asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნოკია და Symbian Anna
ნოკია და Symbian Anna
ნოკია და Symbian Anna

2011-06-15 17:41:38



სულ მალე ფინური კომპანია ნოკია ევროპაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, აფრიკაში და აზიურ–წყნარ ოკეანეთში ახალი სმარტფონების გაყიდვას დაიწყებს ოპერაციულ სისტემაზე Symbian Anna _ Nokia X7, Nokia E6.

Nokia E6 მოეწონება მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც ბიზნეს კლასის სმარტფონები ე71 და ე72 მოსწონდათ. ასეთები ნამდვილად ბევრნი იყვნენ, მათ შორის ამ რუბრიკის ავტორიც. ნოკია ე6–ში შერწყმულია აპარატურული, სრულფასოვანი ქვერთი კლავიატურა და სენსორული დისფლეი 640–480 გაფართოებითა და მულტითაჩის მხარდაჭერით (დაზიანებებისადმი მდგრადი მინით). მის 8 მეგაფიქსელიან კამერას მაღალხარისხიანი ვიდეორგოლების 720პ ფორმატში გადაღება შეუძლია. სმარტფონს რა თქმა უნდა, აქვს ვაი–ფაი და ჯი–პი–ეს ნავიგაციაც. ასევე აღსანიშნავია საკმაოდ სწრაფი, 600 მეგაჰერციანი პროცესორი და ვიდეოამაჩქარებელი, რომელიც თანამედროვე 3დე აპლიმკაციების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

ვინაიდან Nokia E6 ცოტა ხნის წინათ დეტალურად განვიხილეთ ჟურნალში, მისი სხვა ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ აღარ განვმეორდებით...

Nokia X7 უფრო ახალგაზრდულ აუდიტორიაზეა გათვლილი. მას აქვს 4 დუიმი დიაგონალის სენსორული დისფლეი და ასევე 8 მეგაფიქსელიანი კამერა რვ ვიეოგადაღებით. ის გამოირჩევა საკმაოდ უჩვეულო დიზაინით, რაც ნათლად ჩანს ფოტოზე. მართალია, ამ აპარატზე ჩვენს მკითხველს ადრეც ვაცნობეთ, თუმცა მაშინ სმარტფონის სპეციფიკაციიდან ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, ახლა კი შეგვიძლია დეტალური, ოფიციალური ტექნიკური მაჩვენებლები შემოგთავაზოთ:

სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, HSDPA 850/900/1700/1900/2100 MHz.

ოპერაციული სისტემა: Symbian Anna OS.

პროცესორი: ARM 11 680 MHz.

ვიდეოამაჩქარებელი: Broadcom BCM2727.

მეხსიერება: 256 MB RAM, 1 GB ROM. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD 32 გიგაბაიტამდე. კომპლექტში მოყვება 8 გიგაბაიტიანი.

დისფლეი: AMOLED capacitive touchscreen, 360–640 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4 დუიმი დიაგონალი.

კამერა: 8 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ორმაგი ლედ განათებით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, სახის ამოცნობა. ვიდეოგადაღება 720პ ფორმატში 25 კადრით წამში (თუმცა, გარკვეული პროგრამული მანიპულაციის შედეგად, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება 720პ ფორმატის ვიდეოს 30 კადრით წამში გადაღება, ისევე, როგორც ნოკია ენ8–ის შემთხვევაში).

მონაცემთა გადაცემა: GPRS Class 33, EDGE Class 33, HSDPA 10,2 Mbps, HSUPA 2 Mbps, Wi-Fi 802.11 b/g/n, GPS (A-GPS), Bluetooth v3.0 (A2DP), microUSB 2.0 (USB On-the-go), 3,5 mm AudioJack.

მულტიმედია: Stereo FM Radio with RDS. აუდიო და ვიდეო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WMA/WAV/eAAC+, DivX/XviD/MP4/H.263/H.264/WMV.

სხვა: დაზიანებებისადმი მდგრადი მინა Gorilla Glass, მულტითაჩის მხარდაჭერა, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ციფრული კომპასი, მეტალის პანელი.

აკუმულატორი: Li-Ion 1300 mAh (BL-5K).

მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში 450 საათამდე (მითითებულია როგორც მეორე, ასევე მესამე თაობის ქსელებში). საუბრის რეჟიმში 6,5 საათამდე (მესამე თაობის ქსელებში 4,5 საათამდე). მუსიკის მოსმენის რეჟიმში 50 საათამდე.

გაბარიტები: 119,7–62,8–11,9 მმ.

წონა: 146 გრამი.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ოპერაციული სისტემა სიმბიანის ახალი ვერსისს მოსასინჯად ახალი სმარტფონის ყიდვა არ არის საჭირო, პროგრამული განახლება მალევე გამოვა ნოკიას შემდეგი მოდელებისთვის: N8, E7, C7, C6.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online