asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტელეფონი ორი აუდიო გამოსავალით
ტელეფონი ორი აუდიო გამოსავალით
ტელეფონი ორი აუდიო გამოსავალით

2010-10-21 11:49:27



ინდურმა კომპანიამ Airfone გამოუშვა უჩვეულო ტელეფონი AF202. მისი საშუალებით შესაძლებელია მუსიკას ერთდროულად ორმა ადამიანმა უსმინოს ყურსასმენებით – აპარატს ორი ცალი 3,5 მილიმეტრიანი აუდიო გამოსავალი გააჩნია.

გარდა ამისა, Airfone AF202 მუშაობს 2 სიმ–ბარათზე, აქვს 1 მეგაფიქსელიანი კამერა, რადიო, ფანარი, მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა, თანაც, 16 გიგაბაიტამდე, რაც ამ დონის ტელეფონისთვის მართლაც რომ შესაშურია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ აკუმულატორზე (1500 მილიამპერი) და ვიდეოკოდეკების მხარდაჭერაზე (3GP, MP4, MP5 (RMVB)).

Airfone India Ltd–ს დირექტორმა ვიშალ ჩიტკარამ აღნიშნა, რომ ცდილობს ბაზარზე გამოიტანოს ინოვაციური პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

– პირველი ტელეფონი ინდუსტრიაში ორი 3,5 მილიმეტრიანი აუდიო გამოსავალით მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მუსიკა და ფილმები მეგობრებსა და ოჯახს გაუზიაროს, – დაამატა ჩიტკარამ.

ამ უნიკალური აპარატის ფასი სულ რაღაც 60 დოლარია...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online