დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"

სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე კომპიუტერთან მცირე დროს ატარებს. დღის განმავლობაში ერთი საათი მისთვის საკმარისია, რომ სხვადასხვა სიახლეს გაეცნოს და მეგობრების შეტყობინებებსაც უპასუხოს. ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, სპორტულ საიტებს სტუმრობს. სოციალური ქსელებიდან მხოლოდ "ფეისბუქზეა" დარეგისტრირებული. იმის გამო, რომ არავინ გაანაწყენოს, მისი მეგობრების სიამ განკუთვნილ ლიმიტს, 5 ათასს გადააჭრბა, რის გამოც სხვა ბევრ მსურველს, რომელთა რიცხვიც ამჟამად დაახლოებით ათას ადამიანზე მეტია, ვეღარ იმატებს. თუმცა, თუ დამეგობრების მსურველი ბავშვია, დიმა უარს ვერ ეუბნება და სამაგიეროდ სხვას შლის.
– დიმა, რა დანიშნულება აქვს თქვენთვის კომპიუტერს?
– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის გამო კომპიუტერი მჭირდება. ის მინიმალური, რაც უნდა ვიცოდე, ვიცი. პროგრამებში ნაკლებად ვერკვევი. აქ არის პერსონალი, რომელიც თუ რამე მოხდება, გვეხმარება. საიტებზე შესვლა, მეილის გამოყენება ვიცი. რაც შეეეხება ინფორმაციის მოპოვებას, "ფეისბუქს" ამ მხრივ, ნაყოფიერად ვიყენებ. უამრავ ადამიანთან მაქვს მიმოწერა. ზოგჯერ ხმა რომ ვერ მიმიწვდენია, ვერ დამირეკავს, თუნდაც უცხოეთში მყოფი ჩვენი სპორტსმენებისთვის, გზავნილი დამიტოვებია და მეორე დღეს პასუხი დამხვედრია. ასე რომ, ვერ ვიტყვი, კომპიუტერი ჩემთვის უმნიშვნელოა–მეთქი. მასთან ძირითადად მაშინ ვჯდები, "კურიერისთვის" რომ ვემზადები. ხანდახან მუსიკებსაც ვიწერ. ზოგიერთი კომპიუტერით ცხოვრობს, მე – არა.
– გახსოვთ, როდის გქონდათ კომპიუტერთან პირველი შეხება?
– ეს დიდი ხნის წინ იყო. აი, "რუსთავი 2"–ში რომ მოვედი, იმ პერიოდიდან, ანუ დაახლოებით, 1994 წლიდან. რაც აქ მოვედი, მას შემდეგ სულ კომპიუტერთან ვარ.
– როგორი შეგრძნება იყო, როცა მასთან პირველად დაჯექით? იმ პერიოდში კომპიუტერი უცხო ხილი იყო.
– თქვენ უნდა ნახოთ, ორი თითით როგორ ვბეჭდავ, მაგრამ, მგონი, აქ ყველაზე სწრაფად მე ვკრეფ ასოებს. ვზივარ და კლავიატურას წარმოუდგენლად ჩქარა ვუბრახუნებ. ახალ ამბებში რომ დავიწყე მუშაობა და "კურიერში" დავჯექი, ტექსტის აკრეფა, დაწერა მე მომიწია. მეგონა, ბეჭდვას ვერასდროს ვისწავლიდი.
– სახლში როდის შეიძინეთ კომპიუტერი?
– არ მახსოვს, მაგრამ დიდი ხანია. ალბათ ათი წელი იქნება.
– მას შემდეგ ბევრჯერ გამოცვალეთ?
– ხშირად არ ვცვლი, ალბათ სამჯერ შევცვალე.
– პერსონალური კომპიუტერი გაქვთ თუ ლეპტოპი?
– სახლში ორი ლეპტოპი გვაქვს. ერთი, "ეიჩპი" ფირმის არის, მეორის ფირმა კი არ მახსოვს. გართულება არ მაქვს, რომელი ფირმის და როგორი კომპიუტერი მექნება. ზოგი ამბობს, "მაკი" მაგარიაო. გავიგე, რომ კარგი და მაგარია, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– დილიდანვე იწყება თქვენი ურთიერთობა კომპიუტერთან?
– არა. მასთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა სამსახურში მივდივარ და, სიმართლე გითხრათ, შაბათ–კვირას საერთოდ არ ვეკარები. მის გარეშე თავს ცუდად არ ვგრძნობ. ორშაბათი რომ მოდის, აუცილებლად ვამოწმებ ელფოსტას, "ფეისბუქს".
– რამდენ სოციალურ ქსელში ხართ დარეგისტრირებული?
– მხოლოდ "ფეისბუქზე" ვარ, ისიც იმიტომ, რომ ყველა ჩემიანი, ვისაც ვიცნობ, იქ არის. "სკაიპიც" მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ.
– "ფეისბუქში" ძალიან პოპულარული ყოფილხართ.
– კი, პროფილი გახსნილი მაქვს და მეგობარიც 5 000 მყავს. მეგობრობის მსურველი კი 1000–ზე მეტია. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტს ვეღარ ვიმატებ და მიზეზს ყოველთვის ვუხსნი. მერე მთხოვენ, ვინმე წავშალო. თავიდან ყველას, ტურისტულ სააგენტოებს, რაღაც ჯგუფებს ვიმატებდი. ახლა მათი წაშლა მეზარება. ბავშვი თუ მწერს, ყოველთვის ვიმატებ. მათთვის ნამდვილად არ მეზარება შევიდე, ვინმე წავშალო და მერე ისინი დავიმატო. ეს დიდი პატივია ჩემთვის. თუმცა 5 000 მეგობარი ძალიან ბევრია.
– ამდენ უცხო ადამიანთან ურთიერთობა რთული არ არის?
– არა. თითქმის ყველა წერილს ვპასუხობ. ჩატში სასაუბროს არ ვხსნი, იქ მერე კატასტროფა ხდება, ამიტომ მხოლოდ შეტყობინებებს ვამოწმებ.
– დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენი წერილი გხვდებათ?
– თავიდან ძალიან ბევრი მხვდებოდა. ახლა 100 შეტყობინებაზე მეტი ყოველთვის მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა წერილი წავიკითხო. ყველა ბავშვის წერილს ვკითხულობ და ვცდილობ, პასუხებიც გავცე. არ მინდა, მათ გული დავწყვიტო. ბავშვები "მანჩესტერზე", "რეალზე" და ასე შემდეგ მელაპარაკებიან. პატარებს ფეხბურთი ძალიან აინტერესებთ. მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობ.
– ამ ბოლო დროს სპორტის საკითხებს გოგონებიც აქტიურად განიხილავენ. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც ხომ არ გელაპარაკებიან სპორტზე?
– სპორტზე ბევრი გოგონა მწერს. მაგალითად, ამ თამაშს რატომ აჩვენებ ან იმ თამაშს რატომ არ აჩვენებო. ლინკებად მეტსახელები რომ აქვთ, მაგალითად, ნინო მანჩესტერი და რაღაც ამდაგვარი, არ მომწონს. მირჩევნია, ქართული სახელით და გვარით იყოს. ერთ გოგონას "დინამოს" მაისურს შევპირდი, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.
– ფეხბურთელებს, სპორტსმენებს თუ ეკონტაქტებით "ფეისბუქით"?
– არა, იშვიათად, იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვარ, ვისაც მივწერ, ის არის თუ არა. მეც ხშირად მწერენ, მართლა შენ ხარ თუ არაო. ვერაფრით წარმომიდგენია, ვიღაცის სახელით რატომ უნდა ვისარგებლო და რატომ აკეთებენ ამას.
– თქვენი სახელითაც სარგებლობს ვინმე?
– ჩემი სახელი და გვარითაც არის ვიღაც დარეგისტრირებული, მაგრამ უსურათოდაა. ერთხელ შევედი და ჩემი თავი დავბლოკე.
– უცხოელ სპორტსმენებს თუ ეკონტაქტებით "ფეისბუქის" საშუალებით?
– არა, ნახევარზე მეტი არც ისინი არიან იქ. როგორც გავიგე, "ტვიტერში" არიან დარეგისტრირებული, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს, რომ მივწერო.
– მოგწონთ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება კომპიუტერზე?
– მიმაჩნია, რომ ამან ბევრი რამ გააფუჭა, თუნდაც ის, რომ კინოში სიარულის კულტურა მოისპო. გადმოწერ ფილმს და სახლში უყურებ. ამიტომ კომპიუტერიზაცია არ მომწონს. მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მასზეა მიჯაჭვული. როცა სამსახურში ხარ და რაღაც გჭირდება, ეს სულ სხვა რამ არის, მაგრამ ყოველ წუთს მასთან ყოფნა, არა მგონია, კარგი იყოს. თუმცა ამ ნივთმა უამრავ ადამიანს უცხოეთში გადახვეწილ ახლობლებთან ყოველდღიური კავშირის საშუალება მისცა, ამიტომ მას ბევრი დადებითი მხარეც აქვს.
– ფოტოებს ხშირად დებთ ან ცვლით?
– არა. თავიდან საერთოდ არ მედო, მერე მეჩხუბნენ და უცხოეთში ფეხბურთელებთან გადაღებული ფოტოები დავყარე. ახლა ბავშვობის შავ–თეთრი სურათებიც დავდე. ხანდახან პროფილის ფოტოებს ვცვლი. სასაცილო, სახალისო სურათებს ხშირად ვნახულობ და კარგია, ვერთობი. იშვიათად, რომ ვინმეს კომენტარი გავუკეთო.
– თამაშებს კომპიუტერით ადევნებთ თვალს?
– არა, თამაშისთვის კომპიუტერით არასდროს მიყურებია და არც ვუყურებ. ჩვენი ნაკრები რომ თამაშობდა და რეპორტაჟი არ იყო, მაშინ კი ვუცქირე. თამაშებს ტელევიზიით ვუყურებ. კომპიუტერში ხარისხიც არ ვარგა.
– სტადიონზე დადიხართ ხოლმე?
– საქართველოს ჩემპიონატებზე, სამწუხაროდ, იშვიათად დავდივარ. როცა მთელი კვირა დატვირთული რეჟიმი გაქვს, ძნელია ფეხბურთზე წახვიდე, მაგრამ უნდა ვიარო. ქუთაისში "ტორპედო–ზესტაფონის" თამაშზე მინდოდა წასვლა და ვერ მოვახერხე. თბილისში უფრო დავდივარ "დინამოს" თამაშებზე. ეს გუნდი ჩემი თაობისთვის მაინც რაღაცნაირია...
– თქვენი ოჯახის წვერებს რა დამოკიდებულება აქვთ კომპიუტერისადმი, ისინიც თქვენსავით ნეიტრალურები არიან?
– კი. როცა სჭირდებათ, მასთან მაშინ სხდებიან. ჩემი შვილებისთვის რეჟიმი არ მაქვს დაწესებული, უკვე დიდები არიან და თვითონ აკონტროლებენ ამ ყველაფერს, დამოუკიდებლად მუშაობენ. გოგონა 16 წლისაა, ბიჭი – 14–ის. "ფეისბუქზე" არც ერთია დარეგისტრირებული და არც – მეორე. არ უნდათ, არ აინტერესებთ.
ეკა ლემონჯავა

კავშირი ტეგთან: დიმა ობოლაძე
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა

თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის
ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ 