asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

1.5 გიგაჰერცი Pantech–ისგან
1.5 გიგაჰერცი Pantech–ისგან
1.5 გიგაჰერცი Pantech–ისგან

2011-05-30 13:44:36



კომპანია პანტეჩს არ აქვს დიდი წილი ევროპისა და ამერიკის მობილური ტექნიკის ბაზარზე, თუმცა საკმაოდ ცნობილია სამხრეთ კორეაში. და მაინც, ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს ფირმა გამოუშვებდა პირველ სმარტფონს 1.5 გიგაჰერციანი და ორბირთვიანი პროცესორით. მაგრამ, როდესაც ასეთ რამეებზეა საუბარი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ პანტეჩი იყო ის ფირმა, რომელმაც პირველმა გამოუშვა აპარატი DDR2 ოპერატიული მეხსიერებით...

Pantech Vega Racer–ში იგივე პროცესორი დგას (Qualcomm MSM8660 Snapdragon), რაც ეიჩ–ტი–სი–ს რამდენიმე ორბირთვიან სმარტფონში (HTC EVO 3D, HTC Sensation, Sensation 4G), რომლის თავდაპირველი სიხშირე 1.2 გიგაჰერცია. იგივე პროცესორი ააჩქარა პანტეჩმა და ამუშავებს 1.5 გიგაჰერცზე. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით თითქოს აკნინებს სამხრეთკორეული კომპანიის მიღწევას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ვინაიდან რომ არა შესაბამისი გაგრილება კონსტრუქციაში, აპარატი ორიოდ დღეში დაიწვებოდა...

გარდა ხსენებული პროცესორისა, ჩვენს დღევანდელ გმირს აქვს გრაფიკული ჩიპი ADreno 220, თხევადკრისტალური დისფლეი 480–800 გაფართოებით, 8 მეგაფიქსელიანი ძირითადი კამერა და 1,3 მეგაფიქსელიანი კამერა ვიდეოზარებისთვის, ასევე 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. მიუხედავად იმისა, რომ აპარატის სისქე სულ რაღაც 9 მილიმეტრია, მას აქვს საკმაოდ მძლავრი, 1650 მილიამპერიანი აკუმულატორი. სმარტფონის წონაა 120 გრამი. Pantech Vega Racer მუშაობს ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე.

ამ თვის ბოლოსთვის პანტეჩის შედევრი სამხრეთკორეული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორ SK-Telecom–ის საფირმო მაღაზიებში გაიყიდება. აპარატის სამხრეთ კორეის გარეთ რეალიზების პერსპექტივები ჯერჯერობით უცნობია. სმარტფონის გარდა პანტეჩი პლანშეტის გამოშვებასაც აპირებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online