გამჭვირვალე ტელეფონი
გამჭვირვალე ტელეფონი
მიუხედავად იმისა, რომ ყოვედლღიურად მობილური ტელეფონების უამრავი ახალი მოდელი გამოდის, მართლაც საინტერესო აპარატები თითებზე ჩამოსათვლელია. მნიშვნელობა არ აქვს, რითია ისინი საინტერესო: ფუნქციონალურობით, ტექნიკური მონაცემებით თუ დიზაინით. სწორედ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება iida–ს ახალი მოდელი სახელად – X-Ray.
დიზაინერ ტოკუძინ იოშიოკის შექმნილი ტელეფონი ფორმ–ფაქტორით გასაშლელია. აპარატის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ მისი კორპუსი (წითელი, ლურჯი ან შავი) გამჭვირვალე გახლავთ, რაც საშუალებას იძლევა დავინახოთ, რა ნაწილებითაა ის აწყობილი.
კორპუსის გარეთა მხარეს განთავსებულია პატარა, 7–102 გაფართოების დისფლეი, ხოლო აპარატის ძირითადი დისფლეი გახლავთ TFT Liquid Crystal ტექნოლოგიით დამზადებული და 3.0 დუიმი დიაგონალის მქონე. ტელეფონის გაბარიტებია 49–110–15,7 მილიმეტრი, ხოლო წონა – 123 გრამი. მისი მუშაობის ხანგრძლივობა საუბრის რეჟიმში 3,5 საათით შემოიფარგლება, ხოლო ლოდინის რეჟიმში – 270 საათით, რაც არცთუ ბევრია თანამედროვე აპარატისთვის, თუმცა ამას აქარწყლებს მისი უეფექტურესი დიზაინი და 8 მეგაფიქსელიანი კამერა განათებითა და ავტოფოკუსით. ტელეფონს ასევე აქვს მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა 16 გიგაბაიტამდე და უამრავი სერვისი, რის ჩამოთვლასაც აღარ დავიწყებთ, ვინაიდან იაპონიის მიღმა სრულიად უსარგებლოა.
iida X-Ray თუნდაც მხოლოდ არაორდინალური დიზაინის გამო უნდა იყიდო კაცმა, მაგრამ სწორედ ამასთან დაკავშირებითაა გარკვეული პრობლემები. გარდა იმისა, რომ აპარატის "დისლოკაციის ადგილი" იაპონიაშია, კიდევ ერთი სირთულე არსებობს – ოფიციალურ საიტზე ბევრი საუბარია ტელეფონის დიზაინის უნიკალურობაზე, მონაცემებზე, ღირსებებზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ფასის შესახებ...

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ

თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის 