
როდესაც ტრადიციების შესახებ ინტერვიუ ქართული კინოს ცოცხალ ლეგენდას ოთარ კობერიძეს ვთხოვეთ, ბატონმა ოთარმა 15 წუთის მერე გვთხოვა დაკავშირება. როდესაც მეორედ დავუკავშირდით, ის მიზეზიც ვკითხეთ, რისთვისაც 15 წუთი გვთხოვა.
ოთარ კობერიძე:
- როდესაც ინტერვიუს თემა მითხარით, მაშინვე ბიბლია გადმოვიღე (აღარც მახსოვს, რამდენჯერ მაქვს ბიბლია წაკითხული) და რამდენიმე ადგილი გადავიკითხე. ჩემი აზრით, ბიბლია გულის წიგნი უნდა იყოს. ადამიანმა, რაც უნდა დაღლილი იყოს, ძილის წინ ბიბლიიდან ერთი თავი მაინც უნდა გადაიკითხოს და ისე დაიძინოს. ადამიანმა რჯულის კანონი უნდა იცოდეს, რათა ცხოვრებას უფრო დაფიქრებით შეხედოს. რაც რჯულის კანონში წერია, ქართველმა კაცმა ის უნდა შეასრულოს. ეს არის: ერთგულება, უღალატობა, მიმტევებლობა და ყურადღება, ასევე წარსულისა და უფროსი თაობის პატივისცემა. მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობდი და ახლაც ასე ვცხოვრობ. ათასჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის სამშობლოს, გული - ლიას, ხოლო ღირსება - მე. რჯულის კანონი მინიმალურია, რომლის შესრულებაც დღეს ქართველს ევალება. რჯულის კანონი ოჯახში უნდა ეკიდოს და ბავშვებმა უნდა ისწავლონ. ბავშვი ინგლისურ ენას ყოველთვის შეისწავლის, მაგრამ მისი შინაგანი ბუნება დატვირთული უნდა იყოს ქართული ენითა და მისი ღირსებით. ქართული ენა ხომ ღმერთების ენაა. ძალიან კარგია, სკოლები რომ შენდება და რემონტდება, მაგრამ ბავშვი ჯანსაღი უნდა იყოს. სანამ ის ინგლისურს შეისწავლის, მან თავისი რჯულის კანონი და მშობლიური ლიტერატურა უნდა შეისწავლოს. ამით ის სულიერად გაძლიერდება და მერე სხვა უცხო ენის შესწავლაც შეიძლება. სკოლამაც და ოჯახმაც ღრმად უნდა ჩაბეჭდოს ბავშვის გონებაში ეროვნულობა, ქართული და მერე სხვა.
- ბატონო ოთარ, დღეს ძალიან ხშირად ისმის დამახინჯებული ქართული ენით მეტყველება, თქვენი აზრით, ეს, პირველ რიგში, რისი ბრალია?
- ჩემი აზრით, ტელევიზია ამაში გარკვეულ როლს თამაშობს. ტელევიზიიდან ისმის ძალიან ჩქარი საუბარი. ისე სწრაფად საუბრობენ, რომ ნახევარზე მეტს ვერ ვგებულობ. ჩემს დროს წყნარი, დინჯი საუბარი იყო. ადამიანს ჩემი აზრი რომ მივაწოდო, წყნარად და გარკვეულად უნდა ვისაუბრო. ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი ლიტერატურა უნდა იკითხონ. იმას კი არ ვამბობ, რომ სხვა ენაზე არაფერი უნდა წაიკითხონ, მაგრამ ქართულზე უნდა იყოს დამყარებული მათი ბედნიერება და მათი სულიერი სიმტკიცე.
- რამდენად ნაკითხი იყო თქვენი თაობა?
- ჩემი თაობა ძალიან ნაკითხი იყო. ახალგაზრდები ძალიან დიდ დროს ბიბლიოთეკებში ატარებდნენ. მაშინ რუსული ენა იყო გავრცელებული და ძირითადად რუსულად კითხულობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ინგლისური იცოდნენ და ინგლისელი და ამერიკელი მწერლების შემოქმედებას დედანში კითხულობდნენ.
- თავად თქვენ როგორი მკითხველი იყავით?
- მე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ცოტა ნაკლებად მომიწია კითხვა, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ ბებიასთან ვიზრდებოდი, მერე კი მეორე სამამულო ომში წავედი. მაგრამ რაც მაშინ დამაკლდა კითხვა, ახლა ავინაზღაურე. დღემდე ვკითხულობ ყველაფერს და მინდა, ჩემს გონებაში აღვადგინო ის სისრულე, რასაც ღირსეული მამაკაცობა ჰქვია.
- ბებიათქვენი დიდი გვარის წარმომადგენელი იყო, ოჯახში რამე ტრადიცია თუ გქონდათ?
- ჩემი ოჯახი მართლმადიდებლური იყო. ბებიაჩემი ბაგრატიონთა შთამომავალი გახლდათ და მთელი ოჯახი იმ ტრადიციებზე აღზარდა, რაც ამ ლექსშია მოცემული:
"ნარიყალამ დაიბრუნა წმინდა სულის ტაძარი,
თბილისს ქუდი დაახურა ვაჟკაცობის სადარი.
გადმოჰყურებს ხარფუხს, ქალაქს,
უკეთესი სად არის?
ზარის რეკვით ამცნო ყველას,
რომ ისევე აქ არის.
ნარიყალამ დაიბრუნა წმინდა სულის ტაძარი".
ბებიაჩემს 5 წლიდან დავყავდი ეკლესიაში. ბავშვობიდანვე ვლოცულობდი და ერთი დღე არ გასულა, რომ არ მელოცა. ქართველი უფლის მოშიშარი უნდა იყოს, ვინაიდან, რასაც აქ ჩაიდენს, საიქიოს მოეკითხება.
- თქვენს ახალგაზრდობაში რა ფასეულობა იყო?
- მაშინ სახელმწიფო სათავეში კომუნისტები იყვნენ და უფლებას არ გვაძლევდნენ, ეკლესიაში შევსულიყავით. ყველა პიონერი და კომკავშირელი იყო, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მე არ გამივლია. პაპაჩემისა და ბებიაჩემის მხარქვეშ ვიზრდებოდი და იმ ღირსებას, რაც მათ მომანიჭეს, 88 წელია, ერთგულად დავატარებ. მახსოვს, ბებიაჩემთან სტუმრები რომ მოდიოდნენ, ყველა იტყოდა: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! მე, ჩემი გაგებით, ახალგაზრდობაში შემოვდგი ფეხი და ყველას ღმერთი გწყალობდეთ. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების დროს ძალიან ბევრი რამ აკრძალული იყო, მაშინდელი ახალგაზრდობა უფრო მეტად იყო დატვირთული ღირსებითა და პატიებით. როდესაც უფროსი შემოვიდოდა, არ მახსოვს, ბიჭები ფეხზე არ წამოვმდგარიყავით და მოწიწებით არ მივსალმებოდით, უფროსს ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდით. დღეს ეს ყველაფერი ცოტათი დარღვეულია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველი ისე ძლიერად არის დამუხტული და დატვირთული რწმენითა და რჯულის კანონით, ეს ყველაფერი აღდგება. დღეს საჭიროა ამ რთული პერიოდის გავლა. ვინც ამ ყველაფერს შეინარჩუნებს, უბედნიერესი ადამიანი იქნება.
- ამის შენარჩუნებაში ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი.
- რა თქმა უნდა. ოჯახში ქალმაც და მამაკაცმაც ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლონ. თუნდაც მეგობრობა და ქალისადმი პატივისცემა. სწორედ ოჯახიდან იწყებოდა ქალისადმი პატივისცემა. საოცარი განწყობილება გვქონდა დედისა და ბებიის მიმართ. როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანდილოსანი ამოვიდოდა, მამაკაცები აუცილებლად ადგილს დავუთმობდით, სახლში თუ მანდილოსნები საუბრობდნენ, მათ საუბარში არ ჩავერეოდით. პატივისცემის ნიშნად, ქალბატონებს ხელზე ვეამბორებოდით. ჩვენ დღეს ოჯახიდან უნდა მოვდიოდეთ. ოჯახში უნდა გავაღვივოთ ის ზრუნვა, ის რჯულის კანონი, რომელიც ქართველის გენშია ჩამჯდარი.
ლია ოსაძე

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ლელა მებურიშვილის სახელით ფეისბუქში სხვები სარგებლობენ
მტვერსასრუტი მილიონერი დიასახლისებისთვის
ეფლის iPhone 4S უკვე საქართველოშია
რა მოუვა სარეცხ მანქანას, მასში აგურს თუ შეაგდებთ











თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
გიორგი ვარდოსანიძეს კომპიუტერულმა თამაშებმა ნევროზი გაუჩინა
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!" 

რა აჩუქეს ვანო მერაბიშვილს გერმანელებმა
ეკა აბშილავა: "ვირტუალური სიყვარული ჩემთვის გაუგებარია"
მაიკროსოფტში ხარვეზებს ვერ ასწორებენ
თვითმფრინავში აიფონი არ აიტანოთ, აალდება!
უნგრელმა დიზაინერმა ლადა ლიმუზინად აქცია
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
დიმა ობოლაძე: "ფეისბუქში" ჩემი თავი დავბლოკე"
ნასა მარსზე „დესანტს“ გზავნის 

















