
მუსიკალური ტელეფონი 35 ევროდ
მუსიკალური ტელეფონი 35 ევროდ
მობილური ტელეფონების მწარმოებელმა ფინურმა გიგანტმა ნოკიამ ოფიციალურად წარადგინა იაფფასიანი მუსიკალური აპარატი Nokia X1-00 პლატფორმაზე Series 30, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვისაა შექმნილი. ის მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში აპრილში გამოვა გაყიდვაში და სულ რაღაც 35 ევრო ეღირება. ეს ტელეფონი პოზიციონირდება როგორც აპარატი განკუთვნილი მუსიკის მოყვარულთათვის. მას მუსიკალური შესაძლებლობების მართვისთვის აქვს აპარატული ღილაკები და 3,5 მილიმეტრიანი შესაერთებელი ყურსასმენებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, კომპლექტშიც მოყვება. რაც შეეხება აპარატის სპეციფიკაციას, მას აქვს 1,8 დუიმიანი დისფლეი 128–160 გაფართოებითა და 56 ათასი ფერით, ეფ–ემ რადიო, რა თქმა უნდა, ემ–პე3 ფლეიერი, ფანარი და მხოლოდ ჯი–ეს–ემ ქსელის მხარდაჭერა. მისი 1320 მილიამპერიანი აკუმულატორით აპარატს შეუძლია 61 დღემდე გაძლოს დატენვის გარეშე ლოდინის რეჟიმში, მუსიკის დაკვრის რეჟიმში 38 საათამდე, ხოლო საუბრის რეჟიმში 13 საათამდე. მისი გაბარიტებია 112,2–47,3–16 მილიმეტრი, ხოლო წონა 91,1 გრამი. ვინაიდან ტელეფონი განკუთვნილია ხელმოკლე ოჯახებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან, მასში გათვალისწინებულია 5 სხვადასხვა სატელეფონო წიგნაკი, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლონ ოჯახის სხვადასხვა წევრებმა.
კავშირი ტეგთან: მუსიკა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ











თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის 






































































































