რობიკო სტურუას გრიშუტკა
გრიგოლ თათეიშვილი: "ჩვენს თეატრში მსახიობების პატრონი მე ვარ"
ბატონი გრიშა – ამ სახელით რუსთაველის თეატრში გრიგოლ თათეიშვილს, ტექნიკურ რეჟისორს მიმართავენ. თეატრის სული და გულია, ყველა წვრილმანზე პასუხისმგებელია. მის მიერ დაშვებულმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება სპექტაკლი ჩააგდოს. არტისტების პატრონობაც და კონტროლიც მისი მოვალეობაა. მსახიობს ყოველი სცენის წინ ის ახსენებს, რომ გასვლის დროა... ბატონი გრიგოლი უკვე 28 წელია, რაც რუსთაველის თეატრშია. მოსწონს ახალი თაობა, მაგრამ ამბობს, რომ ძველი თაობის არტისტებთან მუშაობა გაცილებით იოლი იყო.
– ბატონო გრიგოლ, მოდით, მკითხველს გავაცნოთ, რა ევალება ტექნიკურ რეჟისორს თეატრში.
– პირველ რიგში, მსახიობების სამუშაო რეჟიმი მან უნდა აკონტროლოს. როცა რეჟისორი რეპეტიციის საათს დანიშნავს, მე ვალდებული ვარ, ყველა მონაწილე მსახიობს დავურეკო და გავაფრთხილო. შემდეგ აღრიცხვას ვაკეთებ, ვინ რომელ საათზე მოვიდა. ვინც დააგვიანებს, წერილობითი საყვედური უნდა გამოვუცხადო, მაგრამ ამის გაკეთებას ყოველთვის ვერიდები. მსახიობმა თუ დაგვიანებას სისტემატური ხასიათი არ მისცა, საყვედურს არასოდეს ვწერ. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას გავუწიო შეღავათი. როცა სპექტაკლი მიმდინარეობს, კულისებში ვდგავარ და ყველაფერს ვაკონტროლებ. თითოეულ მსახიობს გასვლის წინ ვაფრთხილებ, რომ მისი გასვლის დროა და მობილიზება მოახდინოს. გამნათებელს მე ვეუბნები, რომელ მომენტში როგორი განათებაა საჭირო. თუ სცენაზე რაღაც ხარვეზი გაიპარა, ვალდებული ვარ, გამოვასწორო. ყურადღება ოდნავადაც რომ მოვადუნო, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს და ამას არავინ მაპატიებს. როცა დასი საზღვარგარეთ მიდის, შეიძლება არ წაიყვანონ გრიმიორი, გამნათებელიც დატოვონ, მაგრამ ტექნიკური რეჟისორი აუცილებლად იქ უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ამათი პატრონი, ჩემზე არიან დამოკიდებული. ფარდებს, განათებას, რეკვიზიტებს, ყველაფერს მე ვაკონტროლებ.
– თეატრის ახალგაზრდა თაობაზე რა აზრის ხართ, როგორები არიან?
– გულახდილად რომ გითხრათ, წინა თაობასთან გაცილებით ადვილი იყო მუშაობა. მათი უპირატესობა პროფესიონალიზმი იყო. იმას არ ვამბობ, რომ ახლა არაპროფესიონალი მსახიობები გვყავს, მაგრამ ისინი სხვანაირები იყვნენ. ახლაც თამაშობენ ჩვენთან ძველი თაობის მსახიობები. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. ხანდახან ხდება, რომ მსახიობი რეპეტიციაზე ნაქეიფარი, ნაბახუსევი მოდის. მე არ ვამბობ, რომ ეს კატასტროფაა, მაგრამ, არ მახსოვს, ძველი თაობის რომელიმე მსახიობი თეატრში ნაბახუსევი მოსულიყო.
– რომელია ყველაზე რთული სპექტაკლი, ერთი წამითაც რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება?
– "ჰამლეტი". თავიდან "კავკასიური ცარცის წრის" ტექნიკური რეჟისორი ბატონი გივი კვაჭაძე გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ ესეც მე ჩამაბარეს. ამ სპექტაკლში სამი წრეა და მთელი მოქმედებები რეპლიკებზეა აწყობილი. ეს ყველაფერი ტექნიკურ რეჟისორს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული და დეტალურად შესწავლილი. "კავკასიური ცარცის წრის" მიმდინარეობის დროს კულისებში მსახიობებს ვაფრთხილებ, რომ გაემზადონ, ვყვირი, ფარდები მოამზადონ და ა.შ. ხანდახან ისეც ხდება, რომ რომელიმე მსახიობი სპექტაკლიდან იხსნება ან რაიმე მიზეზის გამო ვერ თამაშობს. ამ დროს მას სხვა მსახიობით ანაცვლებენ. მისთვის რთულია უცებ როლში შესვლა. ასეთ დროს ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ შემცვლელ მსახიობებს ვუთმობ. ასე ჩაანაცვლეს მსახიობები "დარისპანის გასაჭირში", რის გამოც ძალიან გავწვალდი. "ჰამლეტის" მიმდინარეობისას ასევე სრულად ვარ მობილიზებული. მსახიობებმაც იციან, რომ ეს სპექტაკლი ჩემთვის ძალიან რთულია და მეუბნებიან ხოლმე, გრიშა, დღეს "ჰამლეტია" და აბა, შენ იციო. როგორც შეუძლიათ, მამხნევებენ. "კავკასიურ ცარცის წრეში" ბატონი რამაზ ჩხიკვაძე მეორე მოქმედების ბოლოს იტყოდა ხოლმე, მორჩით ახლა მაიმუნობას, ხალხი დაიღალა ამდენი ცანცარით, სცენაზე პროფესიონალი გამიშვითო. ბატონი რამაზი თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ ამავდროულად ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. ყველაზე მეტად ადამიანს ხომ სწორედ უბრალოება ალამაზებს.
– სცენის ვარსკვლავებს თქვენ ძალიან ახლოდან უყურებთ. როგორები არიან ისინი თეატრში?
– აუცილებლად დავიწყებ გურამ საღარაძით. თავისებური ადამიანია. უყვარს, როცა კომფორტს უქმნიან. როცა უკვე მზადაა სცენაზე გასასვლელად, ყველას აჩქარებს, ჩქარა დავიწყოთო. იმას კი არ უყურებს, რომ სხვა ჯერ არ არის მზად. სულ ვაჩუმებთ ხოლმე. თუ თვითონ არაა მზად, მაშინ ყველა უნდა გაჩუმდეს და სცენაზე გასვლა, სპექტაკლის დაწყება არავინ უნდა მოითხოვოს. ხანდახან უყურადღებოც არის, რაღაცეები ავიწყდება ხოლმე. მე ამ დროს უკან დავდევ, რომ ყველაფერი შევახსენო. კახი კავსაძე არაჩვეულებრივი ადამიანია. ზინა კვერენჩხილაძეს უწმაწური სიტყვები არ უყვარს, ჩვენი "დედაოა". ეს, რა თქმა უნდა, კახიმ იცის და სპეციალურად აბრაზებს ხოლმე. იუმორით სავსე ადამიანია. ბატონმა კახიმ გულის ოპერაცია გაიკეთა და რომ მოვიდა, ვკითხე, როგორ ბრძანდებით, ბატონო კახი–მეთქი. სიყვარულის ხასიათზე ვარო, მითხრა. მის პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვიტყვი, მასში, რაც ყველაზე მეტად მომწონს, ისაა, რომ ბოლომდე იხარჯება. არადა მისთვის ძლიერი დატვირთვა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, უბრალო რეპეტიციის დროსაც კი ბოლომდე იხარჯება. მერე უცებ ცუდად ხდება. ხანდახან წამოცდება ხოლმე, რომ დაიღალა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
– რობერტ სტურუა როგორია მუშაობის პროცესში?
– ბატონი რობიკო უყურადღებობას ვერ იტანს, მსახიობებისგან მაქსიმუმს ითხოვს. მე მეტყვის ხოლმე, შენ ხარ ამათი პატრონი და მიხედეო. როცა საჭიროა, მკაცრიც არის და ლმობიერიც.განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდა მსახიობების მიმართ იჩენს. თუ შეატყო, რომ ვიღაცას კარგი მონაცემები აქვს, მაქსიმალურად დატვირთავს და კარგ როლსაც მისცემს. გამორიცხულია, რომელიმე მსახიობმა რამე გამოაპაროს. შეიძლება რეპეტიციის დროს ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანოს, მაგრამ პატარა ხარვეზზეც კი ეუბნება, თავიდან დაიწყეთ, ესა და ეს შეცდომა გაგეპარათო.
– ბატონ რობერტს თქვენთან რა მოთხოვნები აქვს?
– ჩემგანაც, რა თქმა უნდა, საქმისადმი მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, არაფერი უნდა გამომრჩეს. გრიშუტკას მეძახის. თუ ისე მოხდა, რომ ჩემზე გაბრაზებულია, მაშინ გრიშათი მომმართავს. მიმართვის ფორმით ვხვდები, როგორ ხასიათზეა. თუ მითხრა გრიშუტკა, საყვარელო, მოდი აქო, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, გადავრჩი და გაბედულად მივდივარ.
– ყოველთვის მსახიობებთან ერთად ხართ, მათი დასის წევრი ხართ. ალბათ ბევრი გასახსენებელი დაგიგროვდათ ამ წლების მანძილზე.
– ლენინგრადში ვიყავით გასტროლებზე. რუსულ ენაზე უნდა გამომეცხადებინა, ყურადღება, პირველი ზარია–მეთქი. ვერაფრით გავიხსენე, როგორ იყო რუსულად ზარი და გამოვაცხადე: "ვნიმანიე, პერვი ზარ!". ამ ამბავს დიდხანს მახსენებდნენ...
ერთხელ რომელიღაც სპექტაკლი მიმდინარეობდა. ჩვენი ერთ–ერთი მსახიობის გამოსვლის დრო მოვიდა. დავიწყე მისი ძებნა, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე. სცენაზე ორნი უნდა გასულიყვნენ, მეც ავდექი და დაკარგული მსახიობის ნაცვლად გავედი სცენაზე. მსახიობებმა რომ დამინახეს, დაიბნენ, ვერ მიხვდნენ, იქ რა მინდოდა. უცებ ის დაკარგულიც გამოჩნდა და სცენაზე შემოვარდა. ახლა ორის ნაცვლად სამნი აღმოვჩნდით. მე ზედმეტი ვიყავი, მაგრამ ხომ არ ავდგებოდი და გავიდოდი?! რაღაც უნდა მეთქვა, რომ მაყურებელი ვერაფერს მიმხვდარიყო. ავდექი და გამოვაცხადე, ეჰ, წავედი, წავედი, სად მცალია თქვენთვის, ცოლ–შვილი მყავს მისახედი–მეთქი და გამოვედი. მაყურებელი ვერაფერს მიხვდა.
ქეთი დინოშვილი

კავშირი ტეგთან: მსახიობები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში