 |
| აუდი გაძლიერებულ ა1–ს ამზადებს
|
აუდი გაძლიერებულ ა1–ს ამზადებს
კომპანია აუდი ასრულებს გაძლიერებული მოდიფიკაციის ჰეჩბეკის ა1–ის გამოცდებს, რომელიც სახელწოდებად მიიღებს ს1–ს. მომავალი მანქანის პროტოტიპი, რომლის დებიუტიც პარიზის ავტოსალონში იგეგმება, პაპარაცებმა ნიურბურგრინგის მახლობლად დააფიქსირეს.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ახალი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე. სავარაუდოდ იგი იმავე ძრავასა და ტრანსმისიას მიიღებს, როგორითაც აღჭურვილია სეატ იბიზა ქუპრა და ფოლსკვაგენ პოლო ჯთი: 1,4 ლიტრი მოცულობის კომბინირებულ (კომპრესორი პლუს ტურბინა) ძრავას და შვიდსაფეხურიან რობოტიზირებულ სიჩქარეთა გადართვის კოლოფს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ აუდი ს1–ის ძრავას დამატებით გააძლიერებენ და მისი სიმძლავრე 180 ცხენისძალაზე მეტი იქნება.
გარეგნულად აუდი ა1–ს ყველაზე სწრაფი ვერსიისგან ახალი ავტომობილი უფრო სრულყოფილი აეროდინამიური ძარით გამოირჩევა. მას უფრო მსხვილი ბორბლების დისკები ექნება. კიდევ რა ცვლილებებს განიცდის წინამორბედთან შედარებით ს1 ჯერჯერობით უცნობია.
ამჟამად ა1–ს ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია აღჭურვილია 1,4 ლიტრი მოცულობის 122 ცხენისძალიანი ტურბოძრავით.
|