asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ვასწავლოთ პატარა ადამიანს თავის პატივისცემა
როგორ ვასწავლოთ პატარა ადამიანს თავის პატივისცემა
როგორ ვასწავლოთ პატარა ადამიანს თავის პატივისცემა

2011-02-17 14:59:07



"პატივისცემა – ეს არის საგუშაგო, რომელიც არამხოლოდ მშობელს, ასევე მის შვილს იცავს. პირველს გულისტკივილისგან იხსნის, მეორეს – სინდისის ქენჯნისგან".

ონორე დე ბალზაკი

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის პატივისცემა? ეს ადვილიც არის და ამავდროულად რთულიც. მთავარია, ნამდვილად გიყვარდეთ და სწორად აღზარდოთ.

თვითშეფასება ფრიადზე

დაახლოებით 1–დან 5 წლამდე ყველა ბავშვს ყოვლისშემძლეობის შეგრძნება ახასიათებს. სწორედ მისი დახმარებით ეგუებიან იმ რთულ სამყაროს, რომელშიც მოხვდნენ. მშობლები განსაზღვრულ ხარისხამდე შვილს უნდა აჰყვნენ, ამ ილუზიას მხარი დაუჭირონ, რათა მოზარდს დაეხმარონ, ცხოვრებაში ძლიერი და გამარჯვებული გახდეს.

მუდამ გაამხნევეთ: "შენ ამას შეძლებ", "ეს შენ დახატე? რა ლამაზია!". ხალისიანი და მოქმედებისკენ ბიძგის მიმცემი რეპლიკები, განსაკუთრებით მშობლის პირით წარმოთქმული, ბავშვისთვის აუცილებელია. ასეთი მხარდაჭერა პატარა ადამიანს შინაგანი უპირობო თვითშეფასების ფორმირებაში დაეხმარება. აქტიური, თავის რწმენის მქონე პიროვნება გაიზრდება.

საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ. გრძნობთ, ბავშვს დაბალი თვითშეფასება აქვს? ისეთი საქმიანობა შესთავაზეთ, სადაც თავს მაქსიმალურად წარმოაჩენს. ერთი სპორტულ თამაშებში გამოიჩენს თავს, მეორე – სიმღერაში, მესამე – ცეკვაში, ხატვაში. მათ მიღწევებს ვაღაც აუცილებლად შენიშნავს, აღფრთოვანდება, შეაქებს. სხვისი დადებითი შეფასებები ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე ფიქსირდება და თავის პატივისცემის სასარგებლოდ მუშაობს.

ხშირად შეაქეთ. საბაბი ყოველთვის შეიძლება იპოვოთ. ვთქვათ, დავალება არასწორადაა შესრულებული, მაგრამ შეაქეთ იმისთვის, რომ ლამაზად დაწერა. უზუსტობასა და შეცდომაზე მიუთითეთ, მაგრამ ამავდროულად აქცენტი ბავშვის წარმატებებზე გააკეთეთ. მისი ყურადღება თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო მიღწევებზე მიაქციეთ.

შეცდომების გასწორება

ყოვლისშემძლეობის გრანდიოზული პერიოდი 6–7 წლისთვის გადის. ის შეიძლება დაეჭვების, შიშის ფაზით შეიცვალოს. ბავშვი ხვდება, რამდენი რამის სწავლა და შეცნობაა საჭირო და დამფრთხალი უკვე თავში იმდენად დარწმუნებული აღარ არის. ეშინია, შეძლებს კი სკოლის შემდეგ ინსტიტუტის წარმატებით დამთავრებას? ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, მოზრდილების ენაზე რომ ვთქვათ, კომპეტენტური და ეფექტური იყოს, მაგრამ ზოგიერთი მცდელობა, ბუნებრივია, მარცხს განიცდის. ამ მომენტში აუცილებელია, მშობელმა მხარი დაუჭიროს. სხვაგვარად უნებისყოფო და უნიათო პიროვნება გაიზრდება.

შვილის გამო რაც შეიძლება იშვიათად გაღიზიანდით. დიახ, ბავშვებს შეუძლიათ ნერვებზე იმოქმედონ, მაგრამ ჩვენი გაჯავრება და უკმაყოფილება მოზარდში ცხოვრების წაგებულ სტრატეგიას აყალიბებს და მისი თვითშეფასების დონეს რაც შეიძლება დაბლა სწევს. ამიტომ გაღიზიანების დროს ასე მოიქეცით: რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ და 10–მდე დაითვალეთ. მარტივი სავარჯიშოა, მაგრამ მუშაობს. გახსოვდეთ, შექებაშიც საჭიროა ზომიერების ცოდნა. ბავშვში, რომელიც ჰიპერმზრუნველობის ატმოსფეროში იზრდება, განუწყვეტლივ განდიდებაშია, მისი ღირსებები (მით უფრო, არარსებული და უმნიშვნელო) ცამდე აჰყავთ, ნებისმიერი სირთულის მიმართ ინერტულობის სტერეოტიპი გამომუშავდება, გაზვიადებული თვითშეფასება და საზოგადოების მიმართ მეტისმეტი პრეტენზიები გაუჩნდება. ცხოვრებისეულ პრინციპებს: "ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი" ან "მე საუკეთესო ვარ, ყველა ჩემი მოვალეა" წარმატებისკენ არ მიჰყავს.

ნაკლებად გააკრიტიკეთ. საკუთარ ძალაში დაეჭვება და ბავშვური კომპლექსები მოზარდის პიროვნების განვითარების ერთ–ერთი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თქვენი შარიანი შენიშვნებით თვითგვემაში, უმწეობასა და აპათიაში არ გადაიზრდება. წარმოიდგინეთ, რას განიცდის ბავშვი, რომელსაც მშობლები კრიტიკით გულს უწყალებენ: "შენს ასაკში მე ბევრს მივაღწიე", "ვის ჰგავხარ ასეთი დოყლაპია?", "დასთან შედარებით, შენი შესაძლებლობები საშუალოზე დაბალია". მოზარდი ან სამუდამოდ დაკარგავს თავის რწმენას და პატივისცემას, ან მთელი ცხოვრება შეეცდება, საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ. პირველ ვარიანტს შედეგად შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ზრდასრულ ასაკში უინიციატივო, არამიზანმიმართული დარჩება. მუდამ თქვენს ფასეულ მითითებებს დაელოდება და, როგორც ბავშვობაში, ყოველთვის მოწონება–ქების ძიებაში იქნება. ამ შემთხვევაში თავის პატივისცემაზე საუბარი ზედმეტია. მეორე ვარიანტი ცუდია იმით, რომ დასახული მიზნის მისაღწევად თავბრუდამხვევი თავისუფლება და გამბედაობა თავის პატივისცემისა და თვითდაკმაყოფილების გრძნობებით გამყარებული არ არის. როგორიც უნდა იყოს წარმატება, გეჩვენებათ, რომ ის ცოტაა. მაგალითად, საქალაქთაშორისო კონკურსზე გამარჯვება უმნიშვნელოა. მხოლოდ საერთაშორისო წარმატება ფასობს. ამას ჰიპერკომპენსაციას უწოდებენ, რაც ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვას იწვევს. აი, რატომ არის საჭირო ჯერ კიდევ ბავშვობაში ადამიანის თვითშეფასების იმგვარად ბალანსირება, რომ წარმატების მიღწევის სურვილი აკვიატებულ მიზნად არ იქცეს.

საკუთარი თავის მიმართ არასდროს გამოავლინოთ უპატივცემლობა. თუ მეუღლეს გაკიცხვის უფლებას აძლევთ, გარეშეთა ნოტაციებს მორჩილად ისმენთ და უცხოებს, რომლებიც შენობით გელაპარაკებიან, არ შეუსწორებთ, რამდენიც უნდა ელაპარაკოთ თქვენ შვილს, მას საკუარი თავის პატივისცემის გაკვეთილების ათვისება გაუჭირდება. ამიტომ აკრძალეთ, თქვენი მისამართით ხმას აუწიონ, უხეშობისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვეთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი აზრის იგნორირება მოახდინონ. მაშინ მოზარდისთვის ადვილი იქნება, ანალოგიურად მოიქცეს. შვილისთვის მისაბაძი მაგალითი იყავით.

მოამზადა აზა გაგოშიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online