რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
"ეს არის მორიგი თვალთმაქცობა!"
ხელისუფლებას ავიწყდება მთავარი
უზბეკეთის მუდმივი პრეზიდენტი?!
რუსეთმა შეწყვიტოს!...
"კონფლიქტების მოგვარების პროცესი შევაჩერეთ"
ყოფილი პრეზიდენტი ნარკომანი გახდა
"ალექსანდრე ებრალიძემ შეცდომა დაუშვა"
როგორ გადაიხდის საქართველო 9 მილიარდამდე საგარეო ვალს?!
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი სპორტის აკადემიის გასხვისებას აპროტესტებს
სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი სპორტის აკადემიის გასხვისებას აპროტესტებს

სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი სპორტის აკადემიის გასხვისებას აპროტესტებს


გაზიარება  2010-07-28 17:52:06

როგორც GHN იუწყება, ხვალ, სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი, სპორტის სამინისტროსთან სპორტის აკადემიის გასხვისებასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს, ხოლო 30 ივლისს 16:00 სთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ აქციასაც გამართავენ.

სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი სპორტის აკადემიის გასხვისებას აპროტესტებს. აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული ფართის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამორებას, ხოლო პოტენციურ მყიდველს კი ობიექტის შეძენისგან ტავის შეჯავებისკენ მოუწოდებენ.

"ახლადდანიშნულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ არც მეტი არც ნაკლები სპორტის აკადემიის ტერიტორია 14 მლნ ლარად შეაფასა და 30 ივლისს 17:00 საათზე სავაჭროდ ეპატიჟება აუქციონში მონაწილეობის მსურველებს. სადავო ობიექტის გაყიდვა, რომელიც დღემდე სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს, ვერ ჩაივლის ისე მარტივად როგორც თავად ქალბატონ მინისტრს ჰგონია. ალბათ არც შესაძლო ინვესტორისთვის უნდა იყოს ეს მიმზიდველი, რადგანაც არაკეთილსინდისიერი მყიდველის სტატუსი ვერ გახდება მყარი გარანტი იმ ადამიანებისთვის თუ კომპანიებისთვის, ვინც დაფიქრდება ამ ობიექტის შეძენაზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ შესაძლო პოტენციურ მყიდველს, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული ტერიტორიის (ყოფილი ი.ჭავჭვაძის გამზირი 49-49ა, ახლანდელი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული 40.000-ზე მეტი კვ.მ ტერიტორია და შენობა ნაგებობები) შეძენისაგან და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავხადოთ ინფორმირებული ყველა, მათ შორის უცხოელებიც"- ნათქვამია სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის საგანგებო განცხადებაში.

აკადემიის წევრები სპორტულ საზოგადოებას; სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს; სპორტის აკადემიის თანამშრომლებს, სპორტის ექსპერტებს; საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს; ახლადშექმნილ სპორტის სამინისტროს, რომელთა მოვალეობის, ღირსების და დარგის პროფესიული განვითარების საკითხს წარმოადგენს აღნიშნულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება და პოზიციის დაფიქსირება.

"მივმართავთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ პოზიციისა. ქართული სპორტი არის ჩვენი ყველას კუთვნილება. არ დავუშვათ სპორტის აკადემიის გაყიდვა,"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილი ადამიანები
ბილ გეითსი
ვანო მერაბიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ