asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სამსუნგი Galaxy S Plus–ს ამზადებს
სამსუნგი Galaxy S Plus–ს ამზადებს
სამსუნგი Galaxy S Plus–ს ამზადებს

2011-04-05 16:43:17



სამხრეთკორეული კომპანია სამსუნგის სმარტფონების სერია Galaxy რომ უაღრესად პოპულარულია, ეს ამბავი ახალი აღარ არის. ჰოდა, ამის გამო მწარმოებელიც იძულებულია სერიას ახალ–ახალი მოდელები შემატოს.

კომპანიას უკვე მზად აქვს მოდელი Samsung Galaxy S Plus, რომლის გაყიდვასაც აპრილის ბოლოს დაიწყებს. ზოგიერთი რეგიონისთვის გამოშვებულ აპარატს ხსენებულის ნაცვლად Samsung Galaxy S 2011 Edition ერქმევა.

Galaxy S Plus ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ Galaxy S–ზე ძვირი ეღირება, რაც განპირობებულია უფრო მაღალსიხშირიანი პროცესორით, კორპუსის ელემენტებითა და უფრო მძლავრი აკუმულატორით. რაც შეეხება დეტალურ ტექნიკურ მონაცემებს, მართალია, ოფიციალურად არ არის გაჟღერებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, სრულად შეგვიძლია შემოგთავაზოთ (გამორიცხული არ არის, რომ სპეციფიკაცია უმნიშვნელოდ შეიცვალოს):

სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, HSDPA 900/1900/2100 Mhz.

ოპერაციული სისტემა: Android OS v2.3 (gingerbread).

პროცესორი: 1.4 GHz Scorpion processor, Qualcomm MSM8255T chipset.

ვიდეოამაჩქარებელი: Adreno 205.

მეხსიერება: 512 MB RAM, 2 GB ROM, 8/16 GB Storage.

დისფლეი: Super AMOLED capacitive touchscreen, 480–800 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4,0 დუიმი. მულტითაჩის მხარდაჭერა.

კამერა: 8 მეგაფიქსელი ავტოფოკუსით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, თაჩ ფოკუსი, სახისა და ღიმილის ამოცნობა. ვიდეოგადაღება 720პ ფორმატში 30 კადრით წამში. მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის.

მონაცემთა გადაცემა: GPRS Class 12, EDGE Class 12, HSDPA 14,4 Mbps, HSUPA, Wi-Fi 802.11 b/g/n (DLNA Wi-Fi hotspot), Bluetooth v3.0 (A2DP), GPS (A-GPS), microUSB 2.0, 3,5 mm AudioJack.

მულტიმედია: FM Radio with RDS. ვიდეო და აუდიო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP4/DivX/XviD/WMV/H.263/H.264, MP3/WAV/eAAC+/AC3/FLAC.

სხვა: გრაფიკული ინტერფეისი TouchWiz 3.0, TV out, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ციფრული კომპასი, დისფლეის დამცავი მინა Gorilla Glass.

აკუმულატორი: 1650 mAh.

გაბარიტები: 122,4–64,2–9,9 მილიმეტრი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტექნიკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online