სმარტფონი ორი დისფლეით
სმარტფონი ორი დისფლეით
ამერიკულმა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Sprint ოფიციალურად გამოაცხადა თავისი ახალი სმარტფონის Kyocera Echo–ს გაყიდვაში გამოსვლის თარიღი. ის მართლაც უნიკალური აპარატია ორიგინალური ფორმ–ფაქტორით, რომელსაც ერთდროულად ორი სენსორული დისფლეი აქვს.
სმარტფონს, რომელიც პორტატულ სათამაშო აპარატს ნინტენდო დი–ეს–ს წააგავს, აქვს 1 გიგაჰერციანი პროცესორიQualcomm Snapdragon QSD8650, 1 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა 32 გიგაბაიტამდე (კომპლექტში მოყვება 8 გიგაბაიტიანი), 5 მეგაფიქსელიანი კამერა განათებითა და ავტოფოკუსით, რომელსაც მაღალხარისხიანი ვიდეოს გადაღება 720პ ფორმატში შეუძლია, GPS, Wi-Fi, Bluetooth და ციფრული კომპასი. მისი გაბარიტები კი შემდეგია: 115–56,5–17,2 მილიმეტრი, წონა 193 გრამი. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, ის ანდროიდია, 2,2 ვერსიის.
აუცილებლად ცალკე აღნიშვნის ღირსია სმარტფონის დისფლეი, რომელიც, როგორც უკვე გითხარით ზემოთ, აპარატს ორი ცალი აქვს. თითოეული არის 3,5 დუიმიანი, 480–800 გაფართოებითა და მულტითაჩის მხარდაჭერით, თუმცა მისი განსაკუთრებული დიზაინის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აპარატის ეკრანები ერთიანდება და ერთად წარმოქმნიან 4,7 დუიმი დიაგონალისა და 800–960 გაფართოების დისფლეის. და, რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია ერთი დისფლეით მეორე დისფლეის მართვა, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინების დაწერა, რის დროსაც ერთი დისფლეი სრულად დაეთმობა ქვერთი კლავიატურას.
სმარტფონი Kyocera Echo გაყიდვაში 17 აპრილს გამოვა და ზემოთხსენებულ მობილურ ოპერატორთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, 200 დოლარი ეღირება.
ერთი ის არის, რომ სმარტფონი მხოლოდ CDMA ქსელებისთვისაა განკუთვნილი და ჯი–ეს–ემ ვერსიის შესახებ არც არაფერი ისმის...

კავშირი ტეგთან: ტექნიკა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ

თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის 