
გასულ კვირას ნიუ იორკში გაიმართა ამერიკული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორ სპრინტისა და კომპანია მოტოროლას ერთობლივი ღონისძიება, რომელზეც წარდგენილი იქნა რამდენიმე ახალი აპარტი, მათ შორის ყველაზე საინტერესო გახლავთ Motorola Photon 4G.
ახალი აპარატი მუშაობს ოპერაციული სისტემა ანდროიდის 2.3 ვერსიაზე მოტოროლას საფირმო ინტერფეისით MotoBlur. მას აქვს 4,3 დუიმიანი დისფლეი გაფართოებით 540–960, თუმცა სმარტფონის პლუსად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ის, რომ დისფლეი ჩვეულებრივი TFT–ია, როგორც ამ ფირმის სხვა როგორც ძველი, ისე ახალი თაობის სმარტფონებში. სამსუნგის სუპერ ამოლედისა და სუპერ ამოლედ პლუსის, სონის სუპერ ერლიდისა და ელჯის IPS LCD–ის შემდეგ, ალბათ, მოტოროლაშიც უნდა დაფიქრდნენ თავიანთ თუნდაც მარტო ჰაი–ენდ სმარტფონებში დისფლეის ტიპის შეცვლაზე...
კიდევ ერთი შენიშვნა ჩვენგან მოტოროლას: ორბირთვიანი და 1 გიგაჰერცი სიხშირის პროცესორისა და 8 მეგაფიქსელიანი კამერის კვალობაზე, Motorola Photon 4G–ს ოფიციალურ სპეციფიკაციაში ვიდეოგადაღება მხოლოდ 720პ გაფართოებით უწერია. და ეს იმ დროს, როდესაც ზემოთთქმული "ჰარდის" კვალობაზე აპარატს თავისუფლად შეუძლია გადაიღოს Full HD 1080p ვიდეო, როგორც სამსუნგის, ელჯისა თუ ეიჩ–ტი–სი–ს ჰაი–ენდ სმარფტონებმა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ნიუანსი პროგრამულად გამოსწორებადია...
აქვე გეტყვით, რომ Motorolas Photon 4G ოპერატორ სპრინტის სხვა აპარატებს არ ჰგავს. სმარტფონს ოპერატორისთვის ჩვეულ CDMA სტანდარტების გარდა, ჯი–ეს–ემ სტანდარტების მხარდაჭერაც აქვს მსოფლიოს სხვა რეგიონებში სამუშაოდ.
ოპერატორ სპრინტის საფირმო მაღაზიებში აპარატი გასაყიდად ამ ზაფხულს დაიდება. სმარტფონის ზუსტი ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ტექნიკური მონაცემები:
სტანდარტები: GSM 850/900/1800/1900 MHz.
CDMA 800/1900, 2000 1xEV-D0.
ოპერაციული სისტემა: Android OS v2.3 (Gingerbread).
პროცესორი: 1 GHz NVIDIA Tegra 2 (AP20H) Dual Core processor.
მეხსიერება: 1 GB RAM, 2 GB ROM, 16 GB Storage. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD 32 გიგაბაიტამდე.
დისფლეი: TFT capacitive 540–960 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4,3 დუიმი დიაგონალი.
კამერა: 8 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ორმაგი ლედ განათებით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, სურათის სტაბილიზაცია, სახის ამოცნობა. ვიდეოგადაღება 720პ ფორმატში 30 კადრით წამში. მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის.
მონაცემთა გადაცემა: Rev. A 3.1 Mbps, LTE, Wi-Fi b/g/n, Wi-Fi hotspot, WiMAX 802.16 e, Bluetooth v2.1 (A2DP, EDR), GPS (A-GPS), microUSB 2.0, HDMI Port, 3,5 mm AudioJack.
მულტიმედია: აუდიო და ვიდეო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WAV/WMA/AAC+, MP4/WMV/H.263/H.264.
სხვა: მულტითაჩის მხარდაჭერა, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ციფრული კომპასი.
აკუმულატორი: Li-Po 1700 mAh.
მუშაობის ხანგრძლივობა: საუბრის რეჟიმში 10 საათამდე, მესამე თაობის ქსელებში 9 საათამდე.
გაბარიტები: 126,9–66,9–12,2 მმ.
წონა: 158 გრამი.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ











თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის 



















































