერთნაირად მოთხოვნადია. ალკოჰოლს რაც შეეხება, ლუდი პირველობს.
ღირსშესანიშნაობები
პატაია არა მხოლოდ ტაილანდის, არამედ მთელი აზიის საუკეთესო კურორტია. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პლაჟები გახლავთ, რომელთა გასწვრივ ჩამწკრივებულია კაფე–ბარები, რესტორნები და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვენების უდიდესი არჩევანია. წყლის თხილამურები, აკვალანგები, დაივინგი და ა.შ. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ.
მხოლოდ ტაილანდში და პატაიაში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით.
პატაიადან 40 კილომეტრში მდებარეობს მეთევზეთა პატარა სოფელი ბანგ სარე. იგი ტურისტებს იმით იზიდავს, რომ შეუძლიათ ინადირონ ზვიგენებზე და სხვა ცხოველებზე.
კულტურული სანახაობებიდან აღსანიშნავია ჭეშმარიტებს ტაძარი – ეს გახლავთ 105 მეტრი სიმაღლის მშენებარე კონსტრუქცია. მისი აგების იდეა ტაილანდელ ბიზნესმენს, ლეხ ვირიაპანს ეკუთვნის. მშენებლობა 1981 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2025 წლისათვის დასრულდება. შენობაში კედლებიდან დაწყებული ყველაფერი ხისგანა გამოთლილი.
ბოლო წლებში პატაია სულ უფრო იმყარებს ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო კურორტის იმიჯს. ამისათვის საუკეთესო ადგილია ტროპიკული ბოტანიკური ბაღი "ჰონგ ჰუჩი".
უსაფრთხოების წესები
პატაიაში კრიმინალი იშვიათობაა. ადგილობრივებს უზრდელები სძულთ და პირდაპირ შეტევაზე გადადიან. მიუხედავად ამისა, სუსტ სქესს ვურჩევთ, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით ისარგებლონ, რადგან ბოლო დროს ქალებზე თავდასხმის და გაუპატიურების ფაქტები გახშირდა.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ტაილანდი;
ქალაქი – პატაია;
მოსახლეობა – 104.318;
ვალუტა – ბატი;
ოფიციალური ენა – ტაილანდური.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში