რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
ბათუმში გეი–აღლუმი ტარდება?!
The Beatles – 10 საუკეთესო სიმღერა
სიცხემ ამერიკაც შეაწუხა
უგემოვნო ვარსკვლავები
რუსეთის პრეზიდენტმა გიორგი დანელია დააჯილდოვა
სამი საჯარო სკოლა ლიკვიდირებულია
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
ვარსკვლავები დეფექტური გარეგნობით
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა


გაზიარება  2010-07-28 17:30:02

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას რეფორმები მან დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, 800-ზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან სამ ეტაპიანი ტესტირების შედეგად და სამინისტრო მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ინარჩუნებს.

პრეზიდენტი შეიარაღების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს მინიმალურ დონეზე საკმარისი იარაღი გააჩნია და დამატებითი იარაღის შეძენა საჭირო არ არის და კარგად მომზადებული არმია ნებისმიერი იარაღის პირობებში მზად არის საბრძოლველად.

შეხვედრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ქართველი ჯარისკაცებისთვის.

ვიზიტისას პრეზიდენტმა მუხროვანის ინციდენტი გაიხსენა: "თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს "ალიას", "ასავალ-დასავალს" და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი". "საქართველოში ყველაზე მეტად ფასობს ის ვინც თავს სწირავს ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა რეზერვისტთა სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ყველა სოფელს უნდა შეეძლოს საკუთარი მიწის დაცვა. ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს პატარ-პატარა მომზადების ჯგუფები და ამისთვის საჭირო იარაღიც. უკვე ცხადია, რომ აბსოლიტურად არც ერთ ნორმაში არ ჯდება ის ძალა რომელთანაც საქმე გვაქვს. თუ მოინდომებს ის უკვე დაკავებული რაიონებიდან ნაბიჯის წინ გადმოდგმას, ყველა კვადრატული მიწის ნაკვეთი ფეხქვეშ უნდა ეწვებოდეს. ქვეყნის დაცვა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის ამოცანაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
ცნობილი ადამიანები
მიხეილ სააკაშვილი
ლუი დე ფიუნესი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ