asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ახალი თაობის პროცესორი TI OMAP–ისგან
ახალი თაობის პროცესორი TI OMAP–ისგან
ახალი თაობის პროცესორი TI OMAP–ისგან

2011-06-15 17:41:38



სპეციალურად მობილური მოწყობილობებისთვის, ისეთებისთვის, როგორიცაა ინტერნეტ პლანშეტები და სმარტფონები, კომპანია Texas Instruments–მა შექმნა ახალი თაობის პროცესორი OMAP4470. სერია OMAP4–ის ახალი წარმომადგენელი 45 ნანომეტრიანი ტექპროცესით არის შესრულებული და შეიცავს ორ ბირთვს ARM Cortex-A9, რომლებიც 1,8 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობენ, ასევე ნაკლებძალიან ბირთვს Cortex-M3, რომლებიც 266 მეგაჰერც სიხშირეზე ფუნქციონირებენ და გრაფიკულ ამაჩქარებელს PowerVR SGX544.

წინა მოდელთან შედარებით (OMAP4430), რომელიც გამოიყენება LG Optimus 3D, RIM Blackberry Playbook–ში, ახალი პროცესორი 80 პროცეტნით სწრაფია ვებ სერფინგისას და 2,5–ჯერ მეტად წარმადია გრაფიკაში. ვიდეოამაჩქარებელი PoweVR SGX540 (წინა მოდელი) ამჟამად ერთ–ერთი საუკეთესოა და წარმოიდგინეთ, რა იქნება მასზე 2,5–ჯერ სწრაფი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, ზემოთქმული მხოლოდ მწარმოებლის განცხადებაა და რეალურად ამგვარ შედეგს ვერც ერთ პროგრამაში თუ ტესტში იგრძნობთ, რაც ადრეც არაერთხელ დადასტურებულა...

სავარაუდოდ, ამ პროცესორზე აგებული პლანშეტები და სმარტფონები 2012 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online