
ამერიკელმა ფიზიკოსებმა და ინჟინრებმა პლანეტაზე ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს. ეს არის უმსუბუქესი ლითონის მილების ბადე. თითოეული მილის სისქე ადამიანის თმის ღეროს სისქეზე ათასჯერ მცირეა, სიმკვრივე კი ერთ კუბურ სანტიმეტრზე 0,9 მილიგრამია. შედარებისთვის, კრემნიუმის (სილიკონი) აეროგელების სიმკვრივე, რომელიც ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე მსუბუქ მასალად მიიჩნეოდა, კუბურ სანტიმეტრზე 1,0 მილიგრამს შეადგენს. ხელოვნური მასალა პენოპლასტზე 100-ჯერ მსუბუქია და ენერგიის შთანთქმის უჩვეულოდ ძლიერი უნარი აქვს. მისი გამოყენება შესაძლებელია მომავლის აკუმულატორის ელემენტის კონსტრუქციაში. ირვინის კალიფორნიული უნივერსიტეტის, HRL-ის ლაბორატორიისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი მასალის შესახებ სტატია ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა. მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ მასალის გამძლეობა მისი მოწესრიგებული სტრუქტურით არის განპირობებული. მისგან განსხვავებით აეროგელებსა და მეტალიზირებულ ქაფებს ამორფული სტრუქტურა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ნაკლები გამძლეობა, დრეკადობა და ენერგიის შთანთქმის უნარი აქვთ, ვიდრე იმ საწყის მასალებს, რომლისგანაც ისინი შედგებიან.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა











თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის
ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ 






































































































