asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Sony Ericsson Xperia Play მალე Werizon–ისთვის
Sony Ericsson Xperia Play მალე Werizon–ისთვის
Sony Ericsson Xperia Play მალე Werizon–ისთვის

2011-03-29 17:25:16



კომპანია სონი ერიქსონი თამაშებისთვის განკუთვნილ სმარტფონს რომ უშვებდა ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე, ჩვენს მკითხველს კარგა ხნის წინ ვაცნობეთ. თუმცა, მაშინ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო აპარატზე, ახლა კი ის უკვე მზად არის და მობილური კავშირგაბმულობის ამერიკულ ოპერატორ ვერიზონის ასორტიმენტში მოსახვედრად ემზადება. ოპერატორი მის გაყიდვას აპრილის ბოლოსთვის ან მაისის დასაწყისისთვის გეგმავს, ჯი–ეს–ემ სტანდარტის ვერსია კი, დანარჩენი მსოფლიოსთვის, მოგვიანებით გამოვა.

აპარატში თავიდანვე იქნება ჩაწერილი შემდეგი თამაშები: Asphalt 6: Adrenaline, Star Battalion, Bruce Lee Dragon Warrior, Madden NFL 11, The Sims 3, Tetris. რაც შეეხება ტექნიკური მონაცემებს, ის შემდეგია (ვერიზონისთვის განკუთვნილი ვერსიის სპეციფიკაცია მხოლოდ სტანდარტებით განსხვავდება):

სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900, HSDPA 900/2100 Mhz. (სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვა მესამე თაობის სიხშირით).

ოპერაციული სისტემა: Android OS v2.3 (Gingerbread).

პროცესორი: 1 GHZ Scorpion processor, Qualcomm MSM8255 Chipset.

ვიდეოამაჩქარებელი: Adreno 205.

მეხსიერება: მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 380 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 400 მეგაბაიტი შიდა მეხსიერება. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD 32 გიგაბაიტამდე (კომპლექტში მოყვება 8 გიგაბაიტიანი).

დისფლეი: LED-backlite LCD capacitive touchscreen, 480–854 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. 4.0 დუიმი.

კამერა: 5 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ლედ განათებით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, თაჩ ფოკუსი, სურათის სტაბილიზაცია. მეორე კამერა ვიდეოზარებითვის.

მონაცემთა გადაცემა: Wi-Fi 802.11 b/g/n (DLNA, Wi-Fi hotspot), GPS (A-GPS), Bluetooth v2.1 (A2DP), microUSB 2.0.

მულტიმედია: სტერეო დინამიკები. ვიდეო და აუდიო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP4/H.263/H.264/WMV, MP3/eAAC+/WMA/WAV.

სხვა: PSP like gaming controls, Multi-touch input method, Timescape UI, SNS integration, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი, ციფრული კომპასი.

აკუმულატორი: Li-Ion 1500 mAh.

მუშაობის ხანგრძლივობა: საუბრის რეჟიმში 8,25 საათამდე, მესამე თაობის ქსელებში – 6,25 საათამდე. ლოდნის რეჟიმში 425 საათამდე, მესამე თაობის ქსელებში – 413 საათამდე. მუსიკის მოსმენის რეჟიმში 31 საათამდე.

გაბარიტები: 119–62–16 მმ.

წონა: 175 გრამი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online