asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ახალი სმარტფონი HTC–სგან
ახალი სმარტფონი HTC–სგან
ახალი სმარტფონი HTC–სგან

2011-04-05 16:43:17



არსებობს მომხმარებლის კატეგორია, რომელსაც არ მოსწონთ ესა თუ ის თანამედროვე ტექნოლოგია. მაგალითად, სამგანზომილებიანი დისფლეი სმარტფონებში. ჰოდა, ტაივანური კომპანია ეიჩ–ტი–სი–ც ცდილობს ყველას გაუწიოს ანგარიში და მაღალი კლასის აპარატებს 3დე დისფლეის გარეშეც ქმნის.

3დე დისფლეიანი და კამერიანი HTC EVO 3D–ს შემდეგ, რომლის შესახებაც წინა ნომერში გაუწყეთ, ეიჩ–ტი–სი ჰაი–ენდ სმარტფონს ჩვეულებრივი, თუმცა მაღალხარისხიანი დისფლეით გამოუშვებს, რომლის გაფართოებაც 540–960 წერტილი იქნება, ხოლო დიაგონალი – 4,3 დუიმი.

სმარტფონი, რომლის კოდური სახელწოდებაა HTC Pyramid და მუშაობს ოპერაციული სისტემა ანდროიდის 2,3 ვერსიაზე, ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა, უფრო მეტიც, ანონსის თარიღიც არ არის ცნობილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ცოცხალი ფოტოები მაინც მოიპოვება ინტერნეტსივრცეში, ისევე, როგორც გარკვეული სპეციფიკაცია გარდა ზემოთხსენებულისა.

ასევე ცნობილია, რომ HTC Pyramid–ს ექნება 8 მეგაფიქსელიანი კამერა 1080პ გაფართოების ვიდეორგოლების გადაღების შესაძლებლობით, 0,3 მეგაფიქსელიანი მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის, ორბირთვიანი პროცესორი, რომელიც 1,2 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს და, რა თქმა უნდა, GPS, Wi-Fi...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტექნიკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online