asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

LG Optimus 3D–ს ფასი ცნობილია
LG Optimus 3D–ს ფასი ცნობილია
LG Optimus 3D–ს ფასი ცნობილია

2011-02-22 15:43:59



გასულ კვირას ცნობილი გახდა კორეული ტექნიკის შედევრის – LG Optimus 3D (P920)–ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი. აპარატი გაყიდვაში გამოვა ამა წლის 25 აპრილს და 515 ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 815 დოლარი) ეღირება ყველანაირი კონტრაქტისა და ოპერატორზე მიბმის გარეშე.

გათვალისწინებით იმისა, რომ მაღაზიების დახლებზე გამოჩენის პირველ დღეებში 800 დოლარზე მეტი ფინელთა ნოკია ენ8–ც კი ღირდა, კორეელთა შედევრის ფასი მისაღებზე მეტიცაა...

LG Optimus 3D აღჭურვილია 4,3 დუიმის დიაგონალის დისფლეით (480–800 გაფართოება), რომელსაც სტერეოსკოპიური ეფექტის მისაღებად გარეშე მოწყობილობა არ სჭირდება. გარდა ამისა, მის 2 ცალ 5 მეგაფიქსელიან კამერას 720პ გაფართოების ვიდეო შეუძლია 3დე რეჟიმში 30 კადრით წამში გადაიღოს და გაუშვას, ხოლო ჩვეულებრივ მაღალი ხარისხის ვიდეოს აპარატი 1080პ ფორმატში 24 კადრით წამში იღებს და უშვებს. რა თქმა უნდა, 3დე ფორმატის ფოტოებსაც იღებს...

აპარატი თავდაპირველად ოპერაციული სისტემა ანდროიდის 2.2 ვერსიით გამოვა, თუმცა მალევე განახლდება. რაც შეეხება მის აპარატულ ნაწილს, LG Optimus 3D–ს აქვს ორბირთვიანი 1 გიგაჰერციანი პროცესორი TI OMAP 4430 და გრაფიკული ამაჩქარებელი PoweVR SGX540. 512 მეგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად, სმარტფონს აქვს 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა 32 გიგაბაიტამდე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: 3D
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online