asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

იაფი და მუსიკალური
იაფი და მუსიკალური
იაფი და მუსიკალური

2010-10-26 15:14:07



მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა, ახალი და, როგორც ჩანს, იაფფასიანი მუსიკალური ტელეფონი LG GM190, შემჩნეულ იქნა ბრაზილიაში. აპარატის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში ჩამონტაჟებულია დინამიკი ჟღერადობით 2.1 – ის განლაგებულია კორპუსის უკანა მხარეს.

ფორმ–ფაქტორით მონობლოკი ტელეფონის გაბარიტები 108–47–13,9 მილიმეტრია, ხოლო წონა – 90 გრამი. მისი მუსიკალური შესაძლებლობები, გარდა ზემოთხსენებული დინამიკისა, შემოიფარგლება რადიოთი, სტერეოპროფილიანი 2.1 ვერსიის ბლუთუზით, ემ–პე 3 ფლეიერითა და 3,5 მილიმეტრიანი გამოსავალით ყურსასმენებისთვის. მუსიკის შენახვა შესაძლებელია როგორც ტელეფონის მეხსიერებაში, ისე მეხსიერების ბარათებში.

LG GM190–ს ჯი–ეს–ემ სტანდარტის ოთხივე სიხშირის მხარდაჭერა აქვს და დაკომპლექტებულია 900 მილიამპერიანი აკუმულატორით, რაც სრულიად საკმარისია ამ კლასის აპარატისთვის. ტელეფონის ზუსტი ფასი, ისევე როგორც გაყიდვაში ოფიციალურად გამოსვლის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online