რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
ბოროტი ენის ძალა
ყველას ვურჩევ, რომ იცხოვრეთ დღევანდელი დღით
ნარკოტიკებს თავი დავანებე…
ჩემი და მეზიზღება
დედამთილობის ტკივილი
ჩემმა დედამთილმა ჩემი თავი თურქ კაცებს მიუგდო
გაწელილი ურთიერთობის სავალალო დასასრული
ერთმა წერილმა ცხოვრება დამინგრია
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
შინაბერობის ხიბლი
შინაბერობის ხიბლი

"მხოლოდ იმიტომ, რომ ქმრის სახით პატრონი ვიშოვო, ვერ გავთხოვდები!"


გაზიარება  2010-09-03 17:27:23

ის არ ტოვებს მარტოხელა ადამიანის შთაბეჭდილებას, ხალისიანი და სიცოცხლით სავსე შუახნის მანდილოსანია. ცხოვრებას იმედითა და რწმენით უყურებს და ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მისსავე პიროვნულ ხედვაზეა დამოკიდებული: თუ შევხედავთ, როგორც ტრაგედიას, ის ტრაგედიად იქცევა, ხოლო თუ ხალისიან ნოტებში წარმოვიდგენთ, ცხოვრება ბევრად უფრო მიმზიდველი და მარტივი გახდება. ასე რომ, მარტოხელა ადამიანის ყოფა სრულებითაც არ არის ტრაგედია. გარდა ამისა, ადამიანები თავად ვქმნით დაბრკოლებებს ჩვენივე ბედის ხაზზე და ამ დაბრკოლებათა მოხსნა ჩვენივე პრეროგატივაა. ამ თემებზე ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი მარიამი, "სარკეს" ესაუბრა.

მარიამი:

– მარტო ვცხოვრობ, გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ, არც ე.წ. მეგობარი მამაკაცი მყოლია გვერდით, მაგრამ თავს მარტოხელად სრულებითაც არ ვთვლი. გულწრფელად გეტყვით, არასდროს ვიყავი ბედის მომჩივანი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ნორმალურ ქალს გულის სიღრმეში სურს, გვერდით ღირსეული მეორე ნახევარი ჰყავდეს. ადამიანებს ზოგჯერ სჩვევიათ თქმა: "მე რა ბედი მაქვს" ან "მე ამის ბედი ვინ მომცა". ამ სიტყვებით თავად აპროგრამებენ საკუთარ თავს და ხელს უშლიან სასიკეთო ნაბიჯების გადადგმაში.

ერთხელ მეგობარ ქალბატონთან შევიკრიბეთ სახლში, მოკრძალებულ ვითარებაში რაღაც დღესასწაულს აღვნიშნავდით ქალები. ჩემი მეგობარი გაუთხოვარია, ამიტომ მისი პერსონალურად დღეგრძელობისას პირველი სურვილებიც ტრადიციულად ამ თემას უკავშირდება. იმ დღეს კი ვუთხარი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღარაფერს გისურვებ, იქნებ ამან მაინც გაჭრას–მეთქი. მან გაიცინა და თქვა, ხალხი მეორე წრეზე მიდის, მე კი მაგის ბედი ვინ მომცაო. ასეთი დამოკიდებულებით შენს ცხოვრებას უფრო აბრკოლებ, საკუთარ ბედს თავადვე ქმნი–მეთქი, შევუტიე. არ გასულა ათი წუთი, რომ მის მობილურზე მესიჯის ზარი გაისმა. საუბარში და სუფრასთან ბზრიალში გართულმა ჩემმა მეგობარმა თავიდან მას ყურადღება არ მიაქცია, შემდეგ მთხოვა, მგონი, გზავნილი მომივიდა და თუ არ გეზარება, წამიკითხეო. მეც გავხსენი მისი მესიჯი და ხმამაღლა წავიკითხე – ბედი შენ კი არა, მე არ მაქვს, მე რას მიპირებო, ეწერა. გზავნილი უცხო ნომრიდან მოდიოდა. ჯერ სახტად დავრჩით, ჩვენი სიტუაციის სრულიად შესატყვისი პასუხი რომ მივიღეთ. ცოტა არ იყოს, დაგვცხა კიდეც – თითქოს იმ მომენტში ვიღაც უხილავი გვიყურებდა და პასუხს გვაძლევდა. ბოლოს ჩავთვალეთ, რომ სასაცილო დამთხვევა იყო და გავხალისდით.

მეგობარმა დაიჟინა, ჩემი თანამშრომელი გოგო იქნება, მას სჩვევია ასეთი მაიმუნობებიო. მე კი ვუთხარი, შემიძლია, ნიძლავი დავდო, ნამდვილად უცხო მამაკაცია, მასაც უბედობა აწუხებს, შემთხვევით თუ ბედისწერით, მისი მესიჯი შენთან მოხვდა, განგებამ გამოგიგზავნა და გცდის–მეთქი. რაღაც ტექსტი შევადგინეთ, მივუთითეთ, რომ ვერ ვიცანით და გავუგზავნეთ. პასუხი აღარ მოგვწერა. ჩემს დაქალს ჩავაჯინდი, დაურეკე და დაელაპარაკე, იმ კაცს "მისამართი" შეეშალა თუ გამოპასუხების მოერიდა–მეთქი. შეიძლება ითქვას, ძალით დავარეკინეთ. მართლაც უცნობი კაცი აღმოჩნდა. მან მოკრძალებით ბოდიში მოიხადა შეცდომის გამო და შემდეგ ჰკითხა, თქვენ ვინ ბრძანდებით, რა გქვიათო. ჩემმა დაქალმა ელდანაკრავივით ყურმილი დაუკიდა. მერე თავისი საქციელი ასე ახსნა: საშინელი მეგრული აქცენტი ჰქონდა და მაგას როგორ დაველაპარაკებოდიო (არადა უყვარს მეგრელები).

ასეა: ადამიანებს "ბედის გახსნის" საშუალება ეძლევათ, ცხოვრება ყოველთვის სთავაზობს ალტერნატიულ საშუალებებს, მაგრამ ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, ღებულობენ ან არ ღებულობენ მათ. ვისაც მათი მიღება შეუძლია, ისინი მეორე კი არა, თუგინდ მესამე და მეოთხე "წრეზეც" სიამოვნებით წავლენ, რატომაც არა?! ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ვისაც ამის შნო და თავი აქვს.

– თქვენ თავად რატომ არ შეცვალეთ პირადი ცხოვრება?

– მე ამის სურვილი არ მქონია. ზოგს ჰგონია, რომ ოჯახი პასუხისმგებლობის და მოვალეობების წყებაა და ეს აშინებთ, განსაკუთრებით მამაკაცებს, რომლებიც დაოჯახებას ვერ წყვეტენ, მაგრამ ეს ნონსენსია. ყველაფერი ცხოვრებაში ურთიერთობებზეა აწყობილი. ჩემი აზრით, ოჯახი არის ორი ადამიანის ურთიერთობა და შემდგომ, თუ ღმერთმა ინება, მათი ურთიერთობა იმ პატარა ადამიანთან, რომელსაც შვილი ჰქვია. ურთიერთობა კი ურთიერთსიყვარულზე და პატივისცემაზე უნდა იყოს აღმოცენებული. ის, რაც მისაღებია ერთი წყვილისთვის, მიუღებელია მეორისთვის და ა. შ. მაგრამ მთავარი მაინც სიყვარული და ურთიერთგაგებაა. მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი შევქმნა და ქმრის სახით პატრონი ვიშოვო, ვერ გავთხოვდები!

– ასეთ ხალისიან და სიმპათიურ ქალბატონს სიყვარული არასდროს გწვევიათ?

– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ორჯერ ვიყავი შეყვარებული: ერთხელ – ბავშვობაში, მეორედ კი – შედარებით მოწიფულ ასაკში.

– არ გაგიმართლათ?

– ჩემთვის უცხოა ცალმხრივი სიყვარული. ორივე შემთხვევაში ორმხრივი გრძნობა იყო, რომელთაგან დამრჩა სასიამოვნო მოგონებები და საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ამ ასაკშიც შეიძლება სიყვარულის ბედნიერება მეწვიოს. მესამე და სამართალიო, ხომ გაგიგონიათ.

– თუ სურვილი გაქვთ, თქვენი სიყვარულის ისტორია გვიამბეთ.

– რაც შეეხება ჩემს სასიყვარულო ისტორიებს, ისინი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, ხოლო სხვებს შეიძლება ბანალურადაც კი მოეჩვენოთ. ერთი კარგი პოეტი, მარიამ წიკლაური წერს: "სიყვარული ერთი მსახიობის თეატრია, რომელსაც ერთი მაყურებელი ჰყავს". სწორედ ასეა. როცა გვიყვარს, გვგონია, ჩვენებრ სიყვარული არავის შეუძლია, ჩვენსავით ვერავინ განიცდის და ხარობს, ვგრძნობთ საოცარ სიმშვიდეს, გაგებას და ჰარმონიას იმ ადამიანის გვერდით, ის პიროვნება შეუდარებლად მიგვაჩნია... მერე მოდის რეგრესის პერიოდი, როცა ნელ–ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, შენ საკუთარ თავს უბრუნდები, ის პიროვნებაც "ჩვეულებრივი" ხდება. სიყვარული მთავრდება. რჩება მოგონებები და ბედნიერი ხარ იმით, რომ წილად გხვდა, გყვარებოდა და ეს მოგონებები შენთვის სიამის მომტანია. არიან ადამიანები, რომლებსაც წარსულისკენ გახედვაც კი ზარავთ, ისე არიან გულგატეხილნი. მე ასეთი იმედგაცრუება არ მქონია.

– როგორც წესი, მარტოხელა ქალები ასაკთან ერთად ხასიათის სირთულეს განიცდიან. თქვენ ამ სახის ცვლილებებს არ უჩივით?

– არანაირად. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხისადმი ჩვენს დამოკიდებულებას: თუ ჩვენს ე.წ. შინაბერულ ყოფას ტრაგედიად აღვიქვამთ, რა თქმა უნდა, ის ტრაგედიად იქცევა და ხასიათიც შესაბამისად დაგვიმძიმდება, ცხოვრებაც გართულდება, ხოლო თუ აღვიქვამთ, როგორც კანონზომიერებას, მოვლენას, სადაც ბევრია პოზიტიური, ცხოვრებაც უფრო ნათელი და მარტივი გახდება.

ამას წინათ სილამაზის სალონში ერთი სიმპათიური შუახნის ქალბატონი შემოვიდა – ნაზი, ქალური, კულტურული, დელიკატური. აფორიაქებული იყო: სხვა სალონში თმები შეუღებავს და ფერი არ მოსწონებია – ალბათ ვერ იგუა, თორემ თმა შესანიშნავ ფერზე ჰქონდა დაყენებული და ძალიანაც უხდებოდა. სტილისტს უთხრა, ამ ასაკში პირველად შევიღებე თმა, ასაკს მმატებს, შეღებვას ისე განვიცდი, ამის გამო მთელი შვებულება ჩამშხამდა, დეპრესიამდე მივედი, მალე სამსახურში უნდა გავიდე (სამსახური სოლიდური ჰქონდა) და, როგორც პროფესიონალმა, ეგებ მირჩიოთ, რა მოვუხერხოო. სტილისტმა უთხრა, რომ ეს ფერი მას ძალიან უხდებოდა, შეენარჩუნებინა და თუ მაინც ვერ იგუებდა, მისი გადაღებვა იოლი საქმე იყო. ქალმა ათასი მადლობა გადაუხადა ნუგეშისათვის – დამამშვიდეთ, ამაღამ კარგად დავიძინებო.

თავს დავდებ, ეს ქალი გაუთხოვარი იქნებოდა. ის შინაგანად ისე მძაფრად განიცდიდა თავის შეღებილ თმას, რომ მის შემხედვარე ადამიანს ცოტა ღიმილიც მოერეოდა და გაუელვებდა ფიქრი, ეტყობა, ამ ადამიანს სხვა სადარდებელი არ აქვსო. თავიდან, მის შემხედვარეს, ღიმილი მეც მომერია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არის ტრაგედია და გული სიბრალულით ამევსო. თმის ფერი ამ ადამიანისთვის მხოლოდ დეკორაციაა, მთავარი მისი სადარდებელი კი გაფრენილი წლები და აუწყობელი პირადი ცხოვრება იქნებოდა უეჭველად.

ქალმა, რომელსაც ოჯახის შექმნა სურს, უნდა იზრუნოს კიდეც ამისათვის, თორემ აუხდენელი ოცნება ზოგჯერ ტრაგედიად იქცევა ხოლმე და ეს ტრაგედია შემდგომ სხვადასხვა ფორმაში პოულობს გამოხატულებას.

– მარტოხელა ადამიანის ცხოვრების პოზიტიური მხარე ახსენეთ. უფრო კონკრეტულად მასზე რას გვეტყვით?

– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სრული პერსონით ეკუთვნი საკუთარ თავს და მეტი შესაძლებლობა გეძლევა, თვითრეალიზაცია მოახდინო საზოგადოებრივ ასპარეზზე, კარიერა გაიკეთო. შეგიძლია შექმნა შენთვის მისაღები კომფორტი, მოიპოვო სიმშვიდე და სიმყუდროვე, მუდმივად იზრუნო საკუთარი თავის ზრდისთვის, იყო ფორმაში როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. აი, ეს არის პოზიტივი.

ნანა კობახიძე

ცნობილი ადამიანები
ევიტა პერო
მაიკლ ჯორდანი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ