asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Nokia E6 ინტერფეისით Symbian Anna
Nokia E6 ინტერფეისით Symbian Anna
Nokia E6 ინტერფეისით Symbian Anna

2011-04-19 14:39:32



ფინური კომპანია ნოკიას პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა ბიზნეს სმარტფონის – Nokia E6–ის გამოშვების შესახებ. მას ოპერაციული სისტემა სიმბიანის ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, სახელად Symbian Anna. შემქმნელების თქმით, ეს გრაფიკული ინტერფეისი მომხმარებლისთვის უფრო მოხერხებულია და გააადვილებს აპარატის მართვას.

Nokia E6 ელეგანტური, სრულფასოვანი ქვერთი კლავიატურიანი სმარტფონია, რომელიც, როგორც ამ სერიის სხვა მრავალი აპარატი, ძირითადად გათვლილია ბიზნეს მომხმარებლებზე. აღსანიშნავია, რომ სმარტფონს აქვს სენსორული დისფლეი, რაც ამგვარი ფორმ–ფაქტორის აპარატებში იშვიათად გვხვდება.

რაც შეეხება აპარატის სპეციფიკაციას, რომელიც გაყიდვაში ამა წლის მეორე კვარტალში უნდა გამოვიდეს, ის ამგვარია:

სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, HSDPA 850/900/1700/1900/2100 Mhz.

ოპერაციული სისტემა: Symbian^3 OS (Anna).

პროცესორი: ARM 11 600 Mhz.

ვიდეოამაჩქარებელი: 3D Graphics HW Accelerator.

მეხსიერება: 256 MB RAM, 1GB ROM, 8GB Storage. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD 32 გიგაბაიტამდე.

დისფლეი: TFT capacitive touchscreen, 640–480 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 2,46 დუიმი.

კამერა: 8 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ორმაგი ლედ განათებით. ვიდეოგადაღება 720პ ფორმატში 25 კადრით წამში. მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის.

მონაცემთა გადაცემა: GPRS Class 33, EDGE Class 33, HSDPA 10,2 Mbps, HSUPA 2 Mbps, Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth v3.0, GPS (A-GPS), microUSB 2.0, 3,5 vv AudioJack.

მულტიმედია: Stereo FM Radio with RDS. ვიდეო და აუდიო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP4/H.263/H.264/RV, MP3/WMA/WAV/RA/eAAC+.

სხვა: მულტითაჩის მხარდაჭერა, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ციფრული კომპასი, TV-out.

მუშაობის ხანგრძლივობა: საუბრის რეჟიმში 14 საათამდე (მესამე თაობის ქსელებში 7,5 საათამდე), ლოდინის რეჟიმში 681 საათამდე (მესამე თაობის ქსელებში 744 საათამდე).

გაბარიტები: 115,5–59–10,5 მმ.

წონა: 133 გრამი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online