asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მძლავრი 3D სმარტფონი HTC–სგან
მძლავრი 3D სმარტფონი HTC–სგან
მძლავრი 3D სმარტფონი HTC–სგან

2011-03-29 17:25:17



ტაივანურმა კომპანია ეიჩ–ტი–სი–მ მძლავრი 3დე სმარტფონი შექმნა, რომელსაც სტერეოსკოპიური ეფექტის მისაღებად სპეციალური სათვალეები არ სჭირდება – HTC EVO 3D. შეგახსენებთ, რომ ტაივანური კომპანია პირველი არ არის, რომელმაც ამგვარი აპარატი გამოუშვა, პირველი იყო Sharp, ხოლო მეორე – LG.

აპარატს, გარდა იმისა, რომ 3დე დისფლეი აქვს, 3დე ვიდეოს გადაღებაც შეუძლია 720პ ფორმატში, ხოლო ჩვეულებრივ ვიდეოს ეიჩ–ტი–სი–ს შედევრი 1080პ ფორმატში იღებს. გარდა ამისა, სმარტფონი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით, რომელიც 1,2 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს, ასევე 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია HTC EVO 3D–ს აპარატული ვიდეოამაჩქარებელი Adreno 220, რომელზეც ჩვენს ჟურნალში ადრეც გვქონდა საუბრი და რომელიც ბევრად აღემატება მის წინამორბედს (Adreno 205).

აპარატის დისფლეიზე 3დე ეფექტი ისეთივე ხარისხიანია, როგორიც LG Optimus 3D–ს შემთხვევაში, მაგრამ, რაც უფრო მეტია ხედვის კუთხე, მით უფრო ძნელდება სტერეოსკოპიური გამოსახულების მიღწევა.

სმარტფონის გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ამა წლის მეორე კვარტალში მოხდება.

ტექნიკური მონაცემები:

სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/ 1800/1900, HSDPA 900/1900/2100 Mhz.

ოპერაციული სისტემა: Android v2.3 (Gingerbread).

პროცესორი: 1.2 GHz Dual-Core processor, Qualcomm MSM8660 chipset.

ვიდეოამაჩქარებელი: Adreno 220.

მეხსიერება: 1 GB RAM, 1 GB ROM.

დისფლეი: 3D S-LCD capacitive touchscreen, 540-960 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4,3 დუიმი.

კამერა: 5 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ორმაგი ლედ განათებით. 3დე ფოტოს იღებს მხორლოდ 2 მეგაფიქსელი გაფართოებით. ვიდეოგადაღება 1080პ ფორმატში 2დე რეჟიმში (24 კადრით წამში), 720პ ფორმატში 3დე რეჟიმში (30 კადრით წამში). მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის 1,3 მეგაფიქსელი.

მონაცემთა გადაცემა: Wi-Fi 802.11 b/g/n, WiMAX 802.16 e (DLNA, Wi-Fi hotspot), GPS (A-GPS), Bluetooth v3.0 (A2DP, EDR), microUSB 2.0, HDMI port.

მულტიმედია: Stereo FM Radio with RDS. აუდიო და ვიდეო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/AAC+/WAV/WMA, MP4/XviD/ H.264/H.263/WMV.

სხვა: აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ჰიროსკოპი, მულტითაჩის მხარდაჭერა, ციფრული კომპასი.

აკუმულატორი: Li-Ion 1730 mAh.

მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში 355 საათამდე, საუბრის რეჟიმში 7,5 საათამდე.

გაბარიტები: 126–65–12,1 მმ.

წონა: 170 გრამი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტექნიკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online