აფეთქება მოსკოვის აერპორტში
აფეთქება მოსკოვის აერპორტში
– რუსეთი კვლავ ტერორიზმის ტალღამ მოიცვა! – ასე შეაფასა დასავლურმა მასმედიამ დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქება.
რუსეთში ჩვეულებისამებრ თითს ჩეჩნებისაკენ იშვერდნენ. ამას ამტკიცებდა თითქმის ყველა რუსული ტელევიზია (არ–ტი–ვი–აის გარდა). ვლადიმერ ჟირინოვსკი კი თავის ჩვეულ ამპლუაში იყო:
– შესაძლოა, სტალინი მართალი იყო, როდესაც ჩეჩნები და ინგუშები გაასახლა? ხომ არ დადგა დრო, გარკვეულწილად მისი გზით წავიდეთ და ეს ხალხი ციმბირში გადავასახლოთ?
რუსეთის ტელევიზიით სისტემატიურად აჩვენებდნენ დაღუპულთა ახლობლებს, ხაზს უსვამდნენ, რომ ტერაქტმა უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. დაღუპულთა შორის იყო ცნობილი სლოვაკი მომღერალი, ასევე დაიღუპა უკრაინელი დრამატურგი ანა იაბლონოვსკაია.
– ის მოსკოვში გამართულ კონკურსზე მიიჩქაროდა, – იუწყებოდა ნტვ.
იაბლონოვსკაიას პრემია სიკვდილის შემდეგ გადაეცა. ცერემონიალი ტელევიზიით რამდენჯერმე აჩვენეს.
– ძნელია ამ აფეთქების მომწყობთ ადამიანები ვუწოდოთ! – ეს ფრაზა რამდენჯერმე და ხაზგასმით ითქვა.
გამოძიება ჯერ არ დასრულებულიყო, ბუნებრივია, არც სასამართლოს გამოუტანია რაიმე ვერდიქტი, სამაგიეროდ, ჟურნალისტთა გარკვეულმა კატეგორიამ უკვე იცოდა, რომ ტერაქტი ჩეჩნებმა ჩაიდინეს:
– მოსკოვშიც მორიგი ანტიკავკასიური ტალღა დაიწყო, – იტყობინებოდა არ–ტი–ვი–აი.
ვლადიმერ პუტინი: ჩეჩნები არაფერ შუაში არიან!
ქსენოფობია თანამედროვე რუსეთისათვის უცხო არაა. დღეს ვერც კავკასიელებისადმი რუსების სიძულვილით გააკვირვებთ ვინმეს, ვერც მთელი ჩეჩენი ერის ტერორისტებად გამოცხადებით. თუმცა, რუსეთში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები: სად მიდის ჩეჩნეთის, ან საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიის დასახმარებლად გამოყოფილი უზარმაზარი თანხები? დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ეს კითხვა კიდევ უფრო მძაფრად დაისვა:
– ვინ ხეირობს ჩრდილოეთ კავკასიის დასახმარებლად გამოყოფილი ფულებით? ეს ხომ ჩვენს ოჯახებს აკლდება! ამ მილიონებს ჩვენი კორუმპირებული ჩინოვნიკები და ჩრდილოეთ კავკასიის ამჟამინდელი ელიტა იყოფენ! დროა, ყველა მათგანმა პასუხი აგოს! – აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო.
საკითხის ასეთმა დასმამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიის მარიონეტული ხელისუფალნი შეაშფოთა. დაღესტანის ხელისუფლების წარმომადგენელმა არ–ტი–ვი–აის ეთერიდან განაცხადა:
– პირდაპირ აღმაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ ჟურნალისტის ქცევა! დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათმა გამოხტომებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა!
ჩეჩნეთის მარიონეტული ხელმძღვანელობის თავკაც რამზან კადიროვს ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ის უბრალოდ მოსკოვში გადაფრინდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რაზე ისაუბრეს, არავინ იცის. სამაგიეროდ, პუტინმა ტელეკამერების წინაშე შემდეგი განცხადება გააკეთა:
– დომოდედოვოში მომხდარი აფეთქება სრულფასოვნად უნდა გამოვიძიოთ! დღეს შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩეჩნები არაფერ შუაში არიან!
უმაროვის განცხადება
პუტინის განცხადებამ ყველა საგონებელში ჩააგდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითს ფსბ–საკენ იშვერდა. უშიშროებაც ვალში არ რჩებოდა. შედეგად, უამრავი საყვედური გამოითქვა აეროპორტის დაცვის ცუდად ორგანიზების გამო.
– ვინ ჩაიდინა ეს ტერაქტი? ვის აძლევდა ხელს აფეთქება დომოდედოვოში? – ეს კითხვა ტელეეთერში ცნობილმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ დასვა.
მალე რუსმა ძალოვანებმა საზოგადოება ახალი აღმოჩენებით გააოცეს. მათ დაადგინეს, რომ აფეთქება შაჰიდმა მოაწყო, თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდებოდა. ითქვა მხოლოდ, რომ ის ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელი იყო. ეს კაცი აეროპორტში სხვებთან ერთად დაიღუპა. ბოლო–ბოლო მისი ვინაობაც ითქვა: ის არა ჩეჩენი, არამედ რუსი ეროვნების აღმოჩნდა.
– რას ნიშნავს ყოველივე ეს?
სამართალდამცველებს ამ კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდათ: შაჰიდი, მართალია, რუსია, მაგრამ მან თავის დროზე მუსულმანობა მიიღო. ძველი ვერსია, რომ ის ჩეჩენ პარტიზანებთან იყო დაკავშირებული, კვლავაც ძალაში რჩებოდა. აღნიშნული პიროვნება ხომ აფეთქების შედეგად დაიღუპა, მიცვალებულს კი, მოგეხსენებათ, შეიძლება ყველაფერი დააბრალო.
– მაშასადამე, აფეთქების უკან მაინც პარტიზანები დგანან?
აღნიშნული კითხვა ბუნებრივად იბადებოდა. აქ რუს სამართალდამცველებს დამხმარედ ჩეჩენ პარტიზანთა მეთაური დოკუ უმაროვი მოევლინა.
– აფეთქების ბრძანება მე გავეცი! – ასეთი განცხადება გაავრცელა უმაროვმა.
შემდეგ მან დასძინა: ეს ჩვენი გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია და ამაზე არ გავჩერდებითო.
– ჩეჩენ მებრძოლთა დარტყმებს ყველა რუსულ ქალაქში, ყველა ოჯახში იგრძნობენ! – განაცხადა უმაროვმა.
ამრიგად, "ჩეჩნური კვალი" კვლავ ამოტივტივდა, თუმცა, უმაროვის სიტყვების გარდა, რუსებმა სხვა მტკიცებულებანი ვერ წარმოადგინეს.
ეპილოგი
მალე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რამოდენიმე მაღალჩინოსანი დაითხოვა. მიზეზი დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქება გახლდათ. ითქვა, რომ ამ ოფიცრებმა მათზე დაკისრებული დაცვის სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს და ტერორისტებმა ამით ისარგებლეს. ასეთი გახლდათ მათი მოხსნის ოფიციალური მოტივი.
საკადრო გადაადგილებები ფედერალური უშიშროების სამსახურშიაც მოხდა. გარკვეულმა ჯგუფმა მომხდარით ისარგებლა და კონკურენტების თანამდებობიდან მოხსნას მიაღწია, ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დააქვეითეს, ან სულაც სამსახურიდან გაათავისუფლეს. მთავარი კითხვა კი, პასუხგაუცემელი დარჩა: რამდენად შეესაბამება სიმართლეს უმაროვის სიტყვები? ვის ჯიბეში ჩაედინება ჩრდილო კავკასიის დასახმარებლად გამოყოფილი უზარმაზარი თანხა?
ტერაქტებს რუსეთში ადრეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. თითს მუდამ ჩეჩნეთისაკენ იშვერდნენ. ერთი შეხედვით ამას მართლაც ჰქონდა საფუძველი. შამილ ბასაევი ან სხვა საველე მეთაური, ხალისით ადასტურებდა, ტერაქტები ჩვენი მოწყობილიაო. ყველას, ვინც საკითხში ჩაღრმავებას ცდილობდა, უხილავი ხელი უსწორდებოდა. ლონდონში მოკლეს ფსბ–ს ყოფილი ოფიცერი ლიტვინენკო, რომელიც ამტკიცებდა, ბუდიონოვკაზე ლაშქრობაცა და სახლების აფეთქებაც პუტინის მიერაა ინსპირირებულიო. ქილერები ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიასაც გაუსწორდნენ, რომელსაც სურდა, გაერკვია, თუ სად ქრებოდა ჩეჩნეთის დასახმარებლად ცენტრიდან გამოყოფილი თანხა.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: მოსკოვი

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში