asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მორიგი "მონსტრი" სამსუნგისგან
მორიგი "მონსტრი" სამსუნგისგან
მორიგი "მონსტრი" სამსუნგისგან

2011-03-09 13:26:08



მიმდინარე წლის დასაწყისში სამხრეთკორეულმა კომპანია სამსუნგმა და ამერიკულმა მობილურმა ოპერატორმა ვერიზონ ვაირლესმა მოკრძალებულად დააანონსეს მობილური ტელეფონი 4G LTE ქსელის მხარდაჭერით. მოკრძალებულად იმიტომ, რომ აპარატს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი შტატების კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია. და ახლა, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა და სახელთან ერთად გაირკვა ტელეფონის ზოგიერთი ტექნიკური მაჩვენებელი, აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა მორიგი "მონსტრი" სამსუნგისგან...

ეს მობილური ტელეფონი გახლავთ სმარტფონი სახელად Samsumg I510 Stealth V. აპარატი მუშაობს ჩვენთვის უკვე ცნობილ სამსუნგისვე ჩიფსეტ ორიონზე, რომელშიც გაერთიანებულია, ისევე, როგორც Samsung Galaxy S2–ში, 1 გიგაჰერციანი, ორბირთვიანი პროცესორი დაფუძნებული ARM Cortex A9 ბირთვზე და ვიდეოამაჩქარებელი Mali-400MP.

აპარატის როგორც ოპერატიული, ისე შიდა მეხსიერება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლავე შეგვიძლია გითხრათ, რომ მას ექნება მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა. სმარტფონის ყველაზე მეტი ხიბლი, ალბათ, ბევრისთვის დისფლეიში იქნება, რომელიც Samsung I510 Stealth–ს Super AMOLED Plus აქვს 4,3 დუიმიანი და 480–800 გაფართოებით. აპარატს ასევე აქვს 8 მეგაფიქსელიანი ძირითადი კამერა, ავტოფოკუსით, ლედ განათებითა და სხვადასხვა ფუნქციებით, რომელსაც 1080პ ფორმატში შეუძლია ვიდეოგადაღება და ასევე 1,3 მეგაფიქსელიანი მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის, Bluetooth 3.0, Wi-Fi b/g/n, Stereo FM Radio, HDMI Port. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, სმარტფონი თავდაპირველად პლატფორმა ანდროიდის 2.2 ვერსიით გამოვა, რა თქმა უნდა, შემდგომი განახლებების საშუალებით.

აქვე იმას გეტყვით, რომ ზემოთხსენებული სტანდარტების მქონე ეგზემპლარი შტატების ფარგლებს გარეთ გაყიდვაში არ გამოვა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტექნიკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online